ასაკთან ერთად ზოგიერთი პერსონოლოგიური მახასიათებელი და აშლილობა სუსტდება, ზოგი ისეთივე ინტენსიობის რჩება, ზოგი კი უფრო მწვავდება. მეტაანალიზმა აჩვენა, რომ 50 წელს გადაცილებულ პირებში, პერსონოლოგიური აშლილობის გავრცელების სიხშირე შეადგენდა 7-10%-ს (Abram and Horowitz, 1996), ხოლო ახალგაზრდებთან, გარკვეულ წილად, უფრო დაბალია ეს მაჩვენებელი. მაჩვენებლის ასეთი დაქვეითება ხშირად მიეწერება იმას, რომ პერსონოლოგიური აშლილობების "ბ" კლასტერი ნაკლებად გამოკვეთილი ხდება (Cohen et al., 1994), ხოლო ობსესიურკომპულსური და შიზოიდური მახასიათებლები შეიძლება უფრო თვალსაჩინო გახდეს (Enels et al., 2003). შიზოიდური ან პარანოიდული მახასაითებლები შეიძლება გაამწვავოს ხანდაზმულ ასაკთან დაკავშირებულმა სოციალურმა იზოლაციამ, იმდენად, რომ, ისინი პროფესიონალებმა, შეიძლება შეცდომით ბოდვით აშლილობად ან შიზოფრენიად მიიჩნიონ. ამ ასაკობრივ ჯგუფში კრიმინალური ქცევა ძალიან იშვიათია. ინგლისსა და უელსში დანაშაულის გამო მსჯავრდებულ პირებს შორის 60 წელს გადაცილებული მამაკაცების რაოდენობა, მხოლოდ 1.7%-ია (Fazel et al., 2001).
ხანდაზმულებში პერსონოლოგიური აშლილობა ხშირად კომორბიდულია დეპრესიასთან და სხვა ფსიქიკურ აშლილობებთან (Devenand, 2002). ისევე, როგორც ახალგაზრდა პაციენტებში, ის ცუდ პროგნოზთანაა დაკავშირებული. პერსონოლოგიური აშლილობა, შეიძლება, გვიანი პერიოდის დეპრესიის რისკ-ფაქტორსაც წარმოადგენდეს (Abrams et al., 1987).
ხანდამზულებში პერსონოლოგიური აშლილობის მიმოხილვისთვის იხილეთ Holroyd, 2000. ხანდაზმულთა სხვა ფსიქიატრიული სინდრომები სიბინძურის სენილური სინდრომი სიბინძურის სენილური სინდრომი ასევე ცნობილია, როგორც დიოგენეს სინდრომი (Clark et al., 1975). ამ სინდრომს ახასიათებს საკუთარი თავისა და გარემოს უგულებელყოფა, შინ სიბინძურეში ყოფნა, სოციალური გარიყულობა და იზოლაცია. ხანდაზმულ პირებში სილოგამანიაც (Syllogomania - არასაჭირო საგნების დახვავება) იჩენს თავს. ამ სინდრომის პროვოცირება შეიძლება მოახდინოს სტრესულმა ცხოვრებისეულმა მოვლენებმა. საავადმყოფოში მოთავსების შემდგომ მაღალია სიკვდილიანობა. დიოგენეს სინდრომის არსებობისას უნდა გამოირიცხოს საკუთარი თავის უგულებელყოფის სხვა მიზეზები, განსაკუთრებით დემენცია, ფსიქოზი ან მძიმე დეპრესია. როგორც წესი, ადამიანი ჯიუტად ამბობს უარს ნებისმიერ დახმარებაზე. რთულია იმის განსაზღვრა, თუ როდის უნდა მოხდეს იძულებითი ჩარევა. მიმოხილვისთვის იხილეთ Reyes-Ortiz, 2001.
