როგორც აჩრდილი
ჩადრგადახდილი,
ისე ანათებს ცის სივრცეს მთვარე;
ვარსკვლავთა კრება
თანდათან ქრება,
განთიადს ელის ცა მგლოვიარე.

არემარე თვლემს...
ტკბილ ნანას უმღერს
ბარს, მიძინებულს, მთის ნაკადული.
მეც გული მიძგერს,
ვუცქერ ცის სივრცეს,
განთიადს ველი სულგანაბული.

კოხტად შემკული,
დადუმებული,
შორს, შორს გასცქერის მთისა მწვერვალი,
თითქოს იგონებს
გაფრენილ დღეებს
და გულს უთრთოლებს ღვთიური ძალი.

ცა ალაჟვარდდა,
ოდნავ დააჩნდა
ვარსკვლავთა ზოლი მის სპეტაკ სახეს,
გადაიხადა
ცამ ბნელი ფარდა,
და ფრინველებმაც ერთხმად დასძახეს.

მზეც ამოვიდა,
უმანკო, წმინდა
სხივი სამყაროს გადმოაფინა,
დაჰკრა მწვანე ველს,
თვალგადუწვდენელს,
და საამურად ააბიბინა.

ყვავილის გულზე,
აკოკრებულზე,
ნამი აენთო და აბრჭყვიალდა,
ნიავი ნელი,
ფიქრთ უკუმყრელი,
მიწას გაეკრა, ტყე აშრიალდა.

ნაზი პეპელა
ფრენდა ნელ-ნელა,
ბზა მოხუც ფიჭვის ტოტებს ეკვროდა,
იქვე, მახლობლად,
მარტოკა, ობლად,
ბულბული სტვენდა და გაჰკიოდა.

მარად ბედკრული,
უღელდადგმული,
ძალას იკრებდა ადამიანი,
კვლავ იღვიძებდა,
ღონეს იკრებდა
ცხოვრება მწარე და ნაღვლიანი.

კვლავ ბრძოლა, ბრძოლა,
შიში და ძრწოლა!
კვლავ დამარცხება, კვალად სიკვდილი,
ყველგან, ყოველთვის
სიმართლისათვის
დევნა, წამება, საფლავის ჩრდილი...

ოჰ, რომ შემეძლოს
გავფრინდე შორს, შორს,
მოვცილდე მხარეს შხამით აღვსებულს,
ცისა სიუხვით,
თუნდ ერთი წუთით
შვება მივმადლო სულს დაობლებულს.

გალაკტიონი

[1909]

ტეგები: Qwelly, გალაქტიონი, განთიადი, ლაჟვარდი, მთვარე, პოეზია

ნახვა: 178

ბლოგ პოსტები

How CNC Router Bits Influence Machining Accuracy, Efficiency, and Final Product Quality

გამოაქვეყნა CarbixTools_მ.
თარიღი: ივლისი 13, 2026.
საათი: 7:00am 0 კომენტარი

When discussing CNC machining performance, conversations often focus on machine power, software systems, or automation features. However, the cutting tool is the component that directly interacts with the material and determines the quality of…

გაგრძელება

An Indispensable Tool for Full-Body Skin Hygiene and Healthy Exfoliation Daily bathing is the most fundamental part of personal hygiene and body skin care

გამოაქვეყნა BurtPMotz_მ.
თარიღი: ივნისი 22, 2026.
საათი: 11:00am 0 კომენტარი

An Indispensable Tool for Full-Body Skin Hygiene and Healthy Exfoliation Daily bathing is the most fundamental part of personal hygiene and body skin care. Most people rely solely on bath towels, body wash, and hands to clean their bodies during…

გაგრძელება

სააღდგომო ეპისტოლე 2026

გამოაქვეყნა ლაშა_მ.
თარიღი: აპრილი 13, 2026.
საათი: 12:00am 0 კომენტარი

საპატრიარქო ტახტის მოსაყდრის, სენაკისა და ჩხოროწყუს მიტროპოლიტის,

შიოს, სააღდგომო ეპისტოლე

საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესიის…

გაგრძელება

არცაღა ერთი მკუდართაგანიღა არს საფლავსა შინა

გამოაქვეყნა აკაკი ლიპარტია_მ.
თარიღი: აპრილი 12, 2026.
საათი: 3:36am 0 კომენტარი

ქრისტე აღსდგა მკვდრეთით

სიკვდილითა სიკვდილისა დამთრგუნველი

და საფლავების შინათა ცხოვრების მიმნიჭებელი!…

გაგრძელება

ოსკარის 2026 წლის დაჯილდოება - გამარჯვებულები და ნომინირებულები

გამოაქვეყნა ლაშა_მ.
თარიღი: მარტი 16, 2026.
საათი: 11:30pm 0 კომენტარი

ოსკარი 2026 სრული სია

      ისევ დამიგვიანდა! ეტყობა, მართლა დავბერდი და უკვე აღარც კი…

გაგრძელება

2026 Guide to the Best AI Voice Generation for Creators and Businesses

გამოაქვეყნა supprity_მ.
თარიღი: მარტი 13, 2026.
საათი: 6:30pm 0 კომენტარი

As we step further into 2026, the landscape of content creation is being transformed by AI-powered technologies. Among these innovations, voice generation stands out as one of the most impactful tools for creators, businesses, and educators.…

გაგრძელება

Qwelly World

free counters