საქმე პოეტობს ლექსებში,
პოეტი ლექსით საქმეში.
ცხოვრობს და ამბობს ლექსებში,
რაც განიცადა საქმეში.
პოეტი გულში მსახურობს,
გულიდან ღმერთს სთხოვს წყალობას,
ფიქრობს, უფალთან საუბრობს
და ღმერთიც აძლევს წყალობას.
პოეტი გულში მუშაობს,
იქა ზის, ფეთქავს გულივით.
ის მოყვასისთვის მუშაობს,
არ არის მარტოსულივით.
არც შენ ხარ მარტო თეონავ,
ქვეყნად ბევრია მოყვასი.
და ანუგეშე თეონავ,
ლექსთა სიტკბილით მოყვასი.
ცხოვრებას თვალი შეავლე,
რომ მიხვდე რა გაქვს საწერი.
„ღვთის განცხადება“ ისწავლე,
რომ ტკბილი გქონდეს ნაწერი.
შიდა სამყარო აივსე
რეალობების სხივებით,
შემოიკრიბე აზრები,
დაჭიმე გრძნობის სიმებით.
გულის სიწმინდის კალამი
გონების მელანს შეახე;
დაწერე სულის წამალი,
გრძნობა ჩვენს გრძნობებს შეახე.
შენი „მე“ ლექსში ჩახატე,
ადიდე ღმერთი ღირსებით;
შენივე აზრით დახატე
და გულის წმინდა თვისებით.
ჩახატე ნაფიქრალები,
გრძნობების წმინდა ალები,
შენივე სულის თვალები,
სარწმუნოების ლალები.
შემოგვაფინე სათქმელი,
საკეთებელი დღესაო.
რა არის შენი სათქმელი,
რომ ემსახურო ღმერთსაო?!
ის არის, რასაც აკეთებ
სამაგალითოდ დღესაო;
და შენი მდგომარეობა
დაგაწერინებს ლექსსაო.
04.06.10წ.
მამუკა თეთრაძე
ტეგები: qwelly, გული, მ.თეთრაძე, პოეზია, რომანტიზმი, ქველი
Welcome to
Qwelly
ივნისი 23, 2026 6pm_დან დეკემბერი 31, 2026 7pm_მდე – ფილარმონია
0 კომენტარი 0 მოწონებაივლისი 15, 2026 დასაწყისი 6pm! გაგრძელდება 7pm_მდე – Kimball
0 კომენტარი 0 მოწონება
გამოაქვეყნა CarbixTools_მ.
თარიღი: ივლისი 13, 2026.
საათი: 7:00am
0 კომენტარი
0 მოწონება
When discussing CNC machining performance, conversations often focus on machine power, software systems, or automation features. However, the cutting tool is the component that directly interacts with the material and determines the quality of…
გაგრძელება
გამოაქვეყნა BurtPMotz_მ.
თარიღი: ივნისი 22, 2026.
საათი: 11:00am
0 კომენტარი
0 მოწონება
An Indispensable Tool for Full-Body Skin Hygiene and Healthy Exfoliation Daily bathing is the most fundamental part of personal hygiene and body skin care. Most people rely solely on bath towels, body wash, and hands to clean their bodies during…
გაგრძელება
გამოაქვეყნა ლაშა_მ.
თარიღი: აპრილი 13, 2026.
საათი: 12:00am
0 კომენტარი
2 მოწონება
საპატრიარქო ტახტის მოსაყდრის, სენაკისა და ჩხოროწყუს მიტროპოლიტის,
შიოს, სააღდგომო ეპისტოლე
საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესიის…
გამოაქვეყნა აკაკი ლიპარტია_მ.
თარიღი: აპრილი 12, 2026.
საათი: 3:36am
0 კომენტარი
9 მოწონება
ქრისტე აღსდგა მკვდრეთით
სიკვდილითა სიკვდილისა დამთრგუნველი
და საფლავების შინათა ცხოვრების მიმნიჭებელი!…
გამოაქვეყნა ლაშა_მ.
თარიღი: მარტი 16, 2026.
საათი: 11:30pm
0 კომენტარი
1 Like
ისევ დამიგვიანდა! ეტყობა, მართლა დავბერდი და უკვე აღარც კი…
გამოაქვეყნა supprity_მ.
თარიღი: მარტი 13, 2026.
საათი: 6:30pm
0 კომენტარი
0 მოწონება
As we step further into 2026, the landscape of content creation is being transformed by AI-powered technologies. Among these innovations, voice generation stands out as one of the most impactful tools for creators, businesses, and educators.…
გაგრძელება
© 2026 George.
•