ლოენგარდის აქცენტუაციების ტიპოლოგია.
სმიშეკის კითხვარში ხასიათის აქცენტუაციის შემდეგი ძირითადი ტიპები გამოიყოფა:
დროის სხვადასხვა პერიოდებში კარგი და ცუდი განწყობის მონაცვლეობა. ციკლოტიმიკების ჯგუფი წარმოადგენს მეტად თავისებური ემოციური მონაცვლეობის მქონე ადამიანების ჯგუფს, რომელთა გუნება– განწყობილება ფლუგელის თანამიმდევრობით ენაცვლება ერთი მეორეს. უმეტეს შემთხვევაში ეს ყველაფერი სქესობრივი მომწიფების პერიოდში იღებს სათავეს. გარდამავალი ასაკის დადგომის შემდეგ ეს სუბიექტები ურთიერთ–გამომრიცხავი ემოციური მდგომარეობის მოზღვავებას განიცდიან, რაც ამბივალენტურ გრძნობებსა და ემოციურ არამდგრადობაში გამოიხატება. მათ სასაცილოში შეუძლიათ გამონახონ იმდენივე სატირელი, რაც სატირელში სასაცილო. შემდგომში დგება ამ მოვლენათა პერიოდების ურთიერთგამიჯვნა და ერთმანეთს ენაცვლება აგზნებადი და დეპრესიული პერიოდები. მეცნიერთა ჯგუფი კრაჩმერის ხელმძღვანელობით ვარაუდობს, რომ ერთ პიროვნებაში ამდენი სხვადასხვაგვარი ემოციის თანაარსებობა, ჰიპომანიაკალური და მელანქოლიური საწყისების ურთიერთშეთანწყობა, შესაძლებელია მხოლოდ განსხვავებული პროპორციულობით. სულიერი წონასწორობის ხშირი დარღვევები და ბუნების ციკლთან მიახლოვებულ განწყობათა (შემოდგომა–დეპრესია, გაზაფხული–აგზნებადობა) იმპულსური, გაუთვალისწინებელი მონაცვლეობა ხანდაზმულ ასკში უფრო მეტად აგრესიული ხდება.
– ყოველთვის ამაღლებული განწყობილების მქონე, რომელსაც მომეტებული ფსიქიკური აქტივობა ახასიათებს იმ გაგებით, რომ ნებისმიერ საქმეს შეეჭიდება, მაგრამ არც ერთს ბოლომდე არ მიიყვანს. დამახასიათებელია ურთიერთობის მოყვარეობა და ჭარბ სიტყვიანობა. სირთულეების გამოხატული სიძლიერის შემთხვევაშიც კი ოპტიმისტები არიან.
მერყეობა გადაწყვეტილების მიღების დროს, მიდრეკილია თვითანალიზისაკენ, მუდამ რაღაცას აანალიზებს, მიდრეკილია რიტუალური ქმედებებისაკენ. ამ ჯგუფის წარმომადგენელთა ძირითად მახასიათებელს წარმოადგენს დაურწმუნებლობა ყველასა და ყველაფერში და გადაწყვეტილების ვერ მიღება. ყოველივე წვრილმანი, რასაც კი ფსიქოასთენიკი შეამჩნევს რეალურ ცხოვრებაში მისთვის წარმოადგენს დაფიქრების საგანს და თავსატეხს. მის გონებაში მთელი ასოციაციური რიგი წარმოიქმნება იმ საგნებისა და მოვლენებისა, რომელთაც ჩვეულებრივი ადამიანი საერთოდ ვერ კი შეამჩნევდა. ისინი ყველაფერს უფრთხიან, მათ შორის არარეალურსა და მხოლოდ მათ გონებაში არსებულს. აწუხებთ თავისი თავის, მომავლის, ჯანმრთელობის მდგომარეობის