იცი სადამდე ვიცოცხლებ?
სანამ მოვკვდები...
ავად მანამდე ვიქნები,
სანამ მოვრჩები
გზას გავუყვები სულ ბოლო,
განაპირამდე
თვალსაც გავუწვდენ ზღვის ნაპირს,
სხვანაპირამდე.
სანამ არ მოხვალ დაგიცდი,
ჩემს მონატრებას გადაგდებ.
დაგელოდები ყოველთვის...
იცი საიდან სადამდეე?
სანამ ცოცხალი ვიქნები
ახლა ხომ ხვდები?
იცი სადამდე ვიცოცხლეებ?
სანამ მოვკვდები...
იცი ზამთარში სიცივეს
სულაც არცივა,
ფოთლების ნაცვლად ხისტოტებს
თოვლი დაცვივა.
რალამაზია არიცი
ფოთოლთა თოვლი.
ყინვა ზამთარში მედა შენ
მხოლოდ ჩვენ ორნი.
გინდაა? ჩემს წუთებს გაჩუქებ
ოღონდ გამენდე..
დღეს შევცვლი ღამის მაგივრად
ყველა ღამემდე..
ფიქრს არ მივუშვებ არასდროს
ბურუს, ნისლამდე.
წინ წასულს ადრე დაგხვდები,
შენს იქ მისვლამდე.
თუგინდა ჩემს გულს დაგითმობ,
ვითომ ჩემს კუთვნილს.
არცკი მრცხვენია რას ვამბობ
ეს შენ გეკუთვნის.
იებს დაგიკრეფ თავდახრილს
ლურჯთვალა იებს,
ვარსკვლავს მოგიწყვეტ ზეციდან
ცა მაპატიებს.
თუკი მოვკვდები რას ვიზავ?
მგონი ვერაფერს.
ან ცისარტყელის გაჩუქებ
თითქმის ყველაფერს,
ან წვიმად მოვალ მიწაზე,
შევუერთდები მდინარეს
ან ღამით მოვალ სიზმარში
გულში ჩაგიკრავ მძინარეს.
მაგრამ მე მაინც ვიცოცხლებ,
სანამ მოვკვდები.
ავად მანამდე ვიქნები,
სანამ მოვრჩები.
გზას გავუყვები სულ ბოლო
განაპირამდე.
თვალსაც გავაწვდენ ზღვის ნაპირს
სხვანაპირამდე..
გიორგი ხალაძე
ტეგები: Georgian, Giorgi_Khaladze, Qwelly, poetry, გარდაცვალება, პოეზია, სიკვდილი, სიცოცხლე, ხალაძე
აქვე იხილეთ ავტორის შესრულებით → იცი სადამდე ვიცოცხლებ?!
madloba
მამუკა †_მ თქვა:
"გზას გავუყვები
სულ ბოლო განაპირამდე.
თვალსაც გავაწვდენ
ზღვის ნაპირს სხვანაპირამდე.."
მიყვარს ასეთი დამთავრება, ძალიან სულიერი ლექსია...
Welcome to
Qwelly
გამოაქვეყნა აკაკი ლიპარტია_მ.
თარიღი: აპრილი 12, 2026.
საათი: 3:36am
0 კომენტარი
9 მოწონება
ქრისტე აღსდგა მკვდრეთით
სიკვდილითა სიკვდილისა დამთრგუნველი
და საფლავების შინათა ცხოვრების მიმნიჭებელი!…
გამოაქვეყნა ლაშა_მ.
თარიღი: მარტი 16, 2026.
საათი: 11:30pm
0 კომენტარი
1 Like
ისევ დამიგვიანდა! ეტყობა, მართლა დავბერდი და უკვე აღარც კი…
გამოაქვეყნა supprity_მ.
თარიღი: მარტი 13, 2026.
საათი: 6:30pm
0 კომენტარი
0 მოწონება
As we step further into 2026, the landscape of content creation is being transformed by AI-powered technologies. Among these innovations, voice generation stands out as one of the most impactful tools for creators, businesses, and educators.…
გაგრძელება
გამოაქვეყნა Heden Brock_მ.
თარიღი: მარტი 9, 2026.
საათი: 10:00am
0 კომენტარი
0 მოწონება
According to our latest research, the Global Gallium market size was valued at $430 million in 2024 and is projected to reach $860 million by 2033, expanding at…
გაგრძელება
გამოაქვეყნა Minidumperfactory00_მ.
თარიღი: მარტი 2, 2026.
საათი: 6:30am
0 კომენტარი
0 მოწონება
Electric Garden Loader Manufacturerstrategies are increasingly centered on advanced battery systems as demand grows for efficient and low-emission landscaping equipment. Energy storage technology now plays a defining role in how electric compact…
გაგრძელება
გამოაქვეყნა Naishi Valve_მ.
თარიღი: თებერვალი 9, 2026.
საათი: 9:30am
0 კომენტარი
0 მოწონება
Choosing a reliable partner often begins with understanding how a shapes ideas into practical solutions. Behind every smooth operation, there is a place where attention, patience, and process quietly work together. Valves may seem ordinary at…
გაგრძელება
© 2026 George.
•