ცაზე ვარსკვლავები იღებენ აკორდს,
ქარებს სიმარტოვის გლოვა გაუმართავთ.ტ
ნუთუ გგონია რომ რამეს გაგვიგებენ?
არა მათ არ ესმით გრძნობას ნუღარ მალავთ
მარტი ქურდივით მიიპარება,
უხასიათოს ტოვებს ნაკვალევს...
სადღაც მივდივარ და გზები ამებნა.
ფეხი ამერია როგორც ნამთვრალევს.
მათრობს ატმისფერი დროის სურნელება.
მზე არ ათბობს, მე კი მაინც ვთბები.
იები ჭკნება, შენ არ დაბრუნდები
და გადარჩენის ეჭვი მეპარება.
ქარი ათამაშებს ცრემლებს ჩემს სახეზე..
მთვარე ჩუმად არის, თითქოს იძირება,
მინდა რომ ვიფიქრო სულ სხვა დროებაზე,
მე კი გაზაფხულზე მაინც მეფიქრება.
ტეგები: Poetry, Qwelly, ლექსი, პოეზია
Welcome to
Qwelly
გამოაქვეყნა Ketevan_მ.
თარიღი: ივლისი 18, 2025.
საათი: 8:13pm
0 კომენტარი
0 მოწონება
გამოაქვეყნა Ketevan_მ.
თარიღი: ივლისი 18, 2025.
საათი: 7:00pm
0 კომენტარი
2 მოწონება
შუალედური წერა
ქეთევან პოპიაშვილი…
გაგრძელება
© 2025 George.
•