ბავშვზე ძალადობა შეიძლება სხვადასხვა ფორმით განხორციელდეს, მაგრამ ძალადობა ყოველთვის სერიოზულ ზიანს აყენებს ბავშვის ჯანმრთელობას, განვითარებასა და სოციალიზაციას, ზოგჯერ კი საფრთხეს უქმნის მის სიცოცხლეს.
მთელ მსოფლიოში დაავადებების საერთო რაოდენობის მნიშვნელოვან ნაწილს ბავშვობაში გადატანილი ძალადობის შედეგად გამოწვეული ჯანმრთელობის პრობლემები შეადგენს.
ძალადობის ჯანმრთელობაზე გავლენის ზოგიერთი შედეგი დიდი ხანია გამოკვლეულია, ზოგიერთ შედეგს – ფსიქიკურ დარღვევებსა და სუიციდური ქცევებს - მხოლოდ ახლა დაეთმო მნიშვნელოვანი ყურადღება. ამჟამად არსებობს მტკიცებულებები, რომ უფროსებში გამოვლენილი მრავალი დაავადება – გულის იშემიური დაავადებები, სიმსივნე, ფილტვების ქრონიკული დაავადებები, გაღიზიანებული ნაწლავის სინდრომი და ფიბრომიალგია – ბავშვობაში გადატანილ ძალადობასთანაა დაკავშირებული. ამის ახსნა შესაძლებელია – ბავშვებს, რომელებიც ძალადობის მსხვერპლნი იყვნენ, ხშირად აღენიშნებათ ქცევითი რისკფაქტორები, ისეთი როგორიცაა სიგარეტის მოწევა, ალკოჰოლისადმი მიდრეკილება, ცუდი კვება, მოძრაობითი აქტივობების ნაკლებობა და სხვა. კვლევებმა ასევე გამოავლინა, რომ სერიოზული შედეგები შეიძლება გამოვლინდეს ძალდობის გადატანისთანავე, მოკლე დროში, და ასევე ხანგრძლივი პერიოდის შემდეგ (შორეული შედეგები).
მყისიერ შედეგებს მიეკუთვნება: ფიზიკური ტრავმები, დაზიანებები, ასევე ღებინება, თავის ტკივილები და ტვინის შერყევისათვის დამახასიათბელი სხვა სიმპტომები; ასევე მწვავე ფსიქიკური დარღვევები, რომელიც შეიძლება გამოვლინდეს აგზნების ან დათრგუნვის სახით. შედარებით მოზრდილ ბავშვებში ხშირად ვითარდება ძლერი დეპრესია საკუთრი უუნარობისა და არასრულფასოვნების განცდით. შორეული შედეგებიდან გამოყოფენ ფიზიკურ და ფსიქიკურ დაღვევებს, სხვადასხვა სომატურ დაავადებებს, პიროვნულ და ემოციურ დარღვევებს, სოციალურ შედეგებს.
ბავშვების უმეტესობას, რომლებიც ცხოვრობენ ოჯახებში, სადაც ფიზიკური დასჯა და შეურცხყოფა აღზრდის მეთოდია ან ცხოვრობენ ოჯახებში, სადაც სითბოსა და ყურადღების ნაკლებობაა, აღენიშნებათ ფიზიკური და ფსიქიკური განვითარების შეფერხება. ბავშვები, რომლებიც ძალდობას განიცდიან, ხშირად ჩამორჩებიან თანატოლებს სიმაღლით, წონით ან ორივე მაჩვენებლით ერთდროულად. ისინი უფრო გვიან იწყებენ სიარულს, ლაპარაკს, იშვიათად იცინიან, ცუდად სწავლობენ სკოლაში. ასეთ ბავშვებს ხშირად აღენიშნებათ მავნე ჩვევები: თითების წოვა, ფრჩხილების კვნეტა, რწევა. ასევე ეს ბავშვები გარეგნულადაც განსხვავდებიან თავიანთი თანატოლებისაგან: მკრთალი სახით, შეშუპებული, მძინარე თვალებით, მოუწესრიგებელი და არაჰიგიენური ჩაცმულობითა და გარეგნობით – ხშირად აღენიშნებათ პედიკულოზი, სხვადასხვა სახის გამონაყარი.
