ხომ უნდა ჰქონდეს დედამიწას ლურჯი თვალები - ცასავით ლურჯი... ხომ უნდა ჰქონდეს დედამიწას თეთრი მკლავები - ნისლივით თეთრი... ხომ უნდა ჰქონდეს ბედნიერი წუთების განცდა, იცოდეს ტრფობა, სინანული და სიმწუხარე; თავს შავი ნისლით იმოსავდეს, ავ ფიქრს იხვევდეს, ხან წუხდებოდეს, როგორც კაცი, რაღაცის გამო გულქვაობდეს, მოუსვენრობდეს; ხან უხაროდეს, ხან ადარდებდეს, ხან სიმშვიდე იპყრობდეს მის გულს. სურვილი... სწრაფვა... მოუსვენრობა... ეს ყველაფერი დედამიწას ხომ უნდა ჰქონდეს. ხომ უნდა გრძნობდეს, რომ დავდივარ მე მის ბეჭებზე, მინდობილი ვარ ცის სიღრმეში მიწის სიმყარეს, რომ ჩემი ძვლებიც მიწად უნდა მოიქცეს ბოლოს, სხვა უნდა შედგეს ჩემს სხეულზე - როგორც მიწაზე; ხომ უნდა გრძნობდეს დედამიწა, ხომ უნდა გრძნობდეს... თავის თავის და ჩემი განცდა ხომ უნდა ჰქონდეს. ხომ უნდა გრძნობდეს ჩემს მარტოობას, ჩემი სიმღერით გალობდეს ცაში... ჩემი სიხარული უხაროდეს, ჩემი სიმარტოვით მარტოობდეს, ჩემი სადარდელი ადარდებდეს, ჩემი სატკივარი აღონებდეს, თავი მუდამ ჩემს თავს აგონებდეს, ეს განცდა არასდროს აღონებდეს. * დაიშრიტება ჩემს თვალებში ზეცის ნათელი, წამიერია მისი ნათება. ჩადგება სისხლის მიმოქცევა ჩემს წვრილ ძარღვებში, თეთრ ძვლებზე ხორცის სამოსელი შემომაცვდება; გული გაჩერდება, სუნთქვა შემიწყდება თვალებში ყველაფერი ერთად გაბაცდება... ჩემთვის განკუთვნილ სამანს გადავივლი, ერთხელ მოსახდენი, არა, არ ამცდება. წავალ და იმედით მიწად მოვიქცევი, ვიცი, ჩემ მაგიერ მიწა აყვავდება, მიწა დაინახავს ამ ზეცის სილურჯეს, მიწას ჩემი მზერა არ დაეკარგება. მიწა ისუნთქავს ჩემ მაგიერ ამ წმინდა ჰაერს, მიწა ილივლივებს ამ ზეცის ნათელში, მიწის სისხლძარღვებში სისხლი იჩუხჩუხებს - იდენენ წმინდა მდინარეები. მიწა უყურებს ჩემ მაგიერ ვარსკვლავთა ჟივჟივს, დილაადრიან პირს ჩამოჰბანს ზეცის ცვარ-ნამი... ო, მიხარია, მეც რომ ერთ დროს მიწად ვიქცევი და ამ თეთრ ნისლებს, როგორც მკლავებს, გულზე დავიწყობ! და რადგან შემოქმედმა მიწად მომაქცია, და რადგან ჩემი ბედი მის ბედს დაამთხვია, და რადგან ჩემეული მიწას აურია, მიწაც ხომ როდისმე სამანს გადაივლის და სხვად მოიქცევა... სხვა სახით უყურებს ამ ზეცის სილურჯეს, მის ცისფერ თვალებში სხვა მზერა ჩადგება... და გთხოვ, შემოქმედო, მანამ ეს მოხდება, მანამდის თავისი ჟამი არ მოუვა: მე მინდა ჰქონდეს დედამიწას ლურჯი თვალები! მე მინდა ჰქონდეს ბედნიერი წუთების განცდა!
ტეგები: Qwelly, გოდერძი, დედამიწას, თვალები, ლურჯი, ჩოხელი
Welcome to
Qwelly
ივნისი 23, 2026 6pm_დან დეკემბერი 31, 2026 7pm_მდე – ფილარმონია
0 კომენტარი 0 მოწონებაივლისი 15, 2026 დასაწყისი 6pm! გაგრძელდება 7pm_მდე – Kimball
0 კომენტარი 0 მოწონება
გამოაქვეყნა CarbixTools_მ.
თარიღი: ივლისი 13, 2026.
საათი: 7:00am
0 კომენტარი
0 მოწონება
When discussing CNC machining performance, conversations often focus on machine power, software systems, or automation features. However, the cutting tool is the component that directly interacts with the material and determines the quality of…
გაგრძელება
გამოაქვეყნა BurtPMotz_მ.
თარიღი: ივნისი 22, 2026.
საათი: 11:00am
0 კომენტარი
0 მოწონება
An Indispensable Tool for Full-Body Skin Hygiene and Healthy Exfoliation Daily bathing is the most fundamental part of personal hygiene and body skin care. Most people rely solely on bath towels, body wash, and hands to clean their bodies during…
გაგრძელება
გამოაქვეყნა ლაშა_მ.
თარიღი: აპრილი 13, 2026.
საათი: 12:00am
0 კომენტარი
2 მოწონება
საპატრიარქო ტახტის მოსაყდრის, სენაკისა და ჩხოროწყუს მიტროპოლიტის,
შიოს, სააღდგომო ეპისტოლე
საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესიის…
გამოაქვეყნა აკაკი ლიპარტია_მ.
თარიღი: აპრილი 12, 2026.
საათი: 3:36am
0 კომენტარი
9 მოწონება
ქრისტე აღსდგა მკვდრეთით
სიკვდილითა სიკვდილისა დამთრგუნველი
და საფლავების შინათა ცხოვრების მიმნიჭებელი!…
გამოაქვეყნა ლაშა_მ.
თარიღი: მარტი 16, 2026.
საათი: 11:30pm
0 კომენტარი
1 Like
ისევ დამიგვიანდა! ეტყობა, მართლა დავბერდი და უკვე აღარც კი…
გამოაქვეყნა supprity_მ.
თარიღი: მარტი 13, 2026.
საათი: 6:30pm
0 კომენტარი
0 მოწონება
As we step further into 2026, the landscape of content creation is being transformed by AI-powered technologies. Among these innovations, voice generation stands out as one of the most impactful tools for creators, businesses, and educators.…
გაგრძელება
© 2026 George.
•