გათენდა, მორბის მზიური სხივი,
მწვანე ფოთლების სისქით, სიუხვით,
დაჩრდილულია ცა უჩინარი,
ხეებს ეცემა სითბო ციური.
ტყეში ხეებსაც უყვართ ოცნება,
ტკბილად ბაასი და მოგონება,
სადაც უბრალო ფოთლის მოწყვეტაც
მიაგავს სუსტი მსხვერპლის გოდებას...
ხეებს ჰაერის სუნით გაჟღენთილთ,
დაგეშილთ თითქოს არ ჰყოფნით სუნთქვა,
მაღლა ფოთლების კორიანტელში,
შრიალებს ნისლი, რძისფერი სულთქმა.
არც მზისპირი ჩანს და არ ცის კიდე,
სიბნელის სცენა ბრუნავს გარშემო,
თან ისე წყნარად ეშვება სივრცე,
მდუმარებაში მიწის გარშემო...
მხოლოდ ხანდახან ქარების ქროლვა,
ტყეს შეახსენებს თავს სიბარბაცით,
გადმოეშვება ციდან მზის სხივი,
გასჭრის შავმოსილს როგორ ალმასი...
ერთ სისხამ დილით იგანთიადა
მზე ამობრწყინდა განათებული,
ნიაღვარივით სხივთა კონებმა
ბნელი გახვრიტეს გამუქებული...
ამ შუატყეში რა გაჩერდება,
როცა მაისში აისი დარობს,
ფიქრები ფოთლებს ჩუმად აწყდება
და სიყვარულიც დღე და ღამ ხარობს.
მაშ მოდი დავცხოთ ბუკს და ნაღარას
შემოვატვრიოთ კლდეზე გრძნობები,
ბუნების ლტოლვა ჩვევად ვიქციოთ,
სუნთქავს ფოთლებით სავსე რტოები...
იდგა საღამო სურნელოვანი,
მწვანე ატლასში იწვა ზაფხული,
და ცისარტყელა სრულფეროვანი
ბრწყინავდა ცაზე გამოხატული...
ბექა შველიძე
ვუძღვნი მაიკო გობეჯიშვილს
ტეგები: qwelly, ბ.შველიძე, გათენება, ლექსი, მიძღვნა, პოეზია
Welcome to
Qwelly
გამოაქვეყნა EFTcheat_მ.
თარიღი: მაისი 12, 2025.
საათი: 11:49pm
0 კომენტარი
0 მოწონება
Fantasy audiobooks give a magical combination of captivating storytelling and immersive narration, building them the ideal medium for encountering otherworldly tales. Irrespective of whether you’re diving into epic quests or unraveling mystical mysteries, fantasy audiobooks let you explore enchanting worlds although on the move.
Why Pick out Fantasy Audiobooks?
Immersive Narration: Experienced narrators carry people, accents, and magical worlds to life, including…
გამოაქვეყნა EFTcheat_მ.
თარიღი: აპრილი 26, 2025.
საათი: 2:30pm
0 კომენტარი
0 მოწონება
In the present earth, history checks are getting to be a regular part of the selecting method, tenant screening, and in some cases volunteer variety. From verifying work historical past to examining felony information, qualifications check providers give vital insights into somebody's heritage. In the following paragraphs, we’ll include the kinds of track record checks, how they perform, and why They are really critical for each companies and people.
What exactly…
გამოაქვეყნა ლაშა_მ.
თარიღი: აპრილი 22, 2025.
საათი: 11:23pm
0 კომენტარი
2 მოწონება
თვალებს ძლივს ახელდა დასაძინებლად რომ წავედით, მაგრამ მაინც მოვახერხეთ ძილისწინა საუბრები. ამჯერად, თემა ნათესავები და ნათესაური კავშირები იყო და ცოტა ვერ მიხვდა რა სხვაობა შვილიშვილსა და შვილთაშვილს შორის. ის კი გაიგო, რომ პირველი - მესამე თაობას ნიშნავდა, ხოლო მეორე - მეოთხეს, მაგრამ თვითონ ეს სიტყვები - შვილი-შვილი და შვილთა-შვილი რატომ…
გამოაქვეყნა ლაშა_მ.
თარიღი: აპრილი 20, 2025.
საათი: 2:00am
0 კომენტარი
2 მოწონება
სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის, მცხეთა-თბილისის მთავარეპისკოპოსისა და ბიჭვინთისა და ცხუმ-აფხაზეთის მიტროპოლიტის, ილია II-ის სააღდგომო ეპისტოლე
საქართველოს წმინდა მართლმადიდებელი ეკლესიის წევრთ, მკვიდრთ ივერიისა და ჩვენი ქვეყნის საზღვრებს გარეთ მცხოვრებ თანამემამულეთ:
ქრისტე აღდგა!
აღდგეს ღმერთი, მიმოიფანტონ…
© 2025 George.
•