დაავადებების სპეციფიკური ხასიათი ძალადობის ფორმაზეა დამოკიდებული:
ფიზიკური ძალადობის დროს ბავშვებს აღენიშნებათ სხეულის შინაგანი ორგანოებისა და გარეგანი დაზიანება: მოტეხილობა, დამწვრობა, სისხლჩაქცევები.
სექსუალური ძალადობის დროს ხშირად ვითარდება სასქესო გზებით გადამდები დაავადებები: სასქესო ორგანოების ინფექციურ-ანთებითი დაავადებები: სიფილისი, გონორეა, შიდსი, შარდ-სასქესო გზების მწვავე და ქრონიკული დაავადებები, სისხლდენა სასქესო ორგანოებიდან და სწორი ნაწლავიდან, საშოსა და სწორი ნაწლავის ჩახევა და სხვა.
ძალადობის ნებისმიერი ფორმის დროს ბავშვებს ფსიქომოტორული დარღვევები აღინიშნებათ: სიმსუქნე ან წონის მკვეთრი დაკარგვა, რაც განპირობებულია უმადობით. ემოციური ძალადობის დროს ბავშვებს ხშირად აღენიშნებათ ალერგიული დაავადებები, კუჭის წყლული; სექსუალური ძალადობისას - გაურკვეველი წარმოშობის ტკივილები მუცლის არეში. ხშირად ვითარდება ნერვულ-ფსიქიკური დაავადებები: უნებლიე მოძრაობები, მეტყველების დარღვევები, ენურეზი (შარდის შეუკავებლობა), ენკოპრეზი (ნაწლავთა მოქმედების შეუკავებლობა), ბავშვები ხშირად განმეორებით ხვდებიან სტაციონარში მოწამვლის, მოტეხილობების გამო.
ჯანმრთელობის მსოფლიო ორგანიზაციის მონაცემებით, ბავშვებზე ძალადობის უარყოფითი შედეგები ერთნაირია სხვადასხვა კულტურულ და გეოგრაფიულ გარემოში. სხვადასხვა ქვეყანაში ჩატარებული გამოკვლევის შედეგად გამოვლინდა, რომ ბავშვებს, რომლებიც ძალადობრივ გარემოში ცხოვრობენ (ოჯახებში, სადაც დედები აცხადებენ, რომ ისინი ქმრებისგან განიცდიან ფიზიკურ ძალადობას), უფრო ხშირად აღენიშნებათ ქცევითი პრობლემები, როგორიცაა: ძილში შარდის შეუკავებლობა, ღამის კოშმარები და გადამეტებული აგრესიულობა ან სიმორცხვე, ვიდრე იმ ბავშვებში, რომლებიც არაძალადობრივ გარემოში ცხოვრობენ.
ბოლო წლებში გაიზარდა მეცნიერული კვლევები თავის ტვინის ადრეული განვითარების შესწავლისათვის, ასევე იმის შესასწავლად, თუ რა გავლენას ახდენს ძალადობა ადრეული ბავშვობისა და მოზრდილობის ასაკში თავის ტვინის განვითარებაზე. მტკიცებულებათა მზარდი რაოდენობა ცხადყოფს, რომ ძალადობის ან ტრავმის ზემოქმედება გავლენას ახდენს განვითარების პროცესში მყოფ ბავშვის ტვინზე და ხელს უშლის ნორმალური განვითარების პროცესებს.
კვლევები ნათლად აჩვენებს, რომ ადრეულ ასაკში, განსაკუთრებით 3 წლის ასაკამდე, ხანგრძლივი ძალადობა და უგულებელყოფა მნიშვნელოვან ფიზიოლოგიურ ცვლილებებს იწვევს თავის ტვინის განვითარებაში. თავის ტვინის განვითარების ეს ცვლილებები, თავის მხრივ, მნიშვნელოვან უარყოფით გავლენას ახდენს ბავშვის ფიზიკურ, შემეცნებით, ემოციურ და სოციალურ ზრდაზე.
