მარტში გაგიცანი პირველად,
ღამე ვისეირნეთ როცა,
მერე შემიყვარდი უეცრად,
მარტმა საჩუქარი მომცა,
აპრილში გამითბე გული და
გაჩუქე ლურჯთვალა ია,
მერე, იასამნის ტოტები,
კართან დაგიტოვე ღიად.
მაისში გაიხარა ვარდმა და
სითბო მომემატა გულში,
ის ვარდის თაიგულები,
თითქოს და გაჩუქე გუშინ.
ივნისი, მზესავით მცხუნვარე,
მანატრებს, შენს თვალებს ხშირად,
მიყვარხარ მზესავით, მიყვარხარ,
ტუჩებს შენი კოცნა შიათ.
ივლისი მიყვარს და მაგიჟებს,
შენი სიყვარულით მათრობს,
დავდივართ ხელი-ხელ კიდული
ვეღასდად მნახავენ მარტოს,
აგვისტო, მაშორებს სიყვარულს,
მესიჯად მოვდივარ მხოლოდ,
ვერ გხედავ, თუნდაც, რომ გეხვეწო...
უშენოდ ვეღარ ვძლებ ოღონდ...
სექტემბერს ველი და ვლოცულობ,
შემოგხვდე უეცრად სადმე,
დავდივარ, და ვფიქრობ უაზროდ,
იქნებ სად შენ და სად მე ?
ოქტომბერს ვიყიდი ტკბილ ღვინოს,
დაგილბობ ალუბლის ტუჩებს,
ისე შეოვთვრები შენს მკერდზე,
მთვრალი შემოვივლი ქუჩებს,
ნომებერს მოველი ტკბილსა და
გამთბარს, სიყვარულით ნარევს,
საათი ისე ტრიალებს, სულ მალე
ამ წელსაც დალევს,
როგორც გოზინაყი დეკემბერის,
ისე მეტკბილები უკვე.
მაგ ტუჩებს თაფლებად დაშაქრულს,
მეც გოზინაყოვით ვუკბენ.
იანვარს, გაცილებ შორეთს და
ახლ ლწელს შევხვდებით ცალკე,
მაგრამ განშორება იცოდე,
სიყვარულს ვერაფერს აკლებს.
მოვა თებერვალი, ხანმოკლე,
თითქოს ჩაიქროლებს თვალწინ,
ჩვენი სიყვარული წვეთებად
ციდან მე კოცნებად მაწვიმს.
დადგება კვლავ გარეთ მარტი და
ცივ ზამთარს ბავშვივით მილახავს.
გარბოდნენ დღეები თურმე და
მარტიდან მარტამდე მიყვარხარ!..
ტეგები: Poetry, Qwelly, პოეზია
Welcome to
Qwelly
გამოაქვეყნა Ketevan_მ.
თარიღი: ივლისი 18, 2025.
საათი: 8:13pm
0 კომენტარი
0 მოწონება
გამოაქვეყნა Ketevan_მ.
თარიღი: ივლისი 18, 2025.
საათი: 7:00pm
0 კომენტარი
2 მოწონება
შუალედური წერა
ქეთევან პოპიაშვილი…
გაგრძელება
© 2025 George.
•