როგორი ცუდი შეგრძნებაა
როცა საკუთარ თავს იმას ვერ ეუბნები რასაც მასზე ფიქრობ
და ცდილობ ეს იმით ახსნა, რომ შენც გაურკვევლობაში ხარ...
სად მაქვს გული?
სადღაც მაქვს, მაგრამ იქ არა სადაც ნორმალურ ადამიანებს
თვალით არასდროს მინახავს
ისე ვიცი, რომ ის რომ არ მქონდეს ვერ ვიქნებოდი...
გულისცემა რომ გაჩერდეს, მთელი სამყარო გაჩერდება შენთვის
და მთელი სამყარო რომ გაჩერდეს რა მოხდება?
ოთახში გამომწყვდეული ჰაერივით ამაყი ვარ
და უფერული
მაშინ, როდესაც ხელში საკუთარი თავი მიჭირავს,
ვგრძნობ, რომ არც ისე მსუბუქი ვარ, როგორც გამოვიყურები
ახლა ღამეა, არც ისე ლამაზი და საინტერესო იმისთვის, რომ ადამიანმა იფიქროს
მაგრამ მე მაინც მეფიქრება
მეცამეტე სართულიდან არც ისე ძნელია ცას მისწვდე
და მითუმეტეს ადვილია ყურში შენი საიდუმლო ჩასჩურჩულო.
ცა მარტო ზემოთ კი არაა, ყველგან...
მაგრამ, ყველასთან არა
ის მარტო იმასთან მიდის ვისაც საკუთარ სულში ვარსკვლავების დათვლა შეუძლია.
იცით რომელია ყველაზე გულწრფელი დაძახება?
კისერში, რომ გეჩხირება და ტვინში თოკებს, რომ აბამს იქიდან საჭირო აზრების გამოსათრევად
ბოლოს კი აზრებს კი არა შენ გამოგათრევს საკუთარი თავიდან და
გაიძულებს ის თქვა, რაც სინამდვილეში გინდა.
თუმცა მე ჰაერი ვარ და ტვინში უჯრედების ნაცვლად თავზეხელაღებული ნაწილაკების მოძრაობა მიტრიალებს
ამიტომ ვიღებ ცელოფანს და თავზე ვიფარებ, რომ ისე ვისწავლო სუნთქვა როგორც სხვებს შეუძლიათ
მაგრამ, ვიგუდები.
ვინმეს უნახავს ადამიანი არაადამიანური სახით?
ან სახლი კარების გარეშე და დიდი შესასვლელით,
ან თუნდაც გული გულის ცემის გარეშე
და გულის-ცემა გულის გარეშე?
მე მინახავს, და მეტიც...
თავშიც წამომირტყამს ერთი-ორჯერ
ძნელია ბრძოლა წაგებისთვის
ისევე როგორც სიცოცხლეა ძნელი იმის ცოდნით თუ როდის კვდები.
ცალ ხელში საკუთარი თავი მიჭირავს
მეორეშიც
მაგრამ არა ერთი მთლიანი.
ვიბრძვი
შენ მოდიხარ და დანას კისერზე მადებ
მე კისერს ვწევ და გეუბნები, რომ ჰაერი ვარ
შენ საათს აჩქარებ და უყვირი, რომ აგვიანებს
მას კი ეშინია,და გიხსნის რომ არაფერ შუაშია
და ელემენტებით მუშაობს.
შენ თვალს მიკრავ და ცდილობ კარები გამიღო
მე გასვლა არ მინდა
მაგრამ, არ ვიცი როგო ვისუნთქო მარტო ოთახში დაგროვილი ჰაერით
ამიტომ ზღურბლზე ვდგები და ვცდილობ არ გავგიჟდე
რადგან კისერში ის დანა მაქვს მობჯენილი, რომელიც შენ ჯიბეში გიდევს
ხელებს ვიწევ
ვგრძნობ, რომ უსასრულობაში ვუჩინარდები
არ მომწონს რომ ვერ მხედავ
მაგრამ მე ხომ ჰაერი ვარ
ამიტომ იქ უნდა ვიყო სადაც მეტი ტერიტორიაა
სიცივე მარტო მაშინაა კარგი როცა გცხელა
ისევე როგორც სიცოცხლეა კარგი მაშინ როცა კვდები,
შენ ჩემი ცალი ხელი გიჭირავს მექაჩები, რომ არ გავუჩინარდე
მერე კი როცა შედარებით მაღლა ვიწევ ხელს მიშვებ
რადგან ვეღარ მგრძნობ
მე ჰაერი ვარ
და იქ უნდა ვიყო სადაც ვერავინ მხედავს...
გვანცა ცირდავა
ტეგები: Qwelly, გულისცემა, პოეზია, სამყარო, სიცოცხლე, ცირდავა
Welcome to
Qwelly
ივნისი 23, 2026 6pm_დან დეკემბერი 31, 2026 7pm_მდე – ფილარმონია
0 კომენტარი 0 მოწონება
გამოაქვეყნა Oto_მ.
თარიღი: ოქტომბერი 10, 2026.
საათი: 7:00pm
0 კომენტარი
3 მოწონება
წმიდა მოწამე ლონგინოზ ასისთავი,
აჰა ესერა, დაიფარე ერი ლონგინოზ...
შენ ხარ ვენახი,
დამარხული რწმენა, მრავალგზის...
აჰა ესერა,
დიფარე ერი ლონგინოზ..
და რახანია მირონი გდის
დაღლილ…
გაგრძელება
გამოაქვეყნა Oto_მ.
თარიღი: ოქტომბერი 10, 2026.
საათი: 6:56pm
0 კომენტარი
0 მოწონება
დიდი ხნის შემდეგ…
გამოაქვეყნა Gio_bmw_მ.
თარიღი: სექტემბერი 17, 2026.
საათი: 12:30am
0 კომენტარი
3 მოწონება
რატომ არის აუცილებელი აშშ-ის ავტომობილის შემოწმება ყიდვამდე: ფარული რისკები და რეალური საფრთხეები
ამერიკული სადაზღვევო აუქციონებიდან (Copart, IAAI) ავტომობილის იმპორტი სულ უფრო პოპულარული ხდება. მიმზიდველი ფასები და…
გამოაქვეყნა Benniehench03_მ.
თარიღი: ივლისი 20, 2026.
საათი: 10:30am
0 კომენტარი
0 მოწონება
Aion 2 is shaping up to be a more deliberate MMO experience, where character power is tied not only to level but also to preparation. For players watching the market around , the important question is not simply what to collect, but…
გაგრძელება
გამოაქვეყნა CarbixTools_მ.
თარიღი: ივლისი 13, 2026.
საათი: 7:00am
0 კომენტარი
0 მოწონება
When discussing CNC machining performance, conversations often focus on machine power, software systems, or automation features. However, the cutting tool is the component that directly interacts with the material and determines the quality of…
გაგრძელება
გამოაქვეყნა BurtPMotz_მ.
თარიღი: ივნისი 22, 2026.
საათი: 11:00am
0 კომენტარი
0 მოწონება
An Indispensable Tool for Full-Body Skin Hygiene and Healthy Exfoliation Daily bathing is the most fundamental part of personal hygiene and body skin care. Most people rely solely on bath towels, body wash, and hands to clean their bodies during…
გაგრძელება
© 2026 George.
•