შარლ ბონეს სინდრომი შარლ ბონეს სინდრომი გულისხმობს ვიზუალური ჰალუცინაციების არსებობას ფსიქოზის, დემენციის ან დელირიუმის მახასიათებლების გარეშე. ეს ყურადსაღები სინდრომია, რადგან ყოფილა მცდარი დიაგნოზის (განსაკუთრებით ფსიქოზის) დასმის შემთხვევები, რასაც მოსდევდა არასწორი მკურნალობის დანიშვნა. სინდრომი ატარებს შვეიცარიელი ფილოსოფოსის სახელს, რომელმაც, 1760 წელს აღწერა თავისი პაპის შემთხვევა. აღიშნული სინდრომი განსაკუთრებით ხშირია ცუდი მხედველობის მქონე ხანდაზმულ ადამიანებში. გავრცელების სიხშირე დაახლოებით 10-15%-ია. ამბობენ, რომ ეს სინდრომი ხანდაზმული ასაკის ფსიქიატრებთან გაგზავნილი პაციენტების 3.5%-ში ვლინდება. ვიზუალური ჰალუცინაციები კარგად ჩამოყალიბებული და ცხადია, და გარე სივრცეში მყოფად აღიქმება. ისინი შეიძლება პერიოდული ან მუდმივი იყოს. მათი შინაარსი ხან ცვალებადია, ხან სტერეოტიპული. ისინი პაციენტისთვის არანაირი პიროვნული მნიშვნელობის მატარებლები არ არიან. მიუხედავად იმისა, რომ ისინი აკმაყოფილებენ ნამდვილი ჰალუცინაციების ძირითად კრიტერიუმებს, პაციენტს ისეთი განცდა აქვს, რომ ისინი არარეალურია და, ხშირად, მათი გაქრობა თვალების დახუჭვით შეუძლია. მდგომარეობა უმჯობესდება, თუ მხედველობა აღდგება ან პაციენტი სრულიად დაბრმავდება. არ არსებობს ამ სინდრომის სპეციფიკური მკურნალობა. გამოთქმულია მოსაზრება, რომ სინდრომი, შეიძლება, დემენციის ადრეულ ნიშანს წარმოადგენდეს, მაგრამ ეს მოსაზრება დადასტურებული არ არის. მიმოხილვისთვის იხილეთ Jacob et al., 2004.
ტეგები: Qwelly, Syllogomania, disorders, personality, psychology, არასაჭირო_საგნების_დახვავება, აშლილობა, მოხუცები, მოხუცთა_აშლილობები, პერსონოლოგიური_აშლილობები, მეტი...სილოგომანია, ფსიქოლოგია, ფსიქოლოგიური_აშლილობა, ხანდაზმული_პირები
Welcome to
Qwelly
გამოაქვეყნა Karmasaylor_მ.
თარიღი: დეკემბერი 15, 2025.
საათი: 10:30am
0 კომენტარი
0 მოწონება
Legend of YMIR Diamonds stands out as one of the most ambitious MMORPG projects inspired by Norse mythology, blending high-fantasy world-building with survival, kingdom management, and large-scale PvP warfare. At its core, the game reimagines ancient myth—specifically the primordial giant Ymir, whose body became the foundation of the world—as the thematic anchor for a sprawling digital realm. This article explores the world, lore, setting, and narrative elements that shape the experience of…
გაგრძელება
გამოაქვეყნა Violet VSM_მ.
თარიღი: ნოემბერი 24, 2025.
საათი: 11:30am
0 კომენტარი
0 მოწონება
According to a new comprehensive market analysis report by Reed Intelligence, the global Hydrogen Cyanide (HCN) market is projected to grow steadily from 2023 to 2031 at a compound annual growth rate (CAGR) of approximately 2.2 %. This growth is underpinned by strong demand in sodium and potassium cyanide…
გაგრძელება
გამოაქვეყნა Violet VSM_მ.
თარიღი: ნოემბერი 24, 2025.
საათი: 11:00am
0 კომენტარი
0 მოწონება
According to the latest report by Reed Intelligence, the global azimuth thrusters market is projected to witness robust expansion over the forecast period.
Market Size – Base Year & Forecast Year
In the base year 2023, the global is valued and is forecast to grow through 2031 at an approximate compound annual growth rate (CAGR) of 8%.
გამოაქვეყნა Violet VSM_მ.
თარიღი: ნოემბერი 24, 2025.
საათი: 10:30am
0 კომენტარი
0 მოწონება
A new comprehensive report by Reed Intelligence reveals that the global electric fencing market is projected to expand at a compound annual growth rate (CAGR) of approximately 5.5% between 2023 (base…
გაგრძელება
© 2025 George.
•