1. რაჟამს მოხუედი ზეცით ქუეყანად, მჴსნელო ჩუენო, და ინებე შენ შობაჲ საშოჲსაგან უბიწოჲსა ცხოვრებისათჳს ადამის ნათესავისა შეცთომილისა, მრავალმოწყალე!
2. ჯუარს ეცუ ჴორცითა ბუნებით უვნებელი ღმრთეებაჲ, შთაჰჴედ ქუესკნელად, და განაქარვე მთავრობაჲ ბნელისაჲ და აღადგინე ბუნებაჲ კაცთაჲ დანთქმული, ბუნებაჲ კაცთაჲ და გადიდებდა!
3. რაჟამს დაეფალ, მაცხოვარ, გულსა ქუეყანისასა, ცანი იგლოვდეს და აღივსნეს მნათობნი მწუხარებითა, ხოლო განათლდეს ბნელისა მყოფნი ნათლისა უხილავისა ბრწყინვალებითა!
4. საგლოველ იყო მიხედვად პირსა მგლოვარეთასა, რაჟამს ტიროდეს მწუხარედ, აღვსებულნი ცრემლითა, და ეძიებდეს გუამსა მას სამეუფოსა, სამ დღე კაცთაებრ მკუდრად შერაცხილსა
5. საღმრთოჲ საფლავი ცხოვრება გუექმნა ჩუენ, მორწმუნეთა, რომლისაგანცა აღმობრწყინდა მზეჲ სიმართლისაჲ და განანათლნა კიდენი ქუეყანისანი აღდგომისა მისისა მადლითა!
6. აღჰმაღლდი ზეცად თანამფლობელი მამისა და სულისაჲ, და შეაერთე კაცებაჲ ღმრთეებასა, მოწყალე, და აღიყვანე საღმრთოსა დიდებასა ადამ, დანთქმული ნათესავითურთ!
7. რაჟამს მოხვიდე განშჯად, მსაჯულო სიმართლისაო, მიჴსნენ, სახიერ, საშჯელთა მათგან საუკუნეთა და ღირს ყვენ სულნი მიცვალებულნი წიაღთა აბრაჰამისთა და განუსუენე!
8. შეურვებული გულითა, მგლოვარე გონებითა ეგლოვდა ძესა თჳსსა ჯუარს-ცუმულსა ღმრთისმშობელი, ესე დღეს აღდგა საფლავით, ვითარცა ღმერთ არს, იხილე, უსძლოო, და გიხაროდენ!
9. შეუხებელმან საღმრთომან ცეცხლმან უსხეულომან არაჲ აღაგზნა მსგავსად მაყულისა წმიდაჲ ქალწული, და განაჳრვნა ძალნი ზესკნელს ცათანი, ვითარცა მოსე მთასა სინასა!
ჴსენებაჲ ღმრთივ-გჳრგჳნოსანისა მეფისა თევდოსი მორწმუნისა სასწაულთა მოქმედისაჲ
1. სიბრძნით განმგებელო იესუ, სიტყუაო დაუბადებელო, დაბადებულნი გადიდებენ მამისა თანა სულით წმიდითურთ, მარადის დაუდუმებელად გიგალობენ ანგელოზნი და გმონებენ ადამეანნი!
2. სუფევაჲ შენი სუფევა არს უკუნითი უკუნისამდე. შენ გადიდებენ,ქრისტე, ერნი ზეცისანი, სულნი უჴორცოთანი. შენ მოსცემ ლოცვასა მდაბალთა ქუეყანისათა, მორწმუნეთა სათნოთა,შენთა!
3. რაჟამს იყო ურვასა შინა, უმწყემსოვებისა ზრუნვასა, ერი იგი სამწსოჲ ქრისტჱსი, მაშინ მოვიდა მათა კაცი ღმრთისაჲ, რომელი ეტყოდა: ”ევედრენით ღმერთსა ფრიად და მოგცეს თქუენ მწყემსი კეთილი!”
