სონეტი N1
მე რომ ვერ შევძლო გაგისწორო თვალი თვალის წინ,
რომ არ შემეძლოს შემოგკადრი სიტყვა გრძნეულად,
მე რომ ვერ შევძლო მოვისმინო გალობა შენი,
ძალა წამერთვას, დავიფერფლო ვითამც ფენიქსად,
რომ ვეღარ ვნახო სახიერო შენი ფერფლის თვალები,
რომ ვეგარ ვნახო დაჩოქილი მათი ცეცება,
თუ ვერ შევიგრძენ გატაცებულ ფიქრთა ფერები,
სულ დამითმია სატანისთვის ჩემი ვედრება....
რომ ვეღარ შევქმნა მხოლოდ შენთვის სულის ჰანგები,
რომ ვეღარ შევძლო დავიშალო გრძნობა ფრაზებად,
თუკი არ ძალმიძს რწმენა,მრწამდეს ისევ მითების,
შენს როიალზე შევსისხლხორცდე უკვდავ ნოტებად..
ძვირფასო გწამდეს შევიქმნები შენთვის სინათლედ,
შენი სარკმლის წინ გარდავიქმნა უჭკნობ ტირიფად,
ღამის ნიავი წაგიკითხავს ჩემს ობოლ ლექსებს,
და მე დავრჩები შენში ჩრდილი ან მოგონება..
ეს ჩემი ფუნჯი კვლავ მოხატავს შენს წმინდა ბაგეს...
და ეგ პორტრეტი ჩაიღვრება ჩემში უხრწნელად...
LuCy 2012წ. ზამთარი
სონეტი N2
ვერ შევედრები სიმამაცით მე იმ დიაცებს,
რომელნიც თავის ტრფიალებას ჩადრის ქვეშ ფარავს
და სულში ჩაშლილ, ჩამოფრქვეულ გრძნობა, იარებს
თავს უყრის გულში და მდუმარე სამარეს ატანს...
ვერ შევედრები, რადგან გრძნობა ხელებს არ მალავს,
რადგან სურვილი სიამაყეს ჩრდილივით ადგას,
რადგან აღარ მსურს ავეფარო მფარველის კალთას
და დავემონო ადამიანურ სინდისს ან კრძალვას...
წუთები აღარ ელოდება აწ გასულ წამებს,
და აღარც მე მსურს დაველოდო ჭაღარა ეროსს,
ჩამოეძინათ გახელებულ ზურმუხტის ჭადრებს
ჩამოეკიდა მძორი სულის ჩამომხმარ ღეროს...
მაგ სინატიფეს ვერ წალეკავს ვერც დრო , ვერც ცელი
კალმით დავიცავ ! ფარით დავიცავ ! დავიცავ ცრემლით,
ვერ შეეხება შენს სიწმინდეს ბრჭყალები მხეცის,
თუნდაც სხეული დაიფერფლოს სიმწარით ცეცხლის..
არ აიშლება ამ მიწიდან სახელი წმინდა,
მანამდე, სანამ ჩამოიშლება საათში ქვიშა...
LuCy 2012წ. გაზაფხული
ტეგები:
Welcome to
Qwelly
ივნისი 23, 2026 6pm_დან დეკემბერი 31, 2026 7pm_მდე – ფილარმონია
0 კომენტარი 0 მოწონებაივლისი 15, 2026 დასაწყისი 6pm! გაგრძელდება 7pm_მდე – Kimball
0 კომენტარი 0 მოწონება
გამოაქვეყნა CarbixTools_მ.
თარიღი: ივლისი 13, 2026.
საათი: 7:00am
0 კომენტარი
0 მოწონება
When discussing CNC machining performance, conversations often focus on machine power, software systems, or automation features. However, the cutting tool is the component that directly interacts with the material and determines the quality of…
გაგრძელება
გამოაქვეყნა BurtPMotz_მ.
თარიღი: ივნისი 22, 2026.
საათი: 11:00am
0 კომენტარი
0 მოწონება
An Indispensable Tool for Full-Body Skin Hygiene and Healthy Exfoliation Daily bathing is the most fundamental part of personal hygiene and body skin care. Most people rely solely on bath towels, body wash, and hands to clean their bodies during…
გაგრძელება
გამოაქვეყნა ლაშა_მ.
თარიღი: აპრილი 13, 2026.
საათი: 12:00am
0 კომენტარი
2 მოწონება
საპატრიარქო ტახტის მოსაყდრის, სენაკისა და ჩხოროწყუს მიტროპოლიტის,
შიოს, სააღდგომო ეპისტოლე
საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესიის…
გამოაქვეყნა აკაკი ლიპარტია_მ.
თარიღი: აპრილი 12, 2026.
საათი: 3:36am
0 კომენტარი
9 მოწონება
ქრისტე აღსდგა მკვდრეთით
სიკვდილითა სიკვდილისა დამთრგუნველი
და საფლავების შინათა ცხოვრების მიმნიჭებელი!…
გამოაქვეყნა ლაშა_მ.
თარიღი: მარტი 16, 2026.
საათი: 11:30pm
0 კომენტარი
1 Like
ისევ დამიგვიანდა! ეტყობა, მართლა დავბერდი და უკვე აღარც კი…
გამოაქვეყნა supprity_მ.
თარიღი: მარტი 13, 2026.
საათი: 6:30pm
0 კომენტარი
0 მოწონება
As we step further into 2026, the landscape of content creation is being transformed by AI-powered technologies. Among these innovations, voice generation stands out as one of the most impactful tools for creators, businesses, and educators.…
გაგრძელება
© 2026 George.
•