მესიზმრა საზღაპრო რთველი დიდებული:
მთელი საქართველო ვაზს გადაებურა.
და თუმცა სიზმარში ქვა ქვაა, ხე ხეა, -
ლიცლიცა ყურძენი სკასავით ეხვია.
მტევანზე მტევანი,
ფოთლზე ფოთოლი,
კურდღლის ყურებივით გრძელ-გრძელი, ტოლ-ტოლი.
ჭებშიაც ეკიდა მტევნები ჯაგნური,
ვით შოთის პურები, თონეში ჩაკრული.
ყურძენი - თაფლი და სარაჭი -
პირდაპირ სარაჭე.
სოროშიც, ბუდეშიც მტევანი ბარტყობდა...
საცქერად რად ღირდა მარტო თხა.
წვერი ეკიდა აკიდოსავით
და ყელზეც ყურძნის კრიალოსანი.
ვენახის სული!
ვაზის ემბლება!
პირჯვარს იწერდა მწყემსი ეფრემა...
ვაზი ისე მოისხა
მესერმაც და შეშამაც,
ვეღარავინ იტყოდა: "თხამ ვენახი შეჭამა".
- ამდენი ყურძენი სად უნდა დავტიოთ?
აყვირა გაზეთი, დეპეშა, რადიო...
- ნავები,
- ნავები,
- ნავები, მოვზიდოთ,
იქნება გვეშველოს: ზღვა დაშრა კოვზითო.
მაშინვე წამოვხტი და, გითხრათ სიმართლე,
მაშინვე "ხომალდთა კატალოგს" მივმართე.
და, აჰა, ტროადან თუ ილიონიდან
ნუ იტყვით, ნავების რა წარღვნა მოვიდა.
ივსება ქვევრები, კასრები, თაღარი,
ღვინო ჩქეფს, ღვინო დუღს, რა გინდა რა გვარი!
მარტო რომ დავლიოთ, ხომ ამოვწყდებით, -
უნდა დავპატიჟეთ მკვდრებიც, ცოცხლებიც.
ქართველები ვართ -
გვავსვით ნებივრად,
მტრისა და მოყვარის მასპინძლები ვართ.
ქართველი თუ თვრება - მღერის და იცინის,
სხვანი რომ ტირიან, არა ვართ ისინი.
გახურდა ქეიფი, გახურდა, გახურდა,
სტუმრებო, გაფრთხილებთ, ნუ ხუმრობთ კახურთან.
დუელი ყანწების, ჭინჭილის დუელი!
ლხინს რაღა გემო აქვს, ჭინჭყლობას თუ ელი.
- სალამი, აქილევსს!
სალამი, ჰექტორ!
ქიშპობას კარები გადაურაზეთ!
თქვენ მტრები იყავით, ძმობილნო, ერთ დროს,
ახლა იმეგობრეთ ქართულ სუფრაზე.
ღმერთებს და გმირებს გავუთამამდით,
მაგრამ ზრდილობა როდი შეგვშლია,
თვითონ ბახუსი დაჯდა თამადად
და მერიქიფედ ოდისევსია.
სხედან ლაჩრებიც და რაინდებიც:
აქეთ - აფშინა, იქით - მინდია,
გულუხვად ისმის ქება-დიდება -
ქართულ სუფრაზე ყველა დიდია!
არც რაინდობას ეღალატების,
ტირადებს ვამბობთ ლამის ზეპირად.
ქართულ სუფრაზე სულ ტალანტები,
სულ ერთმანეთზე ლამაზები ვართ.
ქართველები ვართ, თორემ სუფრიდან
ბევრი კინწისკვრით გასარეკია.
მეორე ყანწზე დევს აუხირდა,
ისე დაგვითვრა ნაცარქექია.
ამირანს კოცნის უკვე მეხუთედ
ჭინკა ცუღლუტი და აბეზარა,
აგერ კიკლოპიც შემოეყუდა
და მერიქიფეს ფერი ეცვალა.
დასვით, დაუსხით, კიდევ დაუსხით,
ე მანდ ჭინჭილა ეგდო თაროზე.
შენ შეგვეწიე, ღმერთო ბახუსო,
ეგებ დაგვითრო ეგ ტარტაროზი.