4. მაშინ იწყო მარხვად და ლოცვად სიმრავლემან მორწმუნეთამან, ერთობით ჴმობდეს ქრისტჱს მიმართ. მოჰხედე, მჴსნელო, ვენაჴსა ამას შენსა, რომელი დაასხი ჴელითა პირველ მეფისა კოსტანტინე მორწმუნისაჲთა!
5. ესმა ღმერთსა ჴმაჲ ვედრებისაჲ მორწმუნეთა თჳსთა თხოვისაჲ, შეიწირნა ლოცვანი მათნი და მოსცა მათ სარწმუნოჲ და გონიერი თევდოსი მართალი, სათნოდ მეფედ და წინამძღურად, ვითარცა დავით ისრაჱლთა!
6. სამოელ წინაჲსწარმეტყუელმან სცხო დავითს მწყემსობასა შინა, ხოლო აწ თევდოსის მართალსა სიგლახაკესა შინა სულმან წმიდამან სცხო გონიერებაჲ, გარდაცვალა გული მისი და მეფე-ყო იონთა ზედა!
7. შრომანი შენნი სულიერნი და კეთილნი სათნოვებანი და გულისა სიწრფოვებანი, დიდო თევდოსი! იხილნა რაჲ მაღალმან, მოხედვა-ყო წყალობით, რომელი ჰხედავს მდაბალთა, და გადიდა სულით და ჴორცით! ვითარცა ებანი ჴმატკბილი შუენიერი, დღესასწაული შენი წმიდაჲ, ენითა შემასხმელთა ღმრთის-მეტყუელთა მგალობელთაჲთა, დღეს ოხრის ჴმამაღლად ეკლესიასა შინა შენთა მათ სათნოვებათა და სიმდაბლეთა, ღმრთის-მსახურო და მის მიერ პატივცემულო დიდო მეფეო თევდოსი ღმერთშემოსილო! რამეთუ სახე ექმენ შემდგომთა მათ მეფეთა და რომელნი გემსგავსნეს, იშუებენ ედემს შინა შენ თანა! ღმერთსა ევედრე აწ მონიჭებად სულთა ჩუენთა დღეს დიდი წყალობაჲ!
8. ქრისტეს მოყუარეო, თევდოსი! ვერ შემძლებელ ვართ ჩუენ შემსგავსებით ქებასა სათნოვებათა შენთასა, არამედ მადლი შენი შემეწიენ მგალობელთა და ვადიდოთ ჴსენებაჲ შენი!
9. შიში ღმრთისაჲ გაქუნდა მარადის, ნეტარო თევდოსი, და მით მოიძულე შენ ყოველივე ნებაჲ ჴორცთაჲ და ვითარცა უჴორცოჲ იქცეოდე, რომლისათჳსცა საცნაურად გადიდა ღმერთმან!
10. ღმრთისა მამისა სიმდიდრეო! გიყუარან გლახაკნი და აცხოვნებ მდაბალთა, რომელმან აღამაღლე დღეს შენთჳს ნათესავთაგან უცხოქმნული, შენთჳს დაგლახაკებული ღირსი თევდოსი!
11. ვინ არს, რომელსა ჰნებავს ცხოვრებაჲ და უყუარან მას ხილვად დღენი კეთილისანი! მარადის იქცეოდენ კრძალულად, სიმართლით, და სიმდაბლით, და სიწმიდით წინაშე ღმრთისა, რამეთუ ჰხედვენ უჩინოთა და ცხადთა საქმეთა თუალნი მისნი, დაფარულთა მხედველნი!
12. აღიღო უღელი იგი ტკბილი უფლისა იესუჲსი სიყრმითგანვე თევდოსი! შეუდგა კუალსა მოციქულთასა, შეიყუარა მან ღმერთი და ღმერთმან შეიყუარა იგი. გჳრგჳნოსან-ყო და ადიდა საწუთროსა ამას შინა და საუკუნოდ უკუნისამდე!
