ვწევარ გულაღმა.
ეხლა ღამეა.
თვალების ტკივილს
მკლავებს ვაფარებ.
წარმოსახვაში თითქოს
სიბრმავეა,
მაინც რომ გხედავ
განცდას ვერ ვაკავებ!
შენ რომ დაბრუნდე,
საქართველოვ,
საქართველოში
მოგუდულ ტირილს
ამოვანთხევ გასახარებლად
და ერთად დავრგავთ,
ჩვენს სიყვარულს,
აქ, სამშობლოში
და შევიმიზნებთ ქრისტეს,
საქმედ, მადლსახარებად!
ეხლა ღამეა.
უაზრო ხმაური თბილისის
მტკივა
და ჰარმონია, კლასიკური,
შენია ჩემში...
თაბორზე ვწევარ,
გულაღმართული...
ვიცი, რომ გტკივა...
თითქოს დავშორდით,
საგამოცდოთ...
გადაკარგული
არ ხარ!
არა ხარ,
არა ხარ მშობლის! ...
არც ჩემი! წადი,
წადი უფლისკენ! ...
ნეტავი გნახო,
გნახო მადლით
გადაკვანძული!
ეხლა ღამეა და დაირეკა
ზარი თორმეტის,
"...ღამე აღიპყრენით ხელნი,
თქუენნი, წმინდად მიმართ...",
მიდი, ილოცე!
ეს შეხვედრაა გულის, გონების!
აღვიღაღადოთ ჩვენი ერთება
გზად, გზისა მიმართ! ...
ღამეა, ანი, დავიძინე თუ,
შენც დაიძინე?
შუბლზე გაკოცე, მაინც,
მძინარეს,
ჯვარი გეწეროს
და ასე ტკბილად,
და ასე ტკბილად გამოიძინე...
გამოიღიმე, საქართველოვ,
გამოიღიმე!
23.10.2014წ.
ტეგები: Qwelly
Welcome to
Qwelly
გამოაქვეყნა აკაკი ლიპარტია_მ.
თარიღი: აპრილი 12, 2026.
საათი: 3:36am
0 კომენტარი
9 მოწონება
ქრისტე აღსდგა მკვდრეთით
სიკვდილითა სიკვდილისა დამთრგუნველი
და საფლავების შინათა ცხოვრების მიმნიჭებელი!…
გამოაქვეყნა ლაშა_მ.
თარიღი: მარტი 16, 2026.
საათი: 11:30pm
0 კომენტარი
1 Like
ისევ დამიგვიანდა! ეტყობა, მართლა დავბერდი და უკვე აღარც კი…
გამოაქვეყნა supprity_მ.
თარიღი: მარტი 13, 2026.
საათი: 6:30pm
0 კომენტარი
0 მოწონება
As we step further into 2026, the landscape of content creation is being transformed by AI-powered technologies. Among these innovations, voice generation stands out as one of the most impactful tools for creators, businesses, and educators.…
გაგრძელება
გამოაქვეყნა Heden Brock_მ.
თარიღი: მარტი 9, 2026.
საათი: 10:00am
0 კომენტარი
0 მოწონება
According to our latest research, the Global Gallium market size was valued at $430 million in 2024 and is projected to reach $860 million by 2033, expanding at…
გაგრძელება
გამოაქვეყნა Minidumperfactory00_მ.
თარიღი: მარტი 2, 2026.
საათი: 6:30am
0 კომენტარი
0 მოწონება
Electric Garden Loader Manufacturerstrategies are increasingly centered on advanced battery systems as demand grows for efficient and low-emission landscaping equipment. Energy storage technology now plays a defining role in how electric compact…
გაგრძელება
გამოაქვეყნა Naishi Valve_მ.
თარიღი: თებერვალი 9, 2026.
საათი: 9:30am
0 კომენტარი
0 მოწონება
Choosing a reliable partner often begins with understanding how a shapes ideas into practical solutions. Behind every smooth operation, there is a place where attention, patience, and process quietly work together. Valves may seem ordinary at…
გაგრძელება
© 2026 George.
•