თავის ტვინის ცალკეული ნაწილები ვითარდება გარემოდან მიღებული სტიმულაციის შედეგად. ბავშვის თავის ტვინი იზრდება და ვითარდება აქტიურად და აღწევს ზომის 90% 3 წლის ასაკში. ამ პერიოდში მშობლებიMთუ ბავშვს იშვიათად ეხებიან და ცუდად კვებავენ, არ ზრუნავენ მასზე, ასეთ შემთხვევაში ბავშვის თავის ტვინის განვითარებას მნიშვნელოვანი ზიანი ადგება, რადგან ტვინი ეგუება გარემო პირობებს, იგი შეეგუება უარყოფით გარემო პირობებს ისევე, როგორც შეეგუებოდა დადებით გარემოს.
ქრონიკული სტრესი განსაკუთრებით მგრძნობიარეს ხდის ნერვულ რეცეპტორებს და თავის ტვინის იმ უბნებს ავითარებს, რომლებიც პასუხისმგებელი არიან მოუსვენრობაზე, შფოთვასა და შიშზე. ამას კი მოსდევს სხვა ნერვული გზებისა და თავის ტვინის უბნების ნაკლები განვითარება. იმ ბავშვების თავის ტვინი, რომლებიც ხშირად განიცდიან სტრესს, ფიზიკური, სექსუალური ძალადობის ან ხანგრძლივი უგულებელყოფის სახით, მთელ თავიანთ რესურსებს გარემოში არსებული საფრთხის დაძლევასა და გადარჩენაზე ხარჯავენ. ტვინის ასეთი ქრონიკული სტიმულაცია იწვევს თავის ტვინის სპეციფიკური უბნების განსაკუთრებით გააქტიურებას. შესაბამისად ეს უბნები უფრო მეტად არის განვითარებული თავის ტვინის ნაკლებად გააქტიურებული უბნების ხარჯზე(მაგ., რთული აზროვნების უბანი). საბოლოო შედეგი კი ისაა, რომ თავის ტვინის ის ნაწილი, რომელსაც სწავლის ფუნქცია აქვს, მაგრამ საფრთხესა და შიშზე რეაგირებაში არ მონაწილეობს ნაკლებად აქტიურია. სწავლის უნარზე, იმავდროულად, მოგვიანებით ქცევასა და ჯანმრთელობის მდგომარეობაზე დიდ გავლენას ახდენს თავის ტვინის განვითარება ადრეულ ასაკში. გამოცდილება, გარემო, მათ შორის მშობლების აქტიური მონაწილეობა, მეტად მნიშვნელოვანია ბავშვის ადრეული განვითარებისას. როდესაც ადრეული გამოცდილება, ძირითადად, უარყოფითია (ბავშვი იზრდება გულგრილ ან ძალდადობრივ გარემოში) ბავშვებს აღენიშნებათ ემოციური, ქცევითი და სწავლის პრობლემები. იმისათვის რომ, ბავშვმა ისწავლოს და აითვისოს ახალი ინფორმაცია მისი თავის ტვინი მზრუნველ და მშვიდ გარემოში უნდა იმყოფებოდეს, რასაც იშვიათად აღწევს ტრავმირებული ბავშვი. ასეთ ბავშვებს, არ უყალიბდებათ მიჯაჭვულობა მშობლების ან აღმზრდელების მიმართ, რის გამოც არ აქვთ ან შეზღუდული აქვთ თანაგრძნობის უნარი. ბავშვის ადრეულ გამოცდილებაზეა დამოკიდებული თანაგრძნობის და სინანულის განცდის უნარი. თუ იგი არ ჩამოუყალიბდა ბავშვს ადრეულ ასაკში, მას სინანულის გრძნობა დანაშაულის ან მკვლელობის ჩადენის დროსაც კი არ ექნება. თავის ტვინის განვითარების კრიტიკულ პერიოდებში წარმოშობილი ზოგიერთი დარღვევა შეიძლება "ანაზღაურდეს", თუ დროულად და ინტენსიურად ჩავერევით, თუმცა ტვინის სრული პოტენციალის აღდგენა შეუძლებელია. ბავშვებმა, რომლებიც მძიმე ოჯახურ გარემოში იმყოფებოდნენ და მოგვიანებით, კვლავ ბავშვობისას, სანაცვლო მშობლების ან ბებია-ბაბუის მხარდაჭერა იპოვეს, უკვე მოზრდილ ასაკში სიტუაციების მართვის უნარი გამოავლინეს და მატერიალურ უზრუნველყოფასა და კეთილდღეობას მიაღწიეს. მხარდაჭერა ცხოვრების გვიან პერიოდებში ადრეული ბავშვობის ბევრი პრობლემის დაძლევას ეხმარება, თუ საქმე არ ეხება ადრეულ ასაკში განცდილ ძალადობასა და უგულებელყოფას.
