კვლავ მოლოდინში დაგვათენდება,
კვლავ შემოანგრევს რიჟრაჟი სარკმელს,
სული ლოცვებში მოითენთება,
მხურვალე ცრემლით დაალტვობს კანკელს...
ოცნებას აშლის ზედაზნის ზეცა,
მცხეთისკენ თვალის შენავარდება,
მონასტერს კალთა რამ შეაკვეცა?-
ან, სული უფალს რად არ ბარდება?!
დიდი ცარგვალის ლურჯ იმედებში,
სვეტიცხოველი დაგვინთებს ედემს,
მარქვი, მონასტრის დახშულ კედლებში,
რატომ ვერ ვხედავ შაოსან დედებს?
რატომ ვერ ვხედავ მიმქრალ სახეებს,
მენელსაცხებლეს ნიშის წინ დახრილს?!
კდემით წართქმული წმინდა სახელი,
რად არ მიშუშებს ტანჯვათა სახმილს?
სული ლოცვებში მოითენთება,
მდუღარე ცრემლი ეცემა კანკელს,
კვლავ მოლოდინში დაგვათენდება,
კვლავ შემოანგრევს რიჟრაჟი სარკმელს.
მერაბ კოსტავა
ტეგები: qwelly, დამოუკიდებლობა, თავისუფლება, კოსტავა, პოეზია
Welcome to
Qwelly
გამოაქვეყნა Ketevan_მ.
თარიღი: ივლისი 18, 2025.
საათი: 8:13pm
0 კომენტარი
0 მოწონება
გამოაქვეყნა Ketevan_მ.
თარიღი: ივლისი 18, 2025.
საათი: 7:00pm
0 კომენტარი
2 მოწონება
შუალედური წერა
ქეთევან პოპიაშვილი…
გაგრძელება
© 2025 George.
•