ცხრა ძმა ხერხეულიძის ხსოვნას

ვაი, დედა, სიწითლე შეეპარა მზესაო,

ცხრა ვაჟკაცი მოგიკლეს, ცუდ დღე დაგიდგესაო.

ცხრა შავი ნაბდის ქუდი სისხლში მოსვარესაო,

ცხრა შავი ჩოხის კალთა სისხლში გახუნდესაო,

ცხრავე წყვილი მხარ-მკლავი, სულ უძრავად ძევსაო,

მზემ ცხრა თვალი დახუჭა, დღე მთლად დაღამდესაო,

ცხრა მდინარე, ცხრა წყარო, ერთად ატირდესაო,

ცხრა მთა, მდელო, ცხრა ქედი ერთად იგლოვდესაო,

მათი ცხრა ანგელოზი ეაჯება ღმერთსაო,

ცხრა ძმის სული აცხოვნე, ნათელ დაადგესაო.

ცხრა ძმის ნაჭერსა დროშას და მაღლა ასწევსაო,

ვაი, დედა, სიწითლე მოემატა მზესაო,

ცხრა ძმას დაიმოუკლეს, მთანი აბღავლდესაო.

_ დაო, შენც ჩვენთან მოხველ, აქ გვიმშვენებ გვერდსაო,

_ დედა რატომ დატოვე, რად უჩივის ბედსაო?

არა, ბედს არ უჩივის, მხოლოდ გული კვნესსაო,

დროშა იპყრო ხელში რომ ლაშქარს წინ უძღვესაო,

ვაი, მზე სულ გაწითლდა, დედა დაგვიჭრესაო!

- შვილნო, მეც თქვენთან მოვალ, ვაი, დედის მზესაო,

ია-ვარდი აყვავდეს, ღამე გადღევდესაო,

ისეთ ნანას გიმღერებთ, არ სმენოდეს ბევრსაო!..

ტეგები: qwelly, გარდაცვალება, გმირები, პოეზია, ტარყაშვილი, ხსოვნა

ნახვა: 286

ბლოგ პოსტები

სააღდგომო ეპისტოლე 2026

გამოაქვეყნა ლაშა_მ.
თარიღი: აპრილი 13, 2026.
საათი: 12:00am 0 კომენტარი

საპატრიარქო ტახტის მოსაყდრის, სენაკისა და ჩხოროწყუს მიტროპოლიტის,

შიოს, სააღდგომო ეპისტოლე

საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესიის…

გაგრძელება

არცაღა ერთი მკუდართაგანიღა არს საფლავსა შინა

გამოაქვეყნა აკაკი ლიპარტია_მ.
თარიღი: აპრილი 12, 2026.
საათი: 3:36am 0 კომენტარი

ქრისტე აღსდგა მკვდრეთით

სიკვდილითა სიკვდილისა დამთრგუნველი

და საფლავების შინათა ცხოვრების მიმნიჭებელი!…

გაგრძელება

ოსკარის 2026 წლის დაჯილდოება - გამარჯვებულები და ნომინირებულები

გამოაქვეყნა ლაშა_მ.
თარიღი: მარტი 16, 2026.
საათი: 11:30pm 0 კომენტარი

ოსკარი 2026 სრული სია

      ისევ დამიგვიანდა! ეტყობა, მართლა დავბერდი და უკვე აღარც კი…

გაგრძელება

2026 Guide to the Best AI Voice Generation for Creators and Businesses

გამოაქვეყნა supprity_მ.
თარიღი: მარტი 13, 2026.
საათი: 6:30pm 0 კომენტარი

As we step further into 2026, the landscape of content creation is being transformed by AI-powered technologies. Among these innovations, voice generation stands out as one of the most impactful tools for creators, businesses, and educators.…

გაგრძელება

Gallium Market to Reach $860 million by 2033

გამოაქვეყნა Heden Brock_მ.
თარიღი: მარტი 9, 2026.
საათი: 10:00am 0 კომენტარი

According to our latest research, the Global Gallium market size was valued at $430 million in 2024 and is projected to reach $860 million by 2033, expanding at…

გაგრძელება

How Minidumperfactory Electric Garden Loader Manufacturer Adapts to Energy Trends

გამოაქვეყნა Minidumperfactory00_მ.
თარიღი: მარტი 2, 2026.
საათი: 6:30am 0 კომენტარი

Electric Garden Loader Manufacturerstrategies are increasingly centered on advanced battery systems as demand grows for efficient and low-emission landscaping equipment. Energy storage technology now plays a defining role in how electric compact…

გაგრძელება

Qwelly World

free counters