ერთი ამ ჭინკებს დაუტატანე
ქვევრი მოხადონ, თუნდ სახაზინო,
ძალმომრეობის ავი ტიტანი,
ოღონდ დაათრონ და მიაძინონ.
ასვით და ასვით,
ასვით გულუხვად,
პოლიფემის ძე, შეხეთ, ძუნძლებს,
მღვრიე ბურუსში მიდის ბუყბუყით,
როგორც დანთქმული ზღვაში კუნძული.
- ეჰეი, ოდისევს - ელადის გმირო,
კიკლოპის დათრობას რა ამაოდ ცდილობ!
აიღე ჭინჭილა - ბახუსის მეტაფორა,
მეტი სიცბიერე,
მეტი აფიორა!
და როცა მავანის გმირობაც გაჰკივლეს,
ქუსლი მოეფხანა აქილევსს,
შუბლი შეჭმუხნა და წარბი ახია,
მაშინვე გაილურსა სუყველა ავყია.
არც კი დაუნახავს დარეჯანის ძეს
ბუხართან მჯდომარეს კენტად,
ამ სოდომ-გომორში
ამდენი ხალხის წინ
ეშმაკი ანგელოსს
თუ როგორ ბწკენდა.
და იყო ლაციცი, ბღვერა და ფიცილი,
არავის უშვებდნენ უკილავს, უქირდავს,
მარტოდენ ბახუსი კვდებოდა სიცილით -
ის ღმერთი იყო და არარა უკვირდა.
გათენდა, გათენდა,
ადგა ბახუსი,
წარმართს ყოვლადწმინდა დავუსხით.
აწვიმს ნათელი, ოქროს ნათელი
მთლად საქართველოს - იმიერს, ამიერს.
ყველა მთვრალია... მხოლოდ ქართველნი
ისევ მღერიან მრავალჟამიერს.
ოდისევსი მყავდა მერიქიფედ,
მე და ოდისევსმა მერე ვიქეიფეთ..
შოთა ნიშნიანიძე
წყარო: "უპირველეს ყოვლისა", შოთა ნიშნიანიძე, გამომც. "საბჭოთა საქართველო", თბ. 1988
ტეგები: Qwelly, ვენახი, ნიშნიანიძე, პოეზია, ღვინო
Welcome to
Qwelly
გამოაქვეყნა Karmasaylor_მ.
თარიღი: დეკემბერი 15, 2025.
საათი: 10:30am
0 კომენტარი
0 მოწონება
Legend of YMIR Diamonds stands out as one of the most ambitious MMORPG projects inspired by Norse mythology, blending high-fantasy world-building with survival, kingdom management, and large-scale PvP warfare. At its core, the game reimagines ancient myth—specifically the primordial giant Ymir, whose body became the foundation of the world—as the thematic anchor for a sprawling digital realm. This article explores the world, lore, setting, and narrative elements that shape the experience of…
გაგრძელება
გამოაქვეყნა Violet VSM_მ.
თარიღი: ნოემბერი 24, 2025.
საათი: 11:30am
0 კომენტარი
0 მოწონება
According to a new comprehensive market analysis report by Reed Intelligence, the global Hydrogen Cyanide (HCN) market is projected to grow steadily from 2023 to 2031 at a compound annual growth rate (CAGR) of approximately 2.2 %. This growth is underpinned by strong demand in sodium and potassium cyanide…
გაგრძელება
გამოაქვეყნა Violet VSM_მ.
თარიღი: ნოემბერი 24, 2025.
საათი: 11:00am
0 კომენტარი
0 მოწონება
According to the latest report by Reed Intelligence, the global azimuth thrusters market is projected to witness robust expansion over the forecast period.
Market Size – Base Year & Forecast Year
In the base year 2023, the global is valued and is forecast to grow through 2031 at an approximate compound annual growth rate (CAGR) of 8%.
გამოაქვეყნა Violet VSM_მ.
თარიღი: ნოემბერი 24, 2025.
საათი: 10:30am
0 კომენტარი
0 მოწონება
A new comprehensive report by Reed Intelligence reveals that the global electric fencing market is projected to expand at a compound annual growth rate (CAGR) of approximately 5.5% between 2023 (base…
გაგრძელება
© 2025 George.
•