ფსიქოლოგიური ტრავმა პრაქტიკულად, ძალადობის მსხვერპლ ყველა ბავშვს აქვს გადატანილი, რის შედეგადაც ისინი შემდგომ ვითარდებიან განსაზღვრული პიროვნული, ემოციური და ქცევითი თავისებურებებით, რომლებიც უარყოფით გავლენას ახდენენ მათ შემდგომ ცხოვრებაზე. ძალადობის მსხვერპლი ბავშვები ხშირად მრისხანებენ და ეს განცდა ხშირად მათზე უფრო სუსტ ბავშვებზე ან ცხოველებზე გადააქვთ. მათი აგრესიულობა ყოველგვარი მიზეზის გარეშე ვლინდება თამაშის დროს. ზოგიერთი მათგანი პირიქით განსაკუთრებულ პასიურობას ავლენს. ორივე შემთხვევაში დარღვეულია კონტაქტი, ურთიერთობა თანატოლებთან. უგულებელყოფილი ბავშვები ცდილობენ ნებისმიერი გზით მიიპყრონ უფროსებისა და თანატოლების ყურადღება, რის გამოც ისინი ხშირად გამომწვევად და აგრესიულად იქცევიან.
სექსუალური ძალადობის მსხვერპლი ბავშვები გამოირჩევიან სექსუალური ურთიერთობის დეტალების ცოდნით და სექსუალური ქცევით, რაც ამ ასაკისათვის შეუფერებელია. იგი ვლინდება სხვა ბავშვებთან თამაშის დროს ან სათამაშოებით თამაშისას. ძალიან ხშირად სექსუალური ძალადობის მსხვერპლი ბავშვები მოზრდილ ასაკში თავად ხდებიან აღვირახსნილი მოქმედების ინიციატორები ან მოძალადეები.
ძალადობის ნებისმიერი ფორმის დროს ყველაზე ხშირი და მძიმე რეაქციაა დაბალი თვითშეფასება, რომელიც ხელს უწყობს იმ ფსიქოლოგიური დარღვევების შენარჩუნებას, რომელიც ძალადობასთანაა დაკავშირებული. პიროვნება დაბალი თვითშეფასებით მუდმივად განიცდის სირცხვილს, დამნაშაულის გრძნობას. ის დარწმუნებულია საკუთარ არასრულფასოვნებაში, იმაში, რომ "ის ყველაზე ცუდია". ამის გამო ასეთ ბავშვებს გარშემომყოფთა პატივისცემის მოპოვება, მათთან ურთიერთობა და წარმატების მიღწევა უჭირთ.
ძალადობის მსხვერპლ ბავშვებს ზრდასრულ ასაკშიც კი აღენიშნებათ დეპრესია. იგი გამოიხატება მარტოობის განცდით, მოუსვენრობით, ძილის დარღვევით. მოზარდებში ხშირია სუიციდის მცდელობები და თვითმკვლელობა.
მსოფლიო მასშტაბით მიღებული მონაცემების შედარება გვაჩვენებს, რომ ზრდასრულ ადამიანებში ფსიქიკური აშლილობის მნიშვნელოვანი ნაწილი დაკავშირებულია ბავშვობაში გადატანილ სექსუალურ ძალადობასთან.
