ადამიანი უფრო მეტია, ვიდრე ჰგონია,
მაგრამ აქამდე ვერ უპოვია საბრალოს თავი.
და გადის მისი მოკლე ცხოვრება
შურში, მტრობაში და სიძულვილში.
შენ რატომ უნდა გეძინოს ცუდად, მე თუ
რაღაცით ვარ ბედნიერი...ან რატომ უნდა გეძინოს
მშვიდად, როცა მე ვწევარ სისხლის გუბეში?
უცნაურია, მაგრამ ჩემსავით ბევრს ჩაუყლაპავს
ბოლო ცრემლები: სიმწრის, სიბრაზის და სინანულის.
მეც, რა თქმა უნდა, ვნანობ სიცოცხლეს,
ძალიან მალე დასრულდა იგი, მაგრამ არ
ვნანობ, ასე რომ მოვკვდი, რაღცას ნიშნავს,
რადგან ამქვეყნად ბოროტის გვერდით
არის კეთილიც. ბევრია ჩემზე პატიოსანიც,
ჩემზე ჭკვიანიც და მოყვარულიც.
და როგორც ტყიდან მეორე ტყეში
გადააქვთ ქარებს თესლი ხეების, ისე გადადის
გულიდან გულზე ჩვენი ფიქრები და სურვილები.
ცა ხომ ვრცელია, მაგრამ ამ ცაშიც ეჯახებიან
ღრუბლებს ღრუბლები. ამ შეჯახების მოსდევს
ქუხილი, ქუხილს კი-ცეცხლი, რომ ცეცხლის
შუქით გზა გაინათონ წვიმებმა ბნელში,
ხოლო წვიმები კლდეებს რეცხავენ და
კაცის გულსაც. და როგორც ბროლის
მაღალ ტაძარში მთელი ქვეყანა
შედის წვიმაში.
ოთარ ჭილაძე
ტეგები: Otar_Chiladze, Qwelly, poetry, ადამიანი, ოთარ ჭილაძე, ოთარ_ჭილაძე, პოეზია, პოეტი, უფრო
Welcome to
Qwelly
ივნისი 23, 2026 6pm_დან დეკემბერი 31, 2026 7pm_მდე – ფილარმონია
0 კომენტარი 0 მოწონებაივლისი 15, 2026 დასაწყისი 6pm! გაგრძელდება 7pm_მდე – Kimball
0 კომენტარი 0 მოწონება
გამოაქვეყნა CarbixTools_მ.
თარიღი: ივლისი 13, 2026.
საათი: 7:00am
0 კომენტარი
0 მოწონება
When discussing CNC machining performance, conversations often focus on machine power, software systems, or automation features. However, the cutting tool is the component that directly interacts with the material and determines the quality of…
გაგრძელება
გამოაქვეყნა BurtPMotz_მ.
თარიღი: ივნისი 22, 2026.
საათი: 11:00am
0 კომენტარი
0 მოწონება
An Indispensable Tool for Full-Body Skin Hygiene and Healthy Exfoliation Daily bathing is the most fundamental part of personal hygiene and body skin care. Most people rely solely on bath towels, body wash, and hands to clean their bodies during…
გაგრძელება
გამოაქვეყნა ლაშა_მ.
თარიღი: აპრილი 13, 2026.
საათი: 12:00am
0 კომენტარი
2 მოწონება
საპატრიარქო ტახტის მოსაყდრის, სენაკისა და ჩხოროწყუს მიტროპოლიტის,
შიოს, სააღდგომო ეპისტოლე
საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესიის…
გამოაქვეყნა აკაკი ლიპარტია_მ.
თარიღი: აპრილი 12, 2026.
საათი: 3:36am
0 კომენტარი
9 მოწონება
ქრისტე აღსდგა მკვდრეთით
სიკვდილითა სიკვდილისა დამთრგუნველი
და საფლავების შინათა ცხოვრების მიმნიჭებელი!…
გამოაქვეყნა ლაშა_მ.
თარიღი: მარტი 16, 2026.
საათი: 11:30pm
0 კომენტარი
1 Like
ისევ დამიგვიანდა! ეტყობა, მართლა დავბერდი და უკვე აღარც კი…
გამოაქვეყნა supprity_მ.
თარიღი: მარტი 13, 2026.
საათი: 6:30pm
0 კომენტარი
0 მოწონება
As we step further into 2026, the landscape of content creation is being transformed by AI-powered technologies. Among these innovations, voice generation stands out as one of the most impactful tools for creators, businesses, and educators.…
გაგრძელება
© 2026 George.
•