თითქოს შორიდან მწუხრი მოაქვს დღიანს ქარიანს,
ყველა მოთმენით ელოდება პილატეს მოსვლას,
ოდნავ დარცხვენით პეტრე წმინდავს ცრემლებს მარიამს,
ქრისტე ჩურჩულით ღმერთს უგზავნის მხურვალე ლოცვას.
აქ დასასჯელად უძებნიან მესიას საბაბს,
სანახაობას დაეძებენ, კლავენ ვინც უნდათ,
იქ კი განგება ხეზე აქსოვს თოკების თასმას,
რომ განაჩენი აღუსრულონ მალე იუდას.
სხეულს მოგლიჯა სული სატანამ
და ჩაითრია თავისთან ღრმულში,
ნეტა ვინ იცის მაინც ამჟამად
რა ტკივილია იუდას გულში?!
ძირს დანარცხებულ, ამ უმწეო სულს
წინ შეეგება ეშმაკი ტაშით..
"- ძალზედ მიხარებამ ამ ცარიელ გულს" –
სინანულიც კი შეეტყო ხმაში.
"- ყველამ შეხედეთ რისთვის იქცა ბნელეთის შვილად,
ფული არჩია ქრისტეს მცნებას, ოქრო და ვერცხლი,
სული გაჰყიდა უნამუსოდ და ჩემს გზას მიჰყვა..
მე დავამთავრე, აჰა იუდა შენს სიტყვას ველით. "
"ნუ ცინიკოსობ, ნუ აქეზებ მონებს ლუციფერ,
შენც კარგად იცი რისთვისა ვარ მოსული აქა,
ნუ შეუბყრიხარ დიდების ხმას, მცდარ გზას უმიზნებ,
მშვენივრად ხვდები რაში ვცვალე სამოთხე და ცა..
მე ჩვენი მხსნელის საყვარელი მოწაფე ვიყავ,
და მისი სულის, მისი გონის ყოველ კუნჭულს ვცნობ..
ამ ყველაფრისთვის გინდ მაწამოთ, რაც გინდა მიქნათ
მე მაინც ვიტყვი იმ ყველაფერს რასაც გულში ვგრძნობ.
მე ის გავყიდე არა სიმდიდრისა და ფულისათვის
არამედ მისთვის რაც უკვე ზევით ნათქვამი იქნა..
ის მენდობოდა და ლოცულობდა ჩემს სულისათვის,
რომ ამეხდინა დიდებული, მე ღმერთის სიტყვა..
და ასეც მოხდა ჩემი დასმენით,
იესომ სისხლით უშველა ამ ხალხს,
თუმცა სატანის შვილი გავხდები,
ქრისტე ხომ ხედავს ჩემს საქციელს კარგს..
მე დიდი მსხვერპლი გავიღე მისთვის,
და ამ დახრუკულს სულსაც მას ვუძღვნი..
თუმცა მინდოდა, აღდგომის დღისთვის
დაპირებისებრ ჩამეკრა გულში..
არ გესწავლება ლუციფერ, ჩემო,
შენ უფრო მეტი გაიღე ღვთისთვის,
რომ შექმნილიყო სამყარო ქვემოთ
შენი თავიც კი შესწირე მისთვის..
შენით ისწავლა არჩევანი ხალხისა ამ ბრბომ,
და ეს სამყაროც შენით გახდა მწარე გამოცდა,
შენ ამ სოფელის უნატიფეს სხივებსაც ახშობ,
ცდილობ რომ უფრო მიაჯაჭვო საღვთო სალოცავს..
ახლა, ის დროა, ის ითვლება წმინდათა კაცად,
ვინც კი ორივეს ჩაგვაფურთხებს ძლიერად სულში,
თუმცა გახსოვდეს რომ ჩვენც გვიცნობენ იქ, ზემოთ, კარგად
და ამიტომაც ნუ დაგრჩება ნაღველი გულში.. "
იუდა მორჩა თავის ბრნულ სიტყვას,
სატანა თითქოს გაქვავდა სკამზე..
ცხელი წვეთი რომ დაეცა მიწას,
სულყველას თვალი ეჭირა მასზე..
"- რთულია" - მოუტრიალდა ყველას იუდა..
"სატანა მწვავე გრძნობებში იწვის,
უგულობაზე ცოტა იცრუა,
ხომ ხედავთ, ზოგჯერ ეშმაკიც ტირის..
ტეგები: Qwelly, poetry, გრძნობები, ეშმაკი_ტირის, იუდა, პოეზია, სატანა
Welcome to
Qwelly
ივნისი 23, 2026 6pm_დან დეკემბერი 31, 2026 7pm_მდე – ფილარმონია
0 კომენტარი 0 მოწონებაივლისი 15, 2026 დასაწყისი 6pm! გაგრძელდება 7pm_მდე – Kimball
0 კომენტარი 0 მოწონება
გამოაქვეყნა CarbixTools_მ.
თარიღი: ივლისი 13, 2026.
საათი: 7:00am
0 კომენტარი
0 მოწონება
When discussing CNC machining performance, conversations often focus on machine power, software systems, or automation features. However, the cutting tool is the component that directly interacts with the material and determines the quality of…
გაგრძელება
გამოაქვეყნა BurtPMotz_მ.
თარიღი: ივნისი 22, 2026.
საათი: 11:00am
0 კომენტარი
0 მოწონება
An Indispensable Tool for Full-Body Skin Hygiene and Healthy Exfoliation Daily bathing is the most fundamental part of personal hygiene and body skin care. Most people rely solely on bath towels, body wash, and hands to clean their bodies during…
გაგრძელება
გამოაქვეყნა ლაშა_მ.
თარიღი: აპრილი 13, 2026.
საათი: 12:00am
0 კომენტარი
2 მოწონება
საპატრიარქო ტახტის მოსაყდრის, სენაკისა და ჩხოროწყუს მიტროპოლიტის,
შიოს, სააღდგომო ეპისტოლე
საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესიის…
გამოაქვეყნა აკაკი ლიპარტია_მ.
თარიღი: აპრილი 12, 2026.
საათი: 3:36am
0 კომენტარი
9 მოწონება
ქრისტე აღსდგა მკვდრეთით
სიკვდილითა სიკვდილისა დამთრგუნველი
და საფლავების შინათა ცხოვრების მიმნიჭებელი!…
გამოაქვეყნა ლაშა_მ.
თარიღი: მარტი 16, 2026.
საათი: 11:30pm
0 კომენტარი
1 Like
ისევ დამიგვიანდა! ეტყობა, მართლა დავბერდი და უკვე აღარც კი…
გამოაქვეყნა supprity_მ.
თარიღი: მარტი 13, 2026.
საათი: 6:30pm
0 კომენტარი
0 მოწონება
As we step further into 2026, the landscape of content creation is being transformed by AI-powered technologies. Among these innovations, voice generation stands out as one of the most impactful tools for creators, businesses, and educators.…
გაგრძელება
© 2026 George.
•