13. ღმრთისა შიშმან უშიშ ყვნის მოშიშნი გონებაჲ სულთა მიმართ ბოროტთა უკეთურთ[ა] და სული ღმრთისა ძლიერებისაჲ დაადგრების მის თანა, რომელი ვიდოდის უბიწოდ, მართალი იყო და მოშიში ქრისტჱსი ღირსი თევდოსი და მადლი მისი დაადგრა მის თანა!
14. გჳრგჳნი სამეუფოჲ საღმრთოთაგან ყუავილთა, რომელი შეგითხზა სიმდაბლემან შენმან, ვერ დააჭნო იგი აღმაღლებამან ჴორციელებრმან, რამეთუ უფროჲსად მოიპოე სრული სიმდაბლჱ, ღირსო თევდოსი!
15. ქრისტემან მოგცა მადლი სასწაულთაცა საქმედ და ესრეთ პატივ გცა საწუთროსა ამას, არამედ შემდგომად სიკუდილისა უფროჲს გადიდა წინაშე მისსა, პატივცემული მეფეთა თანა, საუკუნესა!
16. ყოვლადვე არასადა შეაპყრა თავი თჳსი თევდ[ოსი] სიმდიდრეთა მათ გარდარეულთა. ლოცავნ ღამჱ ყოველ მარადის ფარულად სამოსლითა პირველითა და ითხოვნ ქრისტჱსგან საწუთროჲსა წილ საუკუნესა.
17. აღმაღლდებიან მდაბალნი სულითა, და რომელთა ეშინის, შენგან მიიღებენ გჳრგჳნსა, და ესვენ ძალსა შენსა ძლიერსა და ადიდებენ ძალსა შენსა ქრისტე!
18. დღეს ზეცით მოვლინებულმან მფრინველმან სამეუფოჲ გჳრგჳნი შეჰმოსა თავსა თევდოსისსა. და გულისხმა ყვეს ყოველთა, ვითარმედ სთნდა იგი ღმერთსა მაღალსა!
19. რამეთუ საყდართა სამეუფოთა ბრძანებითა მამისაჲთა, სიყუარულითა ძისაჲთა, სულისა წმიდისა ნებითა ღირს იქმნა დაჯდომად თევდოსი!
20. ყუავიან მარადის მართლმადიდებელთა მათ ქრისტეს მოყუარეთა მეფეთანი საღმრთონი სათნოვებანი. სიწმიდე, სიმშჳდე, და სიმდაბლჱ და გლახაკთა მოწყალებაჲ.
21. შენ თანა დაიმკჳდრა სულმან სახიერმან, ვითარცა დავითს მამათ-მთავარსა, და ვითარცა რაჲ სოლომონს მოგცა სიბრძნჱ უზეშთაესი, ღმრთის-მსახურო თევდოსი!
22. დაგამორჩილნა მდინარენიცა ქრისტემან, ღმერთ-შემოსილო დიდო თევდოსი! მიუწერე შენ ნილოსსა და მოუწოდე, რაჲთა მორწყოს ქუეყანაჲ წყურიელი!
23. ერნი იგი ურიცხუნი, შვილნი სიონისანი, სიონს შინა შეკრებულნი, ილოცვიდეს დაუდუმებელად სამ დღე და სამ ღამე ცრემლითა. უჴმობდეს ღმერთსა მოწყალესა, რომელი ჴმა სცემს კეთილად ჴმასა მოშიშთა მისთასა!
24. მიიღებენ მართალნი, ქრისტჱს ნების-მყოფელნი, აღთქუმასა მას ჭეშმარიტსა პირითა მით უტყუველითა, ვითარცა თჳთ ბრძანა ქრისტემან: ას წილად აქა პატივი და მერმე საუკუნესა მკჳდრ ყოფაჲ სასუფეველსა.