ბავშვზე სექსუალური ძალადობით გამოწვეული ფსიქიკური აშლილობა მსოფლიო მასშტაბით
ფიზიკური ჯანმრთელობის დაზიანება:
სქესობრივი და რეპროდუქციული დაზიანებები:
ფსიქოლოგიური შედეგები:
სხვა შორეული შედეგები:
სოციალურ შედეგებში ერთდროულად ორი ასპექტის გამოყოფაა შესაძლებელი: ბავშვზე ძალადობა უარყოფით ზეგავლენას ახდენს, როგორც ბავშვის ჯანმრთელობასა და განვითარებაზე, ასევე ოჯახებსა და საზოგადოებაზე.
ძალადობაგადატანილ ბავშვებს სირთულეები აღენიშნებათ სოციალიზაციაში: დარღვეული აქვთ კავშირი უფროსებთან, არ აქვთ თანატოლებთან ურთიერთობის უნარი, მწირი ცოდნისა და ერუდიციის გამო ვერ ახერხებენ ავტორიტეტის მოპოვებას სკოლაში და საზოგადოებაში. პრობლემების გადაჭრას კრიმინალურ და ასოციალურ გარემოში პოულობენ, ხშირად იწყებენ ქურდობას ან ჩართული არიან კანონმდებლობით დასჯად საქმიანობაში, აღენიშნებათ ალკოჰოლისა და ნარკოტიკების მიმართ ლტოლვა. გოგონები ხშირად ერთვებიან პროსტიტუციაში, ბიჭებს შესაძლებელია აღენიშნოთ სექსუალური ორიენტაციის შეცვლა. ამის შედეგად ზრდასრულ ასაკში სერიოზული სირთულეები აქვთ ოჯახის შექმნისას. ძალდობის ნებისმიერი ფორმა ბავშვებში და მოზარდებში აყალიბებს პიროვნულ და ქცევით თვისებებს, რომლებიც მათ საზოგადოებისთვის ნაკლებადმომხიბვლელ და სახიფათო პიროვნებებად აყალიბებს. სხვადასხვა კვლევიდან გამომდინარე, ზრდასრული კრიმინალების 70% ბავშვობაში ძალადობაგანცდილი და უგულვებელყოფილია.
ბავშვზე ძალადობა ეკონომიკურ ზეგავლენას ახდენს ოჯახებსა და საზოგადოებაზე. აქ იგულისხმება პირდაპირი ხარჯები, როგორიცაა მსხვერპლისათვის სამედიცინო დახმარების აღმოჩენა, იურიდიული მომსახურება და სოციალური დაცვა, აგრეთვე მსხვერპლი ბავშვის სპეციალური დაწესებულებების მზრუნველობის ქვეშ გადაცემა. არაპირდაპირ ხარჯებში შედის შესაძლო დაზიანება, რომელიც ხანგრძლივ მკურნალობას საჭიროებს ან დაინვალიდება, ფსიქოლოგიური ტრავმა, ასევე განათლების შეწყვეტა, მომავალში ბავშვის ან ახალგაზრდის მიერ საკუთარი შესაძლებლობების გამოვლენის საშუალების დაკარგვა ბავშვზე ძალადობასთან და მის უგულებელყოფასთან დაკავშირებულმა ფინანსურმა ხარჯებმა, მათ შორის, მომავალში დაკარგულმა შემოსავლებმა და ფსიქიკური ჯანმრთელობის აღდგენის ხარჯებმა, მიახლოებითი გამოანგარიშებით 2001 წელს აშშ-ში 94 მილიარდი აშშ დოლარი შეადგინა, ხოლო გაერთიანებულ სამეფოში მხოლოდ გადაუდებელი სოციალური დახმარების და იურიდიული მომსახურების ხარჯებმა წელიწადში 1,2 მილიარდი აშშ დოლარი შეადგინა.
რას განიცდის ბავშვი?
ოჯახში ძალადობის მსხვერპლ ბავშვს თან სდევს სირცხვილის, ბრაზის, სასოწარკვეთის, ხშირად - სიძულვილისა და შურისძიების გრძნობები. ბავშვი გაორებულია: მას უყვარს მშობლები და ამასთანავე მათი დამოკიდებულებით გამოწვეული უარყოფითი ემოციები აწუხებს. ამგვარი გაორება შინაგან დაძაბულობას კიდევ უფრო ზრდის, ბავშვის დაბნეულობასა და ეჭვს იწვევს. ამდენად, ის მუდმივი სტრესის მდგომარეობაში იმყოფება.