და ახლობლების ავადობის შიშები. საერთოდ გადაწყვეტილებას ძნელად ღებულობენ, მაგრამ თუ მიიღეს არაფრით შეიცვლიან აზრს და მანამდე ვერ მოისვენებენ სანამ არ აღასრულებენ მას. ვერ იტანენ დროის განზომილებაში მკვეთრ, ნიშანდობლივ თარიღებს, რადგან ეწყებათ წინასწარი ცრუ შფოთვა, რომ ვერ შეასრულებენ დათქმულ დროში მოცემულ პირობას, რის გამოც უსაფუძვლოდ ანერვიულებენ, როგორც საკუთარ თავს, ასევე გარშემომყოფებს. ამიტომ მათთან ურთიერთობისას ჯობს, საერთოდ არ დაიდოს რაიმე დროში შეზღუდული პირობა, რადგან უძილობა გარანტირებული ექნებათ. ოჯახსა და სამსახურში ყოველგვარი წვრილმანი, რაც კი მათ მიერ შემუშავებულ ჩვევებს არ შეესაბამება ძაბავთ მათ და შეიძლება იქცეს გაღიზიანების წყაროდ. ფსიქოასთენიკები პედანტი ხალხია, ფორმალისტი და მოითხოვენ გარშემომყოფთაგან იმავეს. რადგან მათი მოთხოვნილებები პრაქტიკულად ძნელი განსახორციელებელია, ისინი უკმაყოფილებას და საყვედურებს გამოთქვავენ ირგვლივ მყოფთა მიმართ. საერთოდ საჯაროობას ვერ უძლებენ, რის გამოც იმის გაკეთებასაც ვეღარ ახერხებენ, რაც ჩვეულებრივი და სავალდებულოა. საინტერესოა მათი სიმორცხვის თავისებური გამოვლინებანიც: თუ რაიმე კარგს გაუკეთებს ვინმე, მას სცხვენია ღიად მადლიერების გამოხატვა; თუ არასასურველ რამეს სთავაზობენ, მას – ვერ გადაუწყვეტია უკუგდება; თუ მას წესით ვალი უნდა გადაუხადონ, მას არ შეუძლია მოითხოვოს ის. "მე ხშირად ვიტყუები, –ამბობს გარტენბერგის ერთი პაციენტი – რადგან ვერ ვბედავ იმის თქმას რასაც ვფიქრობ."
ფსიქოასთენიკი ბიზნესში წარმატებული ვერ იქნება, რადგან ის მეოცნებე და იდეალისტია. ისინი სამწუხაროდ ვერ იმარჯვებენ არსებობისათვის ბრძოლაში. მათ სჭირდებათ პოზიტიური ურთიერთობები და გულთბილი ატმოსფერო. მიუხედავად ამ ყველაფრისა მათ უყვართ თვითანალიზი: საკუთარი ფსიქიკა მისთვის წარმოადგენს ერთგვარ თეატრს, სადაც ათასმეერთე წარმოდგენას დგავს საკუთარი დასის მონაწილეობით. უყვარს საზოგადო პრობლემებზე დაფიქრება და მას უშუალოდ რომ არ ეხება ისეთ რამეებზე თავის შეწუხება. აზრობრივად მას შეუძლია ბევრი რამ გადაიტანოს, მაგრამ რეალურ ცხოვრებაში მოქმედებაში იზღუდება. მოქმედების სისწრაფე მათი ხასიათის სუსტი ადგილია. უმეტესწილად ფიზიკური სამუშაო არ უყვართ და დიდი შრომის ხარჯზე სწავლობენ ხელით შრომას. განუწყვეტელი ყურადღება საკუთარ სუსტ მხარეებზე ახდენს ფიქსირებას ნეგატიური აზრებისა და განწყობებისა, რამაც შესაძლებელია რეალურ ნეგატიურ შედეგებამდეც მიიყვანოს ისინი.
