დღეს, რაღაც როგორც ყოველთვის, სამყარო ამტკივდა. ან ამატკივეს.
დღეს მე ყველაფერი დავკარგე.
დღეს მე ამიკრძალეს სუნთქვა.
დღეს მე ავირიე. არადა არასდროს ვყოფილვარ დაწყობილი.
დღეს მე, აღარ ვჭირდებით.
მოვიდა ის...
-ოჰ.
-არმელოდი ?
-მე სულ გელი.
-ისევ მატყუარა შენ. (მიღიმის)
-რათქმაუნდა.
-მომენატრე ისე.
-არამგონია.
-ისევ ეგოისტი შენ.
-რათქმაუნდა.
-ისევ არ შეცვლილხარ.
-აბა შენ რა გეგონა?
-მეგონა ჩემს ადგილას სხვა მოვიდოდა, შეგცვლიდა...
-მაგრამ, ხომ ხედავ შენი ადგილი ისევ ისეა, შენს მოლოდინში.
-კიდევ მოუწევს ლოდინი.
-ღირს.
-ისევ გულუბრყვილო შენ.
-რათქმაუნდა.
-ისევ არეული შენ.
-რა თქმაუნდა.
-სიზმარში რომ უყვარხარ იმას კიდევ ელი ?!
-ისევ ცინიკოსი შენ!
-რათქმაუნდა. ჰო, კიდევ, კიდევ გგონია რომ ერთადერთი ხარ?
-არა.
-არადა კი. არადა ისევ გგონია რომ შენ პირველი იქნები.
-არ შეცვლილხარ...
-შენს გარდა მე მაინც ვერავინ შემცვლიდა.
-მეც ვერ შეგცვლი.
-ოხ, სად წავიდა თავდაჯერებული შენ ?
-არვიცი.
-ყველაფრისმცოდნე შენც სადღაც წასულა. ცუდია, ცუდი.
-მერე რა ?!
-არა არა, შენ მთლიანად წასულა.
-რატომ ?
-რატომ და.... იმიტომ!
-შენი შენც არანაკლებ შორს არის.
-ჰო, შეიძლება.
-...
-შენი შეყვარებული შენ სადღაა ?
-მოკვდა.
-რატომ არ შემატყობინე ?
-შორს იყავი უკვე.
-ვიზიარებ, თუმცა, მას გამოჯანმრთელება მაინც არ ეწერა, ტანჯულ სიცოცხლეს მაინც ესე ჯობია.
-ისევ ცინიკოსი შენთქო...
-არმიცნობდე მაინც. დიახ, ისევ ცინიკოსი მე.
-ჯანდაბა/.
-შენ მისი ადგილი გტკივა. მე კი არც ერთხელ გაგხსენებივარ, უფრო მეტსაც გეტყვი თუ გინდა...
-არ მინდა, ვხვდები.
-ისევ მიხვედრილი შენ...
-და ისევ შეყვარებული შენ...
-მაინტერესებდა მიხვდებოდი, თუ, ვერ..
-ჰო...
-ნახვამდის. ცოტა ხნით ვიყავი მე შენთან...დამელოდე, ჩემს ადგილს უდარაჯე.. არავინ შეუშვა, დავბრუნდები, დეკემბრის ცის პირველი გაღვიძებისას...
ძველი მე ისევ წავიდა. მე მტკიოდა ჩემში სი ადგილი, მაგრამ როგორც ის იტყოდა : "სადღაც წასულა თავდაჯერებული მე"...
უბრალოდ, რაღაც მტკიოდა მისი წასვლისას.
მტკიოდა ვერგაგონება.
მტკიოდა უარაფრობა.
უსამყაროობა მტკიოდა.
ცუდად ყოფნა.
სულის სიმძიმე.
გულის არ-ფეთქვა.
ყელში გაჩხერილი ბურთი.
მარჯვენა თვალზე მოწოლილი ცრემლი.
