ნუთუ არასდროს გაგჩენია კითხვა: "ვინ ხარ შენ?"
ერთი ცოდვილი, უბადრუკი, მეტი,სხვა რა ხარ?!
ამდენი წელი გავიდა და ვერ გადახარშე
რად აირჩიე უფლის ნაცვლად მაშინ ბარაბა?!
შენ ის არა ხარ,ვინც ერთგულება უფალს შეჰფიცა?!
ვინც მას აღუთქვა,რომ არასდროს უღალატებდა
და გამთენიას,მამალმა რომ სამჯერ შეჰყივლა,
შენ ამ დროს სამჯერ უარყავი მისი ხატება.
განა ის არ ხარ,ვინც უფალი ღმერთი აწამა?!
ვინც მას დაადგა წმინდა თავზედ ეკლის გვირგვინი,
ვინც გოლგოთისკენ მხსნელი იგი გვემით ატარა?!
ამ საქციელით ვიანდერძეთ სულის შიმშილი,
შენმა მარჯვენამ დააჭედა ოთხი სამსჭვალი,
შენი ხელითვე განუგმირე გვერდი ლახვარით...
შენ არ იყავი წყლის მაგივრად ძმარი რომ ასვი?!
არც კი გრცხვენია მაცხოვარი ჯვარზედ რომ აცვი!
აი,ვინა ხარ და ყოველი ამისა შემდეგ,
სურვილი გაქვს,რომ სხვის ცხოვრებას ფეხებით შესდგე?!
მგონი ჯობია სხვის თვალებში ბეწვის ძიებას,
შენს თავს შეხედო და მოეშვა შურისძიებას!!!

ქრისტინე

ტეგები: Human, People, Poetry, Qwelly, ადამინი, ვინაობა, პიროვნება, პოეზია, რაობა, ქრისტინე ნებულიშვილის პოეზია, მეტი...ქრისტინეს პოეზია

ნახვა: 239

გამოხმაურებები!

გვავიწყდება ხოლმე...

RSS

ბლოგ პოსტები

ქალთა უფლებები, პრეზენტაცია

გამოაქვეყნა Ketevan_მ.
თარიღი: ივლისი 18, 2025.
საათი: 8:13pm 0 კომენტარი

ფიროსმანი, კრწანისი

გამოაქვეყნა Ketevan_მ.
თარიღი: ივლისი 18, 2025.
საათი: 7:00pm 0 კომენტარი

კოლოქვიუმი

  

ნიკოლოზ (ნიკო) ფიროსმანაშვილი

  

ქეთევან პოპიაშვილი…

გაგრძელება

პიკასო, გერნიკა

გამოაქვეყნა Ketevan_მ.
თარიღი: ივლისი 18, 2025.
საათი: 7:00pm 0 კომენტარი

კოლოქვიუმი

  

პიკასო

  …

გაგრძელება

მაიკლ მურის ფარენჰეიტი 9/11

გამოაქვეყნა Ketevan_მ.
თარიღი: ივლისი 18, 2025.
საათი: 7:00pm 0 კომენტარი

შუალედური წერა

მაიკლ მურის ფარენჰეიტი 9/11

ომი და თანამედროვე საზოგადოება

ქეთევან პოპიაშვილი…

გაგრძელება

Qwelly World

free counters