ბავშვობიდან გულში მქონდა
საოცნებო, ერთი რამ,
რომ ოდესმე ჩემს მკლავებში
ლამაზ გოგოს ეტირა...
მტკიოდა და რომ გავიგე
გულის წამლის რეცეპტი
ქუჩა-ქუჩა, ეზო-ეზო
მტირალ გოგოს ვეძებდი...
ვერ ვპოვე და დავიღალე
ბევრი ძებნა-ლოდინით.
გულზე სევდა ჩამომაწვა
დაშლილ ციხის ლოდივით
და როდესაც მეგონა, რომ
დამიღამდა ცისკარი,
თავის ფეხით მომაყენა
სახიერმა ის ქალი...
ტალღასავით შემეფეთა,
მერე უცებ, იცი, რა?
ნიავივით ჩამეკრა და
ღრუბელივით იტირა...
გაყინული ნიავქარი
ქროდა სანაპიროდან,
შევამჩნიე, მის თვალებში
ანგელოზი ტიროდა...
მის თვალთაგან გადმოღვრილი
გაზაფხულის სინაზე
გულზე ისე შემევერცხლა,
როგორც წვიმა - მინაზე
ძლიერ მსურდა მის წამწამზე
ცრემლად ჩამოკიდება,
ცოტა ხანში გავათბე და
გავაცინე კიდევაც!
ბედზე როგორ დავიჩივლებ,
როგორ დავიწყევლები?!
როცა უღირსს წილად მერგო
ანგელოზის ცრემლები!..
ქარი თვლემდა, მზე გვიცქერდა
გაწითლებულ ტილოდან
შორს, ზღვის გაღმა, აფხაზეთში,
ღვთისმშობელი ტიროდა...
გენრი დოლიძე
ტეგები: GenriDolidze, Qwelly, angel, poetry, ანგელოზი, გენრი დოლიძე, პოეზია, ტირილი, ღვთისმშობელი, ცრემლები
ტკივილს არ გაყენებდა, ტრაგიკული დასასრული? :(
მარიამ კვარაცხელია_მ თქვა:
მე ბავშვობიდან ტრაგიკული ისტორიები მიყვარდა, სიყვარულის ტრაგიკული გმირები, ან ერთი ეწირებოდა, ან მეორე, ან ორივე ერთად და ეს მიმაჩნდა იდეალურ, ნამდვილ გრძნობად... დღემდე გამომყვა ეს ტრაგიზმი.
Welcome to
Qwelly
გამოაქვეყნა ლაშა_მ.
თარიღი: აპრილი 13, 2026.
საათი: 12:00am
0 კომენტარი
1 Like
საპატრიარქო ტახტის მოსაყდრის, სენაკისა და ჩხოროწყუს მიტროპოლიტის,
შიოს, სააღდგომო ეპისტოლე
საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესიის…
გამოაქვეყნა აკაკი ლიპარტია_მ.
თარიღი: აპრილი 12, 2026.
საათი: 3:36am
0 კომენტარი
9 მოწონება
ქრისტე აღსდგა მკვდრეთით
სიკვდილითა სიკვდილისა დამთრგუნველი
და საფლავების შინათა ცხოვრების მიმნიჭებელი!…
გამოაქვეყნა ლაშა_მ.
თარიღი: მარტი 16, 2026.
საათი: 11:30pm
0 კომენტარი
1 Like
ისევ დამიგვიანდა! ეტყობა, მართლა დავბერდი და უკვე აღარც კი…
გამოაქვეყნა supprity_მ.
თარიღი: მარტი 13, 2026.
საათი: 6:30pm
0 კომენტარი
0 მოწონება
As we step further into 2026, the landscape of content creation is being transformed by AI-powered technologies. Among these innovations, voice generation stands out as one of the most impactful tools for creators, businesses, and educators.…
გაგრძელება
გამოაქვეყნა Heden Brock_მ.
თარიღი: მარტი 9, 2026.
საათი: 10:00am
0 კომენტარი
0 მოწონება
According to our latest research, the Global Gallium market size was valued at $430 million in 2024 and is projected to reach $860 million by 2033, expanding at…
გაგრძელება
გამოაქვეყნა Minidumperfactory00_მ.
თარიღი: მარტი 2, 2026.
საათი: 6:30am
0 კომენტარი
0 მოწონება
Electric Garden Loader Manufacturerstrategies are increasingly centered on advanced battery systems as demand grows for efficient and low-emission landscaping equipment. Energy storage technology now plays a defining role in how electric compact…
გაგრძელება
© 2026 George.
•