25. მეფეთა სიმტკიცეო, მთავართა დიდებაო, უძლურთა ძლიერებაო, მდაბალთა აღმამაღლებელო, გლახაკთა განმამდიდრებელო, სათნოდ სიგლახაკესა შინა თევდოსი შარავანდედ ჰყავ, მართლ-განმგებელო უფალო!
26. ქრისტემან, ღირსო თევდოსი, მოგცა მწყემსად სამწყსოთა თჳსთა, და განმხიარულდეს დღეს, რამეთუ, ჭეშმარიტად, სადა არნ მწყემსი კეთილი, მუნ მხიარულ არნ სამწყსოჲ იგი.
27. ვითარცა ეკლესიასტჱ იყავ შენ სიბრძნითა სავსჱ, მართლ-განგებით მსაჯული, ობოლთა მწყალობელი, შემწჱ დაწუნებულთაჲ და მსაჯული ქურივთაჲ!
28. ვითარცა მზისა ნათელმან განანათლნა გონებანი შენთა მგალობელთანი, შუენიერო თევდოსი, ყოვლად საგალობელმან დღესასწაულმან შენმან!
29. დღეს ადიდებენ ანგელოზთა კრებულნი დღესასწაულსა შენსა, ნეტარო თევდოსი! მეფენი და მთავარნი ჩუენ თანა იტყჳან: ”ვაკურთხევდეთ ქრისტესა უკუნისამდე!”.
30. იხილნა ღმერთმან, დაფარულთა მხედველმან, დაფარულნი და ცხადნი შენნი სათნოვებანი და გამოაბრწყინვა, ვითარცა ნათელი მზისაჲ, სიმართლჱ შენი, პატიოსანო მეფეო!
31. არა ხჳდოდე მდიდართა თანა, არცა იქცეოდე უღირსთა თანა, თევდოსი! არამედ დამსდაბლდი და აღგამაღლა ქრისტემან საყდართა ზედა ქალაქსა სამეუფოსა!
32. დადვა მდინარეთა ზედა მარჯუენჱ შენი ქრისტემან, თევდოსი, და ყოველსა ქუეყანასა განსცა ჴმაჲ შენი, და ურიცხუსა იონთა ერსა დასცა ზარი შენი და შიშნეულად გერჩდეს ყოველნი!
33. აეროვნებაჲ პირისა შენისაჲ და სიმჭლჱ გუამისაჲ წამებდა სულიერთა სიმჴნით შრომათა შენთა, თევდოსი! ხოლო სიმდაბლით ქცევაჲ შენი უბიწოვებასა შინაგანისა გონებისასა!
34. საწუთროსა ამას შინა კეთილად პატივ-გცა ქრისტემან და მერმე საუკუნოდ მოგიწოდა წმიდათა თანა, დიდებითა და პატივითა გჳრგჳნოსან-გყო, თევდოსი, ჩუენთჳსცა მეოხ გუეყავ!
35. პატიოსანო მეფეო, სათნოდ ღმრთისა ჰმოქალაქობდი, ამისთჳსცა აწ ღირსად ცათა შინა მართალთა თანა ჰმოქალაქობ სასუფეველსა. ევედრე ღმერთსა და მოსცეს ძლევაჲ მეფესა ჩუენსა!
36. მწყემსო კეთილო, საღმრთოთა სამწყსოთაო, ღირსო მეფეო, შენ ემსგავსე მნესა მას გონიერსა და მიიღე ტალანტი უფლისა შენისაჲ! განამრავლე იგი და მიუძღუანე მრავალნაწილად მიმნიჭებელსა!
37. გარე წარჰჴედ შენ საწუთროჲსა საცთურთა, დაღათუ გაქუნდა სიმაღლჱ ჴორციელი დიდებულო, არამედ სულითა დამდაბლებული ჰმსახურებდი ღმერთსა, არაჲ შესცვალე ტალანტი შენთა სათნოვებათაჲ!
