შენი სახე მაგალითად დავისახე

უფლის ხატად გაჩენილო თამარ;

შენი გული შენი საქმით დავინახე

მსგავსებისთვის მოშურნეო თამარ.

სარასავით სახით სათნო სახიანო

შენი მზერა შენი გულის სამოთხეა;

ეგ სამოთხე მოყვასისთვის საზიარო

თვისებებით დახუნძლული სათნო ხეა.

შენში მიყვარს უფლის ხატის თვისებები,

გული წმინდა გრძნობით მიელვარებს;

შენში ვხედავ რასაც სხვაშიც ვისურვებდი,

რომ ეხარა კიდევ ამ ჩემს თვალებს.

შენ ქართველო მეგობარო ვაზს გამსგავსებ,

ყოველ წელს რომ ნაყოფებით ქვევრს აავსებ;

გამგები ხარ_სწორედ ამით შეგაფასებ,

სწორი განსჯით მეგობარსაც რომ აფასებ.

„ცისარტყელით“ აგივსია გოგოვ გული,

ამ მშვიდობით დაგიტკბია შენი სული,

ეს სურნელი გეფინება ვარდის სუნის,

ეს მადლია საკუთრება ზეცით სულის.

სიყვარული, სიხარული, მშვიდობაო

შენს გულს მსუბუქ ნამად მოეფინებაო,

შენში კარგი ღმერთმა რაცა ინებაო

ჩანჩქერივით ღვარად მოედინებაო.

შენც მიილტვი სიყვარულით სიყვარულში,

„მდოგვის მარცვალს“ ცრემლითა რწყავ გულში,

რომ გაღვივდეს, გაიზარდოს სულში

და არ იყოს დათოვლილი გულში.

სიყვარული ღვთისა მართლებს აახლოებს,

მათავარი ხომ სწორედ სიყვარულია!

სიყვარულის მრავალ გრძნობას აახლოებს,

ის რომ მათში თავად სიყვარულია.

14/15.12.09წ.

მამუკა თეთრაძე

ტეგები: qwelly, მ.თეთრაძე, მეგობარი, მიძღვნა, მოყვასი, პოეზია, სარა, ქველი

ნახვა: 243

ბლოგ პოსტები

How CNC Router Bits Influence Machining Accuracy, Efficiency, and Final Product Quality

გამოაქვეყნა CarbixTools_მ.
თარიღი: ივლისი 13, 2026.
საათი: 7:00am 0 კომენტარი

When discussing CNC machining performance, conversations often focus on machine power, software systems, or automation features. However, the cutting tool is the component that directly interacts with the material and determines the quality of…

გაგრძელება

An Indispensable Tool for Full-Body Skin Hygiene and Healthy Exfoliation Daily bathing is the most fundamental part of personal hygiene and body skin care

გამოაქვეყნა BurtPMotz_მ.
თარიღი: ივნისი 22, 2026.
საათი: 11:00am 0 კომენტარი

An Indispensable Tool for Full-Body Skin Hygiene and Healthy Exfoliation Daily bathing is the most fundamental part of personal hygiene and body skin care. Most people rely solely on bath towels, body wash, and hands to clean their bodies during…

გაგრძელება

სააღდგომო ეპისტოლე 2026

გამოაქვეყნა ლაშა_მ.
თარიღი: აპრილი 13, 2026.
საათი: 12:00am 0 კომენტარი

საპატრიარქო ტახტის მოსაყდრის, სენაკისა და ჩხოროწყუს მიტროპოლიტის,

შიოს, სააღდგომო ეპისტოლე

საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესიის…

გაგრძელება

არცაღა ერთი მკუდართაგანიღა არს საფლავსა შინა

გამოაქვეყნა აკაკი ლიპარტია_მ.
თარიღი: აპრილი 12, 2026.
საათი: 3:36am 0 კომენტარი

ქრისტე აღსდგა მკვდრეთით

სიკვდილითა სიკვდილისა დამთრგუნველი

და საფლავების შინათა ცხოვრების მიმნიჭებელი!…

გაგრძელება

ოსკარის 2026 წლის დაჯილდოება - გამარჯვებულები და ნომინირებულები

გამოაქვეყნა ლაშა_მ.
თარიღი: მარტი 16, 2026.
საათი: 11:30pm 0 კომენტარი

ოსკარი 2026 სრული სია

      ისევ დამიგვიანდა! ეტყობა, მართლა დავბერდი და უკვე აღარც კი…

გაგრძელება

2026 Guide to the Best AI Voice Generation for Creators and Businesses

გამოაქვეყნა supprity_მ.
თარიღი: მარტი 13, 2026.
საათი: 6:30pm 0 კომენტარი

As we step further into 2026, the landscape of content creation is being transformed by AI-powered technologies. Among these innovations, voice generation stands out as one of the most impactful tools for creators, businesses, and educators.…

გაგრძელება

Qwelly World

free counters