მე ერთი მიყვარს – იგი ღმერთია, ერთი ვიწამე – ღმერთი ჯვარცმული

ერთია ქვეყნად, ვინ შემეწია, წმინდა ძლება სახელგანთქმული

მე მას ვუბოძებ ქვეყნად ბედის კარს, რა სიამებას შეიცნობს გული

მას გავუყვები ღვთისებრ მხარი–მხარს, რას მიძღვნის სული – ცად აღმართული

მე, მას მივმართავ, რას ღმერთი მომცემს, რა გზას მარგუნებს სული მზიადი

მე მას გავყვები, რა არად დამცემს, ღმერთის სიწმინდის ძალი დიადი

ადამიანო, მხოლოდ ღმერთს ენდე, მას შეავედრე ხსნა და დიდება

ისე იცხოვრე, მის სულს ისმენდე, არ გწამდეს ქვეყნის ავლა–დიდება

ქვეყანა ბნელით მოსილი ყველგან, მარად გარგუნებს ისარს ცოდვიანს

ღმერთის გზა არას მოითხოვს შენგან, ერთს შეგთხოვს, ასცდე ცოდვას სევდიანს

კაცთ სიყვარული ზეცის პირმშოა, სულით მოსული ღმერთის გულიდან

ღმერთი რას გამცნობს–მადლი სითბოა მომავლის მხრიდან, თუ წარსულიდან

ცხოვრება გეტყვის, გული ვის არგო, ვის გაუმხილო სულის იარა

ვინც შენი გრძნობით ოქროს ხე დარგო, ვინც შენი ჭირი გაიზიარა

ცრუს განერიდე ქვეყნიურ ლტოლვას, დათრგუნე ჟამთა ხნის სარეცელი

გული სულს მიეც, სული ცის რბოლას, ცდუნებას კვერთხი, ბნელთ სალეწელი

ღვთისგულისათვის საწუთრო სძლიე, სულს მიაკუთნე დრო დარჩენილი

სიწმინდე შენი ხალხს შეაძლიე, მით წარსდექ ღმერთთან ზე აღდგენილი

სამომავალო სიცოცხლე შენი სიყვარულს მიეც სახიერების

გახსოვდეს–კეთილი არის მრჩენი, ბნელს გოდებს ხვედრი კადნიერების

მრწამსით მოსილი გზა ღმერთის ხვედრი, ადამიანო განვლე რჩეულად

ღმერთია ყველგან შენი შემხვედრი, ღმერთი შეგრაცხავს ცას შეღწეულად

სიყვარულისთვის ღვთისებრი ჯვარცმა, სულს აამაღლებს ღმერთის გულისთვის

ხსნა იცის ქვეყნად ცდუნების მარცხმა, ღმერთს განადიდებს გზანი სრულისთვის...

ავთანდილ ზერტელი

ტეგები: Qwelly, ბრძოლა, პოეზია, სამება, სიმღერა, სიცოცხლე

ნახვა: 232

ბლოგ პოსტები

How CNC Router Bits Influence Machining Accuracy, Efficiency, and Final Product Quality

გამოაქვეყნა CarbixTools_მ.
თარიღი: ივლისი 13, 2026.
საათი: 7:00am 0 კომენტარი

When discussing CNC machining performance, conversations often focus on machine power, software systems, or automation features. However, the cutting tool is the component that directly interacts with the material and determines the quality of…

გაგრძელება

An Indispensable Tool for Full-Body Skin Hygiene and Healthy Exfoliation Daily bathing is the most fundamental part of personal hygiene and body skin care

გამოაქვეყნა BurtPMotz_მ.
თარიღი: ივნისი 22, 2026.
საათი: 11:00am 0 კომენტარი

An Indispensable Tool for Full-Body Skin Hygiene and Healthy Exfoliation Daily bathing is the most fundamental part of personal hygiene and body skin care. Most people rely solely on bath towels, body wash, and hands to clean their bodies during…

გაგრძელება

სააღდგომო ეპისტოლე 2026

გამოაქვეყნა ლაშა_მ.
თარიღი: აპრილი 13, 2026.
საათი: 12:00am 0 კომენტარი

საპატრიარქო ტახტის მოსაყდრის, სენაკისა და ჩხოროწყუს მიტროპოლიტის,

შიოს, სააღდგომო ეპისტოლე

საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესიის…

გაგრძელება

არცაღა ერთი მკუდართაგანიღა არს საფლავსა შინა

გამოაქვეყნა აკაკი ლიპარტია_მ.
თარიღი: აპრილი 12, 2026.
საათი: 3:36am 0 კომენტარი

ქრისტე აღსდგა მკვდრეთით

სიკვდილითა სიკვდილისა დამთრგუნველი

და საფლავების შინათა ცხოვრების მიმნიჭებელი!…

გაგრძელება

ოსკარის 2026 წლის დაჯილდოება - გამარჯვებულები და ნომინირებულები

გამოაქვეყნა ლაშა_მ.
თარიღი: მარტი 16, 2026.
საათი: 11:30pm 0 კომენტარი

ოსკარი 2026 სრული სია

      ისევ დამიგვიანდა! ეტყობა, მართლა დავბერდი და უკვე აღარც კი…

გაგრძელება

2026 Guide to the Best AI Voice Generation for Creators and Businesses

გამოაქვეყნა supprity_მ.
თარიღი: მარტი 13, 2026.
საათი: 6:30pm 0 კომენტარი

As we step further into 2026, the landscape of content creation is being transformed by AI-powered technologies. Among these innovations, voice generation stands out as one of the most impactful tools for creators, businesses, and educators.…

გაგრძელება

Qwelly World

free counters