ისევ წლები გდევს წლიდან წლამდე,
საითაც უნდა მიაპყრო მზერა,
სულ გინდა,
რაღაც გულით, რომ გწამდეს
და სადღაც კიდევ
რაღაცის გჯერა.
გჯერა,
რომ ფესვებს წლები არ უშლის,
ისევ იფეთქონ მწვანე ყლორტებად..
ლექსში,
შვილებში
და სიყვარულში
ჩვენი სიცოცხლე განმეორდება.
განმეორდება,
ურწმუნო ნუ ხარ,
რწმენის დაკარგვა შესაზარია!
ბედნიერია,
ბრმად ვისაც უყვარს
და მორწმუნენი ნეტარ არიან.
განმეორდება,
რაც გიმგზავრია,
რაც გიპოვნია,
რაც გაგფრენია!
მაგრამ ცხოვრება თუ სიზმარია,
გულდასაწყვეტიც არაფერია!...
გრიგოლ აბაშიძე
ტეგები: Grigol_Abashidze, poetry, qwelly, აბაშიძე, განმეორდება, გრიგოლ, გრიგოლ აბაშიძე, პოეზია
Welcome to
Qwelly
გამოაქვეყნა Karmasaylor_მ.
თარიღი: ივლისი 23, 2025.
საათი: 7:00am
0 კომენტარი
0 მოწონება
Step deeper into the secrets of the Horadrim and Diablo 4 gold face your first major test in the Sins of the Horadrim storyline.
Season 9 of Diablo 4 introduces a gripping narrative centered around ancient Horadric knowledge, forgotten relics, and cursed dungeons. One of the earliest major quests in this journey is Bearing the Weight of Ghosts—a dark and challenging mission that picks up immediately after The Truth…
გაგრძელება
გამოაქვეყნა Ketevan_მ.
თარიღი: ივლისი 18, 2025.
საათი: 8:13pm
0 კომენტარი
0 მოწონება
გამოაქვეყნა Ketevan_მ.
თარიღი: ივლისი 18, 2025.
საათი: 7:00pm
0 კომენტარი
0 მოწონება
© 2025 George.
•