38. ღმერთმან მხოლომან აღამაღლა რქაჲ შენი, ღირსო თევდოსი! და გადიდა ხორციელთა შორის. და მერმე, შემდგომად მიცვალებისა, უჴორცოთა თანა დაგამკჳდრა შენ, სადა თჳთ ნათობს ნათელი მისი!
39. ღირსო მეფეო, სანატრელო თევდოსი! მოგიგებს მეოხად მეფჱ ჩუენი, მადიდებელი შენი, და პატივ-სცემს დღესასწაულსა შენსა! ითხოვე ქრისტჱსგან და შენთანავე გჳრგჳნოსან ყოს სასუფეველსა!
40. უზეშთაეს ხარ ქებულებათა ღირსო, და უშუენიერეს ყოველთა სამკაულთა ღმრთისმშობელო! უნათლეს მნათობთა სამყაროჲსათა, რამეთუ საღმრთოჲთა ნათლითა სავსე, მარადის ჰნათობ წინაშე ღმრთისა!
ტეგები: Qwelly, მინჩხი, პოეზია, რელიგიური, სააღდგომო, ქრისტიანობა
Welcome to
Qwelly
გამოაქვეყნა EFTcheat_მ.
თარიღი: აპრილი 26, 2025.
საათი: 2:30pm
0 კომენტარი
0 მოწონება
In the present earth, history checks are getting to be a regular part of the selecting method, tenant screening, and in some cases volunteer variety. From verifying work historical past to examining felony information, qualifications check providers give vital insights into somebody's heritage. In the following paragraphs, we’ll include the kinds of track record checks, how they perform, and why They are really critical for each companies and people.
What exactly…
გამოაქვეყნა ლაშა_მ.
თარიღი: აპრილი 22, 2025.
საათი: 11:23pm
0 კომენტარი
2 მოწონება
თვალებს ძლივს ახელდა დასაძინებლად რომ წავედით, მაგრამ მაინც მოვახერხეთ ძილისწინა საუბრები. ამჯერად, თემა ნათესავები და ნათესაური კავშირები იყო და ცოტა ვერ მიხვდა რა სხვაობა შვილიშვილსა და შვილთაშვილს შორის. ის კი გაიგო, რომ პირველი - მესამე თაობას ნიშნავდა, ხოლო მეორე - მეოთხეს, მაგრამ თვითონ ეს სიტყვები - შვილი-შვილი და შვილთა-შვილი რატომ…
გამოაქვეყნა ლაშა_მ.
თარიღი: აპრილი 20, 2025.
საათი: 2:00am
0 კომენტარი
2 მოწონება
სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის, მცხეთა-თბილისის მთავარეპისკოპოსისა და ბიჭვინთისა და ცხუმ-აფხაზეთის მიტროპოლიტის, ილია II-ის სააღდგომო ეპისტოლე
საქართველოს წმინდა მართლმადიდებელი ეკლესიის წევრთ, მკვიდრთ ივერიისა და ჩვენი ქვეყნის საზღვრებს გარეთ მცხოვრებ თანამემამულეთ:
ქრისტე აღდგა!
აღდგეს ღმერთი, მიმოიფანტონ…
გამოაქვეყნა EFTcheat_მ.
თარიღი: აპრილი 9, 2025.
საათი: 5:30am
0 კომენტარი
0 მოწონება
The 12 months 2025 has brought a wave of innovation and creativeness to Bangla natok, redefining the storytelling landscape for audiences worldwide. With refreshing narratives, groundbreaking themes, and Outstanding performances, The brand new natoks of 2025 continue to elevate the art of Bengali drama.
What to anticipate from New Natoks in 2025
Daring Narratives: The most up-to-date natoks are exploring uncharted territories, delving into social…
© 2025 George.
•