მკვეთრად გამოხატულია სუბიექტისათვის არასასურველი ფაქტების და მოვლენების თავიდან მოშორების ტენდენცია, სიცრუისადმი მიდრეკილება, ფანტაზიორობა და თვალთმაქცობა, რაც გამოიყენება ყურადღების მისაზიდად, ხასიათდება ავანტურისტული გამოსვლებით, პატივმოყვარეობით, სხვათა მიერ აღიარების მოთხოვნილებით და დაუკმაყოფილებლობით. მოგონილ ავადობას თავშესაფრად იყენებენ. ისტერიული აქცენტუაციით დაჯილდოვებული ხალხის უპირველესი მახასიათებელია:
ადამიანები ხასიათის ისტერიული წყობით არ არიან ჩაღრმავებული საკუთარ გრძნობებს, (ისე, როგორც ამას ფსიქოასთენიკი აკეთებს) და აღქმის პროცესში მხოლოდ მისთვის საინტერესოს აღიქვამს, ხოლო დანარჩენი რჩება მისი ყურადღების მიღმა. ზღვრები, რომლებიც დაუწესა ბუნებამ ნორმალურ ადამიანებს, მათთვის არ არსებობს. ის დროითა და სივრცით არ იზღუდება, რაც ათი წლის წინ მოხდა მისთვის ახალია ჯერაც, ხოლო უახლესი ამბავი კარგად დავიწყებულ ძველად შეიძლება მოეჩვენოთ. რის გამოც ხშირად ერთმანეთში ერევათ რეალობა და ფანტაზია. ზოგიერთი მათი აზრები და ხატებანი იმდენად მკვეთრია, რომ ისინი მათ ზეგავლენაში ექცევიან, მაშინ როცა მეორე ხარისხოვანი რეალური მოვლენები საერთოდ არ ამახსოვრდებათ. გამოირჩევიან ხასიათის მკვეთრი ცვალებადობით დროის მეტად მცირე მონაკვეთში და ახასიათებთ ამბივალენტური გრძნობადი აფექტები. არავინ უწყის რა ხდება მათ სულსა და ფსიქიკაში, რადგან მათი გამოვლინებანი კალეიდოსკოპის სისწრაფით იცვლება და სრული ანარქიის შთაბეჭდილებას ტოვებს. ითვისებენ ყოველივე ახალს, საჭიროს, ადვილად ამყარებენ მეგობრულ კავშირებს, და არ გააჩნიათ ის ზღვრები რაც ტიპური ავადმყოფებისათვის არსებობს. ამის გამო მათ ხშირად უხდებათ შეხვედრა სასამართლოს სტრუქტურებთან.
მოჭარბებული დაქვეითებული განწყობა, დეპრესიისადმი მიდრეკილება, კონცენტრირება ცხოვრების შავ–ბნელ და სამწუხარო სფეროებზე. ყოფაში სერიოზული ადამიანების შთაბეჭდილებას ტოვებენ. მათგან არ უნდა ველოდეთ აქტიურ ცხოვრებას.
ხასიათდება აფექტის მაღალი მდგრადობით. ემოციური უკუკავშირის ხანგრძლივობით. პირადი წყენა არასოდეს მიეცემა დავიწყებას. ამიტომ მას ახასიათებენ როგორც გულღრძო და არაფრის მპატიებელს. სამაგიეროს გადახდას ახლავს ინტენსიური ფანტაზირება იმის შესახებ თუ როგორ უნდა განხორციელდეს ეს. წყენის მტკივნეულობა როგორც წესი აშკარად შესამჩნევის. მეორეც მხრივ მათი დახასიათება შესაძლებელია, როგორც მგრძნობიარეებისა და მოწყვლადების.
ახასიათებს მაღალი მგრძნომელობა ნატიფ ემოციებზე. ახასიათებთ გულჩვილობა, კეთილგანწყობა, გულითადობა. განვითარებული აქვთ ემპატიის გრძნობა. ტირილისადმი განწყობა აგრეთვე დამახასიათებელი თვისებაა.
