ვარსკვლავებს ცაში როცა ვუყურებთ

ვხედავთ მნათობთა შუქთა ერთობას,

ღვთის ძალით დგანან ჰარმონიულად

და გვასწავლიან ნათელ ერთობას.

 

სიტყვა შედგება ასოებისგან,

ასო ასოსთან სიტყვას წარმოქმნის,

ერი შედგება იმ ხალხებისგან

ერთობის ძალით ერის მეს რომ ქმნის.

 

ერთა მეობა მრავალფერია

და ყველა ერი ერთადერთია.

სად არის კიდევ სხვა საქართველო?!

არ არის, რადგან ერთი ერია.

 

როგორც ბიბლია ერთია სულით

და კაცთა მოდგმას აერთიანებს,

ეროვნულობაც ერთია ჩვენში

და ქართველობას გვაერთიანებს.

 

როცა გადაბმულ მთებს ვაკვირდებით

თითქოს შეკრულან ერთი ერივით,

ასე შევიკრათ ჩვენც ამ მთებივით,

ნუ გავიყოფით, ძმებო, მტრებივით!

 

როგორც სვანური კოშკები დგანან

ირგვლივ სახლების მუდამ მცველებად,

ჩვენც ასე დავდგეთ საქართველოსთვის

-წარსულის, აწმყოს დიდ დამცველებად.

 

ჩვენ ერთი ერი ვართ დიდი წარსულით,

მოსიყვარულე, მებრძოლი სულით,

მტერს არ დავნებდით, ნურც დავნებდებით!

დავდგეთ აღვსილნი ღვთის წმინდა სულით.

 

დავდგეთ ერთობით ქართველო ძმებო,

ჩვენი ნიჭებით ღმერთს ვემსახუროთ

-ლოცვით და მარხვით, შრომით, სიფხიზლით,

თავდადებულად ღმერთს ვემსახუროთ.

 

ჩვენ თუ ჩვენს გულებს მტრისგან დავიცავთ

და გული წმინდით წმინდად ვიცხოვრებთ,

ერის ღირსება გადაგვირჩება

და ღმერთის ძალით ისევ ვიცოცხლებთ.

 

მტკიცე ერთობით, ღვთისმოსაობით

გაგვამთლიანებს ჩვენ სულიწმინდა,

მაშინ სამშობლოც გამთლიანდება;

ღმერთო მოგვეცი ჩვენ გული წმინდა.

                                                

                                      29.06.10წ.

                                    მამუკა თეთრაძე

 

ტეგები: qwelly, ბიბლია, ერთობა, ვედრება, თხოვნა, მ.თეთრაძე, პოეზია, სიყვარული, ქველი

ნახვა: 170

ბლოგ პოსტები

How CNC Router Bits Influence Machining Accuracy, Efficiency, and Final Product Quality

გამოაქვეყნა CarbixTools_მ.
თარიღი: ივლისი 13, 2026.
საათი: 7:00am 0 კომენტარი

When discussing CNC machining performance, conversations often focus on machine power, software systems, or automation features. However, the cutting tool is the component that directly interacts with the material and determines the quality of…

გაგრძელება

An Indispensable Tool for Full-Body Skin Hygiene and Healthy Exfoliation Daily bathing is the most fundamental part of personal hygiene and body skin care

გამოაქვეყნა BurtPMotz_მ.
თარიღი: ივნისი 22, 2026.
საათი: 11:00am 0 კომენტარი

An Indispensable Tool for Full-Body Skin Hygiene and Healthy Exfoliation Daily bathing is the most fundamental part of personal hygiene and body skin care. Most people rely solely on bath towels, body wash, and hands to clean their bodies during…

გაგრძელება

სააღდგომო ეპისტოლე 2026

გამოაქვეყნა ლაშა_მ.
თარიღი: აპრილი 13, 2026.
საათი: 12:00am 0 კომენტარი

საპატრიარქო ტახტის მოსაყდრის, სენაკისა და ჩხოროწყუს მიტროპოლიტის,

შიოს, სააღდგომო ეპისტოლე

საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესიის…

გაგრძელება

არცაღა ერთი მკუდართაგანიღა არს საფლავსა შინა

გამოაქვეყნა აკაკი ლიპარტია_მ.
თარიღი: აპრილი 12, 2026.
საათი: 3:36am 0 კომენტარი

ქრისტე აღსდგა მკვდრეთით

სიკვდილითა სიკვდილისა დამთრგუნველი

და საფლავების შინათა ცხოვრების მიმნიჭებელი!…

გაგრძელება

ოსკარის 2026 წლის დაჯილდოება - გამარჯვებულები და ნომინირებულები

გამოაქვეყნა ლაშა_მ.
თარიღი: მარტი 16, 2026.
საათი: 11:30pm 0 კომენტარი

ოსკარი 2026 სრული სია

      ისევ დამიგვიანდა! ეტყობა, მართლა დავბერდი და უკვე აღარც კი…

გაგრძელება

2026 Guide to the Best AI Voice Generation for Creators and Businesses

გამოაქვეყნა supprity_მ.
თარიღი: მარტი 13, 2026.
საათი: 6:30pm 0 კომენტარი

As we step further into 2026, the landscape of content creation is being transformed by AI-powered technologies. Among these innovations, voice generation stands out as one of the most impactful tools for creators, businesses, and educators.…

გაგრძელება

Qwelly World

free counters