ძალადობასთან გამკლავებას სხვადასხვა ბავშვი სხვადასხვა გზით ცდილობს:
ბავშვი საკუთარ თავს მოძალადესთან, აგრესორთან აიგივებს და თვითონაც აგრესიულ, შემტევ როლს ირჩევს. ის ხომ ძალადობას, ისევე როგორც ბევრ სხვა რამეს, მიბაძვისა და მაგალითის ძალით სწავლობს. ადვილი შესაძლებელია, რომ ძალმომრეობა მისთვის სამყაროსთან ურთიერთობის ერთადერთ ფორმად იქცეს. ყალიბდება მოძალადის როლი. აგრესორის ნიღბის უკან კი შეშინებული ბავშვი იქნება დამალული, რომელმაც ეს ნიღაბი მშობლისაგან თავის დასაცავად მოირგო და შეისისხლხორცა.
ბავშვი უმწეო, უსუსურ პოზიციას ირჩევს. ეს კი მასში დანაშაულისა და ბრალეულობის განცდებს ბადებს და განამტკიცებს. ყალიბდება მსხვერპლის როლი, რაც გულისხმობს სირცხვილის გრძნობას გაუბედაობას, პასიურობას, ხშირად საკუთარი უმწეობითა და დაჩაგრულობით მანიპულირებას.
მნიშვნელობა არა აქვს იმას, ბავშვი ოჯახში ძალადობის უშუალო მსხვერპლია (მას სცემენ, ავიწროებენ, შეურაცხყოფას აყენებენ) თუ მოწმე (ოჯახის სხვა წევრებზე ძალადობის მოწმეა). ნებისმიერ შემთხვევაში ძალადობრივ ოჯახში მცხოვრები ბავშვი ძალადობის მსხვერპლია!
მშობელმა უნდა შეიგნოს, რომ მისი ქცევის სტილი შვილებს გადაეცემა, რომლებიც, თავის მხრივ, საკუთარ შვილებზე ზემოქმედებენ და, ამგვარად, ძალადობის ტალღა თაობიდან თაობაზე გადადის. თუნდაც ამიტომ არ არის ოჯახში ბავშვზე ძალადობის პრობლემა მხოლოდ ერთეულების ან მხოლოდ მისი ოჯახის საქმე.
აქედან გამომდინარე, ოჯახში ძალადობის ფაქტების დამალვით საფრთხე ექმნება ოჯახის ყველა წევრის (განსაკუთრებით ბავშვების) ფიზიკურ და ფსიქიკურ მდგომარეობას, მათ შემდგომ ცხოვრებას. პირველ რიგში, აუცილებელია პრობლემის გაზიარება ახლობლებისათვის. ხოლო თუ პრობლემა არ მოწესრიგდა, კომპეტენტური დახმარების გაწევა შეუძლიათ ბავშვთა და მოზრდილთა ძალადობისაგან დაცვის სფეროში მომუშავე სპეციალისტებს: ფსიქოლოგებს, ექიმებს, იურისტებს.
ავტორები: ქ. დავითიშვილი, ე. თავართქილაძე, ი. შარაბიძე
გამოყენებული ლიტერატურა:
ტეგები: Qwelly, ბავშვთა_ფსიქოლოგია, ფსიქოლოგია, შედეგები, ძალადობა
მარტო კაცები ვართ მოძალადეებადდ მოხსენიებული იმას კიარ ამბობენ სადმე რო ზოგჯერ ოჯახში ქალებიც ძალადობენ :D რა იყო ლიბერალების და ფემინისტების დაფინანსებით არი ეს ლიტერატურა დაბეჭდილ გავრცელებული თუ რაა
დაბეჭდვაზე ვერაფერს გეტყვი, მაგრამ გავრცელების დაფინანსებაზე პასუხი მკვეთრად უარყოფითია. რაც შეეხება ძალადობას - სად ამოიკითხე მხოლოდ კაცებიო? აქ აქცენტი მშობლების ძალადობაზეა.
