წუხელ ვიყავი ავად, მთვარე მეწვია სტუმრად
მოსდევდა ჟამის-ჟამად, ურიცხვ ვარსკვლავთა დასი,
მომინახულა, მასთან თუმცა ვიყავი უბრად,
მაინც მიპოვა ცასთან, მომართვა ოქროს თასი.
სიმარტოვეში ვთვლიდი ცაში ვარსკვლავთა გუნდებს,
კვლავ ვეღარაფერს ვცვლიდი, მეკარგებოდა ეგო,
სულს უმთვარობის შიში, უათკეცებდა ხუნდებს
ჩემი ცხოვრების ნირში, ქუხდა წარსულის ექო.
ავმა ბურუსმა, შავმა, დამიძმობილა მთვარე
მისმა ელვარე შარმმა, რითმებად იწყო ძგერა.
კოსმოგონიურ ალით ფიქრები მოვიმკრთალე
და პოეტური თვალით სამყაროს ვუწყე ცქერა.
ფიქრებს ვანდობდი, ვგმობდი ამო დიდების დევნას
მის ქურუმებსაც ვჯობდი თაყვანისცემით, ქებით.
მისტერიებში ვცვლიდი გრძნობებს ყალბსა და ქვენარს
მის შუქს ჩემს შუქად ვთვლიდი, ზღვათა მოლბერტზე ჩქეფით.
მაგრამ წავიდა მთვარე, ფიქრთან დამტოვა მარტო
ველოდი, ცრემლიც ვღვარე, აღარ ჩნდებოდა ცაზე,
პერგამენტებზე ღამის, ვწერდი სტრიქონებს ფართოს.
გრძნობა დავკარგე წამის, მელანქოლიის გზაზე.
და აი, წუხელ ღამით, მთვარე მეწვია სტუმრად
კვლავ დედოფლური შარმით, ახლდა ვარსკვლავთა დასი,
ცრემლი თვალს მოსწყდა, მასთან თუმცა ვიყავი უბრად,
ლექსი ვაგებე კართან, მან მიძღვნა ოქროს თასი.
ტეგები: Qwelly, ი.ელიზბარაშვილი, მთვარე, პოეზია, ქველი, ღამე
Welcome to
Qwelly
გამოაქვეყნა ლაშა_მ.
თარიღი: აპრილი 13, 2026.
საათი: 12:00am
0 კომენტარი
1 Like
საპატრიარქო ტახტის მოსაყდრის, სენაკისა და ჩხოროწყუს მიტროპოლიტის,
შიოს, სააღდგომო ეპისტოლე
საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესიის…
გამოაქვეყნა აკაკი ლიპარტია_მ.
თარიღი: აპრილი 12, 2026.
საათი: 3:36am
0 კომენტარი
9 მოწონება
ქრისტე აღსდგა მკვდრეთით
სიკვდილითა სიკვდილისა დამთრგუნველი
და საფლავების შინათა ცხოვრების მიმნიჭებელი!…
გამოაქვეყნა ლაშა_მ.
თარიღი: მარტი 16, 2026.
საათი: 11:30pm
0 კომენტარი
1 Like
ისევ დამიგვიანდა! ეტყობა, მართლა დავბერდი და უკვე აღარც კი…
გამოაქვეყნა supprity_მ.
თარიღი: მარტი 13, 2026.
საათი: 6:30pm
0 კომენტარი
0 მოწონება
As we step further into 2026, the landscape of content creation is being transformed by AI-powered technologies. Among these innovations, voice generation stands out as one of the most impactful tools for creators, businesses, and educators.…
გაგრძელება
გამოაქვეყნა Heden Brock_მ.
თარიღი: მარტი 9, 2026.
საათი: 10:00am
0 კომენტარი
0 მოწონება
According to our latest research, the Global Gallium market size was valued at $430 million in 2024 and is projected to reach $860 million by 2033, expanding at…
გაგრძელება
გამოაქვეყნა Minidumperfactory00_მ.
თარიღი: მარტი 2, 2026.
საათი: 6:30am
0 კომენტარი
0 მოწონება
Electric Garden Loader Manufacturerstrategies are increasingly centered on advanced battery systems as demand grows for efficient and low-emission landscaping equipment. Energy storage technology now plays a defining role in how electric compact…
გაგრძელება
© 2026 George.
•