ბოქლომში ნიჭი რომ ჩაიკეტა
მე ვერ გამიძლო, ვსვავდი და ვსვავდი!
სახეც გამექცა, მთლად მომიკვეთა,
აღარც გარდაცვლილს მე აღარ ვგავდი!
გამოვიჭერდი ქუჩაში ვინმეს,
ლესელიძეზე ვსვავდი და ვსვავდი!
იქვე, ბუჩქს, შარდით, სკვერში ვაჭკნობდი,
მიწისქვეშა გადასასვლელში ვჯვავდი და ვჯვავდი
და გაკეთებულ ღვინოსა ვგავდი!
ხელი, გაწვდილი!
სმის ფული იყო!
ვიყავ დაცლილი
და წასულიყო...
წასული იყო ცხოვრება!
დიახ, წასული იყო!
წა-სუ-ლი!
ეჰ, იყო;
და მივიცვალე! 
მივიცვალე უაზრობაში!
ნიჭო, სადა ხარ? 
მე მოვიკითხე,
მეგონა ისიც ჩემსავით სვავდა
და წასულიყო! 
ზეაზრობაში?
ისიც, ეჰ, ისიც წასულიყო!
აღარ მაქვს სასმელი,
სხეულში არ ვარ;
აღარ მაქვს სასმელი!
აღარ მაქვს სასმელი!
აღააარ მაქვს სასმელი!!!
მითხარით, რა ვარ?!
ტანჯვა ვარ სურვილით!
ხორციც გამექცა!
გესმიით, ლოთებო, ხორციც გამექცა!!!
აღარც სასვენი ნიშანი
და, გამექცა!
ცხოვრება დამექცა თუ, ჩამომექცა?!
სამარადჟამო წყლულად ჩამექცა!
სადღაა სასმელი?!
ცხოვრება, 
ქეიფი,
"შემოიხედე გენაცვალე"
და ვჭამაჯუობ...
და მივიცვალე?
და მივიცვალე!
დიახ, მე მი-ვი-ცვა-ლე!
აჰა, სხეული; და ხორცი აღარ მაქვს!
მადლის მაგივრად, სულში, ღვინო ჩამექცა;
რა მევალება? 
აღარაფერი!
და მკლავს მეორედ!
და ნიჭი? 
იქვე, ბოქლომში აღარაა ხომ?!
ჩემს განვლილ წლებში,
ნაფლეთ-ნაფლეთ სევდად დაეცა!
მოკვდა?!
აღარაა ხომ?!
ეჰ, ვაი,
ვაი ხომ?!
და სიყვარული?
დამრჩა ღვინის სმის ხომ?!
დამრჩა!
ეჰ!
ვაი!
დამრჩა!
ჰო!

                 მამუკა თეთრაძე
                  18.12.2014წ

ტეგები: ლოთი, mamuka, poetry, qwelly, ლესელიძე, ლექსი, ლოთის ფიქრები, ლოთის_ფიქრები, პოეზია, სმა, მეტი...ფიქრები, ფიქრი, ფული, ღვინო

ნახვა: 428

ბლოგ პოსტები

არცაღა ერთი მკუდართაგანიღა არს საფლავსა შინა

გამოაქვეყნა აკაკი ლიპარტია_მ.
თარიღი: აპრილი 12, 2026.
საათი: 3:36am 0 კომენტარი

ქრისტე აღსდგა მკვდრეთით

სიკვდილითა სიკვდილისა დამთრგუნველი

და საფლავების შინათა ცხოვრების მიმნიჭებელი!…

გაგრძელება

ოსკარის 2026 წლის დაჯილდოება - გამარჯვებულები და ნომინირებულები

გამოაქვეყნა ლაშა_მ.
თარიღი: მარტი 16, 2026.
საათი: 11:30pm 0 კომენტარი

ოსკარი 2026 სრული სია

      ისევ დამიგვიანდა! ეტყობა, მართლა დავბერდი და უკვე აღარც კი…

გაგრძელება

2026 Guide to the Best AI Voice Generation for Creators and Businesses

გამოაქვეყნა supprity_მ.
თარიღი: მარტი 13, 2026.
საათი: 6:30pm 0 კომენტარი

As we step further into 2026, the landscape of content creation is being transformed by AI-powered technologies. Among these innovations, voice generation stands out as one of the most impactful tools for creators, businesses, and educators.…

გაგრძელება

Gallium Market to Reach $860 million by 2033

გამოაქვეყნა Heden Brock_მ.
თარიღი: მარტი 9, 2026.
საათი: 10:00am 0 კომენტარი

According to our latest research, the Global Gallium market size was valued at $430 million in 2024 and is projected to reach $860 million by 2033, expanding at…

გაგრძელება

How Minidumperfactory Electric Garden Loader Manufacturer Adapts to Energy Trends

გამოაქვეყნა Minidumperfactory00_მ.
თარიღი: მარტი 2, 2026.
საათი: 6:30am 0 კომენტარი

Electric Garden Loader Manufacturerstrategies are increasingly centered on advanced battery systems as demand grows for efficient and low-emission landscaping equipment. Energy storage technology now plays a defining role in how electric compact…

გაგრძელება

How Can A Ball Valve Factory Enhance Long Term System Comfort And Stability

გამოაქვეყნა Naishi Valve_მ.
თარიღი: თებერვალი 9, 2026.
საათი: 9:30am 0 კომენტარი

Choosing a reliable partner often begins with understanding how a  shapes ideas into practical solutions. Behind every smooth operation, there is a place where attention, patience, and process quietly work together. Valves may seem ordinary at…

გაგრძელება

Qwelly World

free counters