გალაკტიონი ფარავნის ტბაზე, 1955 წლის ივლისი
იმ წვერებიან კაცს მიწამდე თავი დაუხაროთ
ბარბაცით რომ ამოდიოდა "გემოდან".
რუსთველის ძეგლის ადგილზე ის იდგა მაშინ
და ღიმილით დაგვცქეროდა ზემოდან.
კაი ძმაკაცებივით შემოვეხვეოდით
და სულაც არაფერი ვითომაც,
კაი ძმაკაცივით გაგვერეოდა,
რადგან, ბავშვი იყო თვითონაც.
ერთხელ შორიდან ზარის ხმა შემოგვესმა
გვითხრა - ეს არისო სიონი!
მერე ვიღაცამ სთქვა - იცით ვინ არისო?
ვინ? გალაქტიონი!
გაგვიამხანაგდა... გავიამხანაგეთ...
"როგორა სწავლობთო?" - გვკითხა.
სად იყო სად არა, სოროდან გამოძვრა
ერთი ჩვენ კლასელი ვირთხა.
ისეო რაო, ვწავლობთ ბატონო
ოღონდ ლექსებში გვიწერენო ორებს,
ხუთიანს სახეზე ხედავო ბიძია?
ვერ ვუძლებთ მამების ტორებს.
ცოტა იოლი ლექსები წერეო -
ჩააწყო გალასთან საქმე,
"კაიო ძამიკო" მოჭუტა თვალები,
აბა რისთვის ვარო აქ მე?
ისე კამცა რომ სთქვას... რომელი ჯობია?
მერე რომ შარში არ ჩავარდეთო,
ჩემი გაბავშვება თუ თქვენი დაკაცება?
სჯობია თქვენ გაიზარდეთო.
[ჩვენი ქუჩის შვილი იყო გიორგი ქუჩიშვილიც
ლექსებით დაგვაპორწიალებდა ოლიმპზე,
ერთი მზე თავზე დაგვჩახჩახებდა
ქუჩიდან შემოგვციცინოდა ორი მზე]
ღმერთმანი არ ვაჭარბებ...
მიწიერ ღმერთებს არ აქვთ შენდობა
კაცი მიწაზე ღმერთს არ ენდობა.
თორემ ახლა ხშირად ბჭობენ...
გალაკტიონი მეტია, მისი ნიკორწმინდა
თუ თითონ ძეგლი ნიკორწმინდა.
ნათელ მირონმა კი აკვანშივე იცნო სულიწმინდა
და დაარქვა გალაკტიონი, ანუ გალაქტიკა!
"ავად ვიყავი წუხე, ვკვდებოდი
ახლა მიგონებს ალბათ ზოზია
გალაკტიონში არის დემონი
და ჩემში უფრო ანგელოზიაო" - ტერენტი გრანელმა.
მე კი მგონია, გალაკტიონი თუ დემონია,
დამეთანხმება ალბათ ზოზია,
მაშინ დემონიც ანგელოზია
ან ანგელოზშიც არის დემონის.
მე უფრო მჯერა, გალაკტიონი ანტიანთეოსი
თუმც მიწიერი, არაბიწიერი,
ყოველდღიური მაინც ღვთური
ზევსის ძე, მუზათ წინამძღვარი,
თვითონ ჰერაკლე იმას მიწიერ სისუსტეში ვერ დაიჭერდა.
გალაკტიონი როგორც ატლანტი
ცის თაღს ცალი ხელით იჭერდა.
რაღაც სისუსტეს მაინც იჩენდა...
მთელ გალაქტიკას ზიდავდა გალა! მარა...
საკუთარ თავის ზიდისათვის არ ეყო ძალა!
გიზო ნიშნიანიძე
პაემანი ვერაზე, 1981
ტეგები: Qwelly, გიზო_ნიშნიანიძე, პოეზია, ქველი
Welcome to
Qwelly
გამოაქვეყნა EFTcheat_მ.
თარიღი: მაისი 5, 2025.
საათი: 6:13am
0 კომენტარი
0 მოწონება
In right now’s competitive marketplace, building a recognizable brand is key to organization good results. A trademark—no matter if it’s a reputation, brand, or slogan—is An important Instrument for protecting your brand id. On the other hand, to completely delight in its Positive aspects, you should register your trademark. This short article explains what trademark registration is, why it’s vital, and the way to navigate the registration method with ease.…
გამოაქვეყნა MPO808_მ.
თარიღი: მაისი 5, 2025.
საათი: 5:00am
0 კომენტარი
0 მოწონება
MPO808 Join Judi Permainan Slot Bocoran Link Alternatif Terbaik
Modal Kecil Untung Besar di Situs MPO808
Bermain judi online kini semakin digemari oleh banyak orang. Salah satu pilihan…
გაგრძელება
გამოაქვეყნა MPO212_მ.
თარიღი: მაისი 5, 2025.
საათი: 4:30am
0 კომენტარი
0 მოწონება
MPO212 Agen Judi Bola Live RTP Link Alternatif Resmi
Agen MPO212 Memberikan Bonus Deposit Terbesar
MPO212 adalah salah satu agen slot online terpercaya yang telah lama dikenal di dunia perjudian…
გაგრძელება
გამოაქვეყნა UG212_მ.
თარიღი: მაისი 5, 2025.
საათი: 3:00am
0 კომენტარი
0 მოწონება
UG212 Daftar Judi Main Slot RTP Live Pasti Lancar Resmi
Website UG212 Terkenal Dengan RTP Tinggi
Website UG212 kini semakin terkenal di kalangan pemain slot online karena memiliki RTP (Return to…
გაგრძელება
© 2025 George.
•