ამ ქუჩის ბოლოს,
ამ ქუჩის ბოლოს, ორი მოხუცი ცხოვრობს,
მათი სახლ-კარი მარტოობისგან დამსგავსებია სოროს.
ცაში ღრუბლებად გადაიშლება, ქვეყნის ოთხივე კიდეს,
რაც უფიქრიათ, რაც წაუკითხავთ, რაც სიზმრებიათ კიდევ.
გაიხსენებენ ახალგაზრდობას, როგორც შხაპუნა წვიმას,
მათი შვილების პატარაობას, ათას უბრალო წვრილმანს.
ფანჯრის რაფაზე ბეღურები და წამლის შუშები სხედან,
წიგნი... საქსოვი... ბანქოს ქაღალდი ანიავებენ სევდას.
ამ ქუჩის ბოლოს,
ამ ქუჩის ბოლოს, ორი მოხუცი ცხოვრობს,
აქედან ვხედავ და უკვე მიყვარს ბევრი ჩვენგანის ბოლო.
მაგრამ ხანდახან შიში შემიპყრობს და იმ დღეებზე ვდარდობ,
ამ ქუჩის ბოლოს ერთი მათგანი როცა დარჩება მარტო...
ტეგები: poetry, qwelly, shota_nishnianidze, ლექსი, მარტოობა, პოეზია, ქუჩის ბოლოს, შოთა ნიშნიანიძე
Welcome to
Qwelly
გამოაქვეყნა Ketevan_მ.
თარიღი: ივლისი 18, 2025.
საათი: 8:13pm
0 კომენტარი
0 მოწონება
გამოაქვეყნა Ketevan_მ.
თარიღი: ივლისი 18, 2025.
საათი: 7:00pm
0 კომენტარი
0 მოწონება
გამოაქვეყნა Ketevan_მ.
თარიღი: ივლისი 18, 2025.
საათი: 7:00pm
0 კომენტარი
2 მოწონება
შუალედური წერა
ქეთევან პოპიაშვილი…
გაგრძელება
© 2025 George.
•