მინდა დაგიძახო შორიდან ვერ მოსულს,
მარტო ვარ ისევ და, გველიან სარკმელთან.
წუხილი მაფიქრებს დღეს შენი არ მოსვლის,
მაგრამ ამ წუხილს დრო ისევ გაიტანს.
ისევ რომ არ გათბა მანძილი ჩვენს შორის
რომ ვიგრძენ თითების კისერთან სიცივე,
ისევ უკუნითმა ღამე, რომ მოიცვა
გაწვიმდა... წვეთები დაგრძელდნენ თოკივით.
უკვე მე-13 თვეც ისევ დაიწყო და
დღეს შენი არ მოსვლის მაფიქრებს წუხილი.
უკვე ის თორმეტი წარსულს ჩაბარდა და
დრომ არ დატოვა დღეს კვალი არაფრის.
ისევ რომ დაეშვა სველი ხმა ვიოლინოს
და მაჯა თბილი იყო ჯერ კიდევ სიკვდილის,
ისევ უკუნითმა ღამე ისევ მოიცვა და
ისევ რომ არ გათბა მანძილი შვენ შორის.
უკვე მეორეჯერ ისევ კენტად ვარ და
ამდენს ვეღარ უძლებს სისხლი გაყინული.
უკვე შურდულივით ფარდა ისევ დაეშვა და
ისევ გამაფრთხილეს, რომ უკვე დრო არის.
უკვე ის თორმეტი წარსულს ჩაბარდა და
დრომ არ დატოვა დღეს კვალი არაფრის,
უკვე მე-13 თვეც ისევ დაიწყო და
წუხილი მაფიქრებს დღეს შენი არ მოსვლის.
ტეგები: Qwelly, ანისპოეზია, პოეზია, ქველი
Welcome to
Qwelly
გამოაქვეყნა ლაშა_მ.
თარიღი: აპრილი 13, 2026.
საათი: 12:00am
0 კომენტარი
1 Like
საპატრიარქო ტახტის მოსაყდრის, სენაკისა და ჩხოროწყუს მიტროპოლიტის,
შიოს, სააღდგომო ეპისტოლე
საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესიის…
გამოაქვეყნა აკაკი ლიპარტია_მ.
თარიღი: აპრილი 12, 2026.
საათი: 3:36am
0 კომენტარი
9 მოწონება
ქრისტე აღსდგა მკვდრეთით
სიკვდილითა სიკვდილისა დამთრგუნველი
და საფლავების შინათა ცხოვრების მიმნიჭებელი!…
გამოაქვეყნა ლაშა_მ.
თარიღი: მარტი 16, 2026.
საათი: 11:30pm
0 კომენტარი
1 Like
ისევ დამიგვიანდა! ეტყობა, მართლა დავბერდი და უკვე აღარც კი…
გამოაქვეყნა supprity_მ.
თარიღი: მარტი 13, 2026.
საათი: 6:30pm
0 კომენტარი
0 მოწონება
As we step further into 2026, the landscape of content creation is being transformed by AI-powered technologies. Among these innovations, voice generation stands out as one of the most impactful tools for creators, businesses, and educators.…
გაგრძელება
გამოაქვეყნა Heden Brock_მ.
თარიღი: მარტი 9, 2026.
საათი: 10:00am
0 კომენტარი
0 მოწონება
According to our latest research, the Global Gallium market size was valued at $430 million in 2024 and is projected to reach $860 million by 2033, expanding at…
გაგრძელება
გამოაქვეყნა Minidumperfactory00_მ.
თარიღი: მარტი 2, 2026.
საათი: 6:30am
0 კომენტარი
0 მოწონება
Electric Garden Loader Manufacturerstrategies are increasingly centered on advanced battery systems as demand grows for efficient and low-emission landscaping equipment. Energy storage technology now plays a defining role in how electric compact…
გაგრძელება
© 2026 George.
•