ტვინში ყრუ ტკივილი.
აუტანლობა.
ამდენს მე ვეღარ გავუძლებ.
მე მგონი ძველი მე სადღაც წავედი,
შორს. მისი ხმა აღარ მესმის.
მტკივა.
არშემიძლია.
ვეღარ ვიტან.
მივდივარ.
ყველას ვატოვებ.
ყველაფერს.
მიჭირს, თითოეული წერტილი მიჭირს.
მაგრამ რა ვქნა, ცხოვრებამ ასე მოიტანა.
მუდამ ვეუბნებოდი ჩემს თავს "მხოლოდ მკვდარი თევზი მიჰყვება დინებას"-მეთქი.
თურმე ახლა, სწორედ ახლა მოვკვდი. გავნადგურდი.
... და ვაპირებ წავყვე დინებას.
შენ, ვერ შემინარჩუნე...
შენ, რომელსაც მხოლოდ სიზმარში გიყვარდი.
შენ, რომელმაც უკვე დამკარგე, გაღვიძებამდე....
ტეგები:
ძნელია არ დაგეთანხმო ცირა... :)
cira jgarkava said:
saintereso adamiani chanxarrrrrrrrrrrrrrrrrrrrr......momcons sheni shemoqmedebaaaaaaaa
არა... ეგ არაა ჩემზე ზრუნვა თუ იგულუბრყვილოებ... :( ეგ უარესს მიშვება...
tiko said:
ხომ იცი შენზე ვზრუნავ...
LsHისა... said:არ გამიჭირდება... ოღონდ აღარიგულუბრყვილო კარგი???
tiko said:წამომყვები?
LsHისა... said:არც ეგ რჩევაა ახალი ჩემთვის... ;(
კარგი, კარგი...
tiko said:შენს თავს დააბრალე..
Welcome to
Qwelly
გამოაქვეყნა ლაშა_მ.
თარიღი: აპრილი 13, 2026.
საათი: 12:00am
0 კომენტარი
1 Like
საპატრიარქო ტახტის მოსაყდრის, სენაკისა და ჩხოროწყუს მიტროპოლიტის,
შიოს, სააღდგომო ეპისტოლე
საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესიის…
გამოაქვეყნა აკაკი ლიპარტია_მ.
თარიღი: აპრილი 12, 2026.
საათი: 3:36am
0 კომენტარი
9 მოწონება
ქრისტე აღსდგა მკვდრეთით
სიკვდილითა სიკვდილისა დამთრგუნველი
და საფლავების შინათა ცხოვრების მიმნიჭებელი!…
გამოაქვეყნა ლაშა_მ.
თარიღი: მარტი 16, 2026.
საათი: 11:30pm
0 კომენტარი
1 Like
ისევ დამიგვიანდა! ეტყობა, მართლა დავბერდი და უკვე აღარც კი…
გამოაქვეყნა supprity_მ.
თარიღი: მარტი 13, 2026.
საათი: 6:30pm
0 კომენტარი
0 მოწონება
As we step further into 2026, the landscape of content creation is being transformed by AI-powered technologies. Among these innovations, voice generation stands out as one of the most impactful tools for creators, businesses, and educators.…
გაგრძელება
გამოაქვეყნა Heden Brock_მ.
თარიღი: მარტი 9, 2026.
საათი: 10:00am
0 კომენტარი
0 მოწონება
According to our latest research, the Global Gallium market size was valued at $430 million in 2024 and is projected to reach $860 million by 2033, expanding at…
გაგრძელება
გამოაქვეყნა Minidumperfactory00_მ.
თარიღი: მარტი 2, 2026.
საათი: 6:30am
0 კომენტარი
0 მოწონება
Electric Garden Loader Manufacturerstrategies are increasingly centered on advanced battery systems as demand grows for efficient and low-emission landscaping equipment. Energy storage technology now plays a defining role in how electric compact…
გაგრძელება
© 2026 George.
•