რაც შეეხება კაცების ძალადობას ქალებზე, ამაზე არის კვლევები, რომლებიც ცდილობენ დამტკიცონ, რომ ზრდასრულ ასაკში, მამაკაცის ქალზე ძალადობა ეს არის პასუხი, წლების განმავლობაში ქალების მიერ ამ კაცის სხვადასხვა სახის "დისკრიმინაციისა".
vako_მ თქვა:
მარტო კაცები ვართ მოძალადეებადდ მოხსენიებული იმას კიარ ამბობენ სადმე რო ზოგჯერ ოჯახში ქალებიც ძალადობენ :D რა იყო ლიბერალების და ფემინისტების დაფინანსებით არი ეს ლიტერატურა დაბეჭდილ გავრცელებული თუ რაა
ოჯახში ძალადობაზეა აქცენტი მარა კაცი არი ნახსენები ქალი არა ძმაო მეზარება ამის მეორედ წაკითხვა თორე ზუსტად დაგიკოპირებდი რო უფრო მეტი აქცენტი კაც მოძალადეზეა გაკეთებული ქალი საერთოდ ნახსენები არაა ოჯახია ნახსენები და ძალადობა.
სხვადასხვა ქვეყანაში ჩატარებული გამოკვლევის შედეგად გამოვლინდა, რომ ბავშვებს, რომლებიც ძალადობრივ გარემოში ცხოვრობენ (ოჯახებში, სადაც დედები აცხადებენ, რომ ისინი ქმრებისგან განიცდიან ფიზიკურ ძალადობას), უფრო ხშირად აღენიშნებათ ქცევითი პრობლემები, როგორიცაა: ძილში შარდის შეუკავებლობა, ღამის კოშმარები და გადამეტებული აგრესიულობა ან სიმორცხვე, ვიდრე იმ ბავშვებში, რომლებიც არაძალადობრივ გარემოში ცხოვრობენ.
აი აქ არის ძმაო სადაც ამოვიკითხე არ წერია ეს მაანდ? ქმრებზეა ხოო აშკარად ლაპარაკი? ანუ კაცებზე :D როცა წინადადების და აზრის დასრულების შემდეგ წერტილია და არ გრძელდება შენ გადაიკითხე ეხლა და მითხარი რაზეა მანდ აქცენტი აბა?
კვლავ, წინამდებარე ტექსტში, ერთხელაც არ არის ნახსენები სიტყვები: კაცი, მამა, მამაკაცი, ოჯახის უფროსი, პაპა (ჩამოვწერე ყველა ის ვერსია, რომელიც უნდა მიანიშნებდეს იმ აქცენტზე, შენ რომ საუბრობ). ბაბუა, მხოლოდ ერთხელაა ნახსენები და ისიც ბებია-ბაბუას კონტექსტში.
ცხრილი, სადაც კაცების და ქალების დაყოფაა ფსიქიკური აშლილობის მიხედვით, არ იძლევა იმ დასკვნის გაკეთების საშუალებას, წინა კომენტრებში შენ რომ გააკეთე.
vako_მ თქვა:
ოჯახში ძალადობაზეა აქცენტი მარა კაცი არი ნახსენები ქალი არა ძმაო მეზარება ამის მეორედ წაკითხვა თორე ზუსტად დაგიკოპირებდი რო უფრო მეტი აქცენტი კაც მოძალადეზეა გაკეთებული ქალი საერთოდ ნახსენები არაა ოჯახია ნახსენები და ძალადობა.