ძლიერ მოწესრიგებულია, გადაუწყვეტლობა და გაუბედავობა თანმხლები თვისებების. გარეგნული მოწესრიგებულობის უკან დაგას სწრაფი ცვლილებებისადმი და პასუხისმგებლობის აღებისადმი არ სურვილი და ნაკლები შესაძლებლობები. საქმიანობის შეცვლას ახდენენ მხოლოდ უკიდურესი საჭიროების შემთხვევაში და ამასთან რთულად. კეთილსვინდისიერები არიან ყოფით და სამსახურებრივ საკითხებში.
ახასიათებს ქცევის იმპულსურობა. მისი მოქმედებები არ არის დეტერმინირებული ლოგიკითა და რაციონალური განსჯით. სოციალურ ურთიერთობებში ძალიან მოუთმენელნი არიან. სხვების მიმართ არამომთმენლობა პრობლემას უქმნის სოც ჩართულობას.
ეს ადამიანები განიცდიან აღფრთოვანებას კარგი მოვლენების გამო და უკიდურეს უიმედობას ცუდ მოვლენებთან დაკავშირებით. ახასიათებთ ძლიერი შთაბეჭდილებიანობა მიმდინარე მოვლენების მიმართ და ეს შთაბეჭდილებები ყოველთვის ძლიერად გამოიხატება მათ ქცევაში.
აქვე იხილეთ:
ტეგები: Qwelly, ზოგადი_ფსიქოლოგია, პიროვნება, ტესტები, ფსიქოლოგია
Welcome to
Qwelly
გამოაქვეყნა ლაშა_მ.
თარიღი: იანვარი 7, 2026.
საათი: 3:17am
0 კომენტარი
1 Like
სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის, მცხეთა თბილისის მთავარეპისკოპოსის და ბიჭვინთისა და ცხუმ-აფხაზეთის მიტროპოლიტ ილია II-ის
საშობაო ეპისტოლე
საქართველოს წმინდა მართლმადიდებელი ეკლესიის წევრთ, მკვიდრთ ივერიისა და ჩვენი ქვეყნის საზღვრებს გარეთ მცხოვრებ თანამემამულეთ:
„ისმინე, ცაო, და ყურად-იღე, ქუეყანაო,
რამეთუ აჰა ესერა, ძე…
გამოაქვეყნა Karmasaylor_მ.
თარიღი: იანვარი 6, 2026.
საათი: 10:00am
0 კომენტარი
0 მოწონება
Legend of YMIR Diamonds represents a reinvention of the classic Legend of Mir franchise, merging Nordic mythological tones with the modern architectural power of Unreal Engine 5. It blends cosmic lore, MMO systems, faction-driven storytelling, and blockchain-enhanced progression into a cohesive universe shaped by divine tragedy and player ambition. To understand the game strategy and mechanics, players should first grasp the dramatic lore and structural pillars that define YMIR…
გაგრძელება
გამოაქვეყნა Karmasaylor_მ.
თარიღი: დეკემბერი 29, 2025.
საათი: 11:00am
0 კომენტარი
0 მოწონება
In , building a powerful character hinges on more than just gear and skills—your Max Spirit is a crucial resource that fuels many of the game most potent abilities. To increase your Max Spirit, you'll need Uncut Soul Gems, rare and valuable items that unlock your true potential. Whether you're min-maxing a Spirit-heavy build or just looking to unlock stronger abilities, gathering these gems efficiently is a must.
This guide covers the best…
გაგრძელება
გამოაქვეყნა nino bubulashvili_მ.
თარიღი: დეკემბერი 29, 2025.
საათი: 12:14am
0 კომენტარი
0 მოწონება
გამარჯობა💜ბოდიში შეწუხებისთვის,ამ ერთხელაც გთხოვთ გვერდში რომ დამიდგეთ💜მცირედით თუნდაც და იქნებ ამ ახალ წელს შემიმსუბუქდეს მდგომარეობა,ჩემი სამი შვილის გამო რომ ლამაზი ახალი წელი ქონდეთ.ნუ განმსჯით,ცუდ მდგომარეობაში რომ არ ვიყო,არ შეგაწუხებდით😔
18001060169
ეს არის პირადი ნომერი მეუღლის,უშანგი ჭუმბურიძე…
© 2026 George.
•