ზუსტად დაგიკოპირე ეგ ადგილი რაზეც გელაპარაკები და აშკარად იტყუები , რას ქვია არ არი ნახსენები ქმარია ნახსენები ხოო? ქმარიი მე ვიცი კაცი და შენ თუ კიდე სხვა რამე იცი არ ვიცი მეე :D გადახედე არ წაიკითხე მგონი შენ ეგ ადგილი
ზუსტად ამ მონაკვეთს ვაკოპირებდი ახლა, განმარტების დასაწერად. კი, კვლევების უმრავსეობა, რომელიც ეხება ოჯახში ძალადობას, აქცენტს მამაკაცის ძალადობაზე აკეთებს, შესაბამისად, ეს შედეგებიც ერთ-ერთი კვლევიდანაა აღებული.
vako_მ თქვა:
სხვადასხვა ქვეყანაში ჩატარებული გამოკვლევის შედეგად გამოვლინდა, რომ ბავშვებს, რომლებიც ძალადობრივ გარემოში ცხოვრობენ (ოჯახებში, სადაც დედები აცხადებენ, რომ ისინი ქმრებისგან განიცდიან ფიზიკურ ძალადობას), უფრო ხშირად აღენიშნებათ ქცევითი პრობლემები, როგორიცაა: ძილში შარდის შეუკავებლობა, ღამის კოშმარები და გადამეტებული აგრესიულობა ან სიმორცხვე, ვიდრე იმ ბავშვებში, რომლებიც არაძალადობრივ გარემოში ცხოვრობენ.
აი აქ არის ძმაო სადაც ამოვიკითხე არ წერია ეს მაანდ? ქმრებზეა ხოო აშკარად ლაპარაკი? ანუ კაცებზე :D როცა წინადადების და აზრის დასრულების შემდეგ წერტილია და არ გრძელდება შენ გადაიკითხე ეხლა და მითხარი რაზეა მანდ აქცენტი აბა?
Welcome to
Qwelly
გამოაქვეყნა EFTcheat_მ.
თარიღი: აპრილი 26, 2025.
საათი: 2:30pm
0 კომენტარი
0 მოწონება
In the present earth, history checks are getting to be a regular part of the selecting method, tenant screening, and in some cases volunteer variety. From verifying work historical past to examining felony information, qualifications check providers give vital insights into somebody's heritage. In the following paragraphs, we’ll include the kinds of track record checks, how they perform, and why They are really critical for each companies and people.
What exactly…
გამოაქვეყნა ლაშა_მ.
თარიღი: აპრილი 22, 2025.
საათი: 11:23pm
0 კომენტარი
1 Like
თვალებს ძლივს ახელდა დასაძინებლად რომ წავედით, მაგრამ მაინც მოვახერხეთ ძილისწინა საუბრები. ამჯერად, თემა ნათესავები და ნათესაური კავშირები იყო და ცოტა ვერ მიხვდა რა სხვაობა შვილიშვილსა და შვილთაშვილს შორის. ის კი გაიგო, რომ პირველი - მესამე თაობას ნიშნავდა, ხოლო მეორე - მეოთხეს, მაგრამ თვითონ ეს სიტყვები - შვილი-შვილი და შვილთა-შვილი რატომ…
გამოაქვეყნა ლაშა_მ.
თარიღი: აპრილი 20, 2025.
საათი: 2:00am
0 კომენტარი
2 მოწონება
სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის, მცხეთა-თბილისის მთავარეპისკოპოსისა და ბიჭვინთისა და ცხუმ-აფხაზეთის მიტროპოლიტის, ილია II-ის სააღდგომო ეპისტოლე
საქართველოს წმინდა მართლმადიდებელი ეკლესიის წევრთ, მკვიდრთ ივერიისა და ჩვენი ქვეყნის საზღვრებს გარეთ მცხოვრებ თანამემამულეთ:
ქრისტე აღდგა!
აღდგეს ღმერთი, მიმოიფანტონ…
გამოაქვეყნა BennieJeansg_მ.
თარიღი: აპრილი 17, 2025.
საათი: 5:00am
0 კომენტარი
1 Like
In Amazon's massively multiplayer online role-playing game (MMORPG) New World, the mystical land of Aeternum is full of danger, intrigue, and opportunity. Players are tasked with surviving in a world rich in history, politics, and player-driven conflict. One of the key elements of gameplay in is choosing a faction. This decision has significant implications for your gameplay experience, as it influences your alliances, PvP (Player vs. Player) interactions, and the overall progression of your…
გაგრძელება
© 2025 George.
•