გამოკითხვის წარმოდგენილი მოდელი ბავშვზე ძალადობის შემთხვევაში ინტერვიუს ჩასატარებელი ინსტრუმენტია. გამოკითხვის მიზანია იმის გარკვევა, ჩადენილია თუ არა ბავშვის მიმართ რაიმე საზიანო ან სახიფათო ქმედება. პასუხი უნდა გაეცეს შემდეგ კითხვებს: რა მოხდა? ვინ ჩაიდინა ეს? სად მოხდა? როდის მოხდა? როგორ მოხდა? ბავშვთან ინტერვიუს დაწყებამდე აუცილებელია მშობლის/მეურვის, ბავშვზე პასუხისმგებელი პირის თანხმობა.
გამოკითხვაზე გავლენას ახდენს: ა) ბავშვთან დაკავშირებული გარემოებები; ბ) ბავშვისაგან დამოუკიდებელი გარემოებები.
ბავშვთან დაკავშირებული გარემოებებია ბავშვის ასაკი, მისი ფიზიკური მდგომარეობა, ემოციური მდგომარეობა, განვითარების დონე (მათ შორის, მეტყველების განვითარების), გამოცდილება, ცოდნის მარაგი, საუბრისთვის მზაობა და სხვა.
ბავშვისგან დამოუკიდებელი გარემოებებია:
ინტერვიუერის პიროვნება, მისი ცოდნა, ბავშვთან მუშაობის უნარი;
ინტერვიუერი უნდა ერკვეოდეს ბავშვის განვითარების ასაკობრივ თავისებურებებში. მას უნდა შეეძლოს დაღლილობისა და ყურადღების კონცენტრაციის დაქვეითების ნიშნების ამოცნობა: მაგ., როცა ბავშვი სკამზე წრიალებს, შეკითხვას არ ისმენს, ყურადღება ეფანტება და ა.შ. ამ შემთხვევაში უნდა შევთავაზოთ შესვენება ან ინტერვიუ მომდევნო დღისათვის გადავდოთ (თუ ეს შესაძლებელია). მტკივნეულ თემაზე საუბრისას ინტერვიუერი უნდა მიხვდეს, რა უქმნის ბავშვს დისკომფორტს.
ინტერვიუს ჩატარების ადგილი;
ინტერვიუს ჩატარების ადგილი ისე უნდა იქნეს შერჩეული, რომ ბავშვმა თავი კომფორტულად და უსაფრთხოდ იგრძნოს. გამოკითხვის პროცესში უნდა გამოირიცხოს ყველა ის ფაქტორი, რომელიც ბავშვს ყურადღებას გაუფანტავს. შეხვედრის ადგილი ხშირად სკოლაა, თუკი, რა თქმა უნდა, მოძალადე არ არის სკოლის თანამშრომელი. სკოლის ადმინისტრაციის ხელშეწყობით ინტერვიუს ჩასატარებლად უნდა გამოიყოს ცალკე ოთახი, სადაც ბავშვი მოხერხებულად იგრძნობს თავს. ინტერვიუ არ უნდა დაემთხვეს სასწავლო დღის ბოლოს ან რთულ გამოცდას, რათა ბავშვი ავარიდოთ დამატებით სტრესს.
ინტერვიუ ასევე შეიძლება ჩატარდეს სახლში, თუკი მოძალადე არაა ბავშვის ნათესავი ან პირი უახლოესი გარემოცვიდან.
ინტერვიუს ჩატარების დრო
ინტერვიუს ჩატარების დრო ბავშვის ინტერესების გათვალისწინებით უნდა განისაზღვროს. აუცილებელია ბავშვის ასაკისა და ასაკისათვის შესაფერისი დღის განრიგის გათვალისწინება. დაღლის ფაქტორი გავლენას ახდენს ინტერვიუს მსვლელობაზე. გაითვალისწინეთ, რომ ბავშვი ბუნებრივად იქცევა, როცა იგი დასვენებულია.
სხვა დამსწრეები
უცხო პირთა დასწრებამ შეიძლება ხელი შეუშალოს ძალადობის შესახებ სწორი ინფორმაციის დადგენას. ამასთან, ზოგიერთ შემთხვევაში სკოლის თანამშრომელსა და მკურნალ ექიმს შეუძლიათ მნიშვნელოვანი ინფორმაციის მიწოდება, ბავშვისთვის შინაგანი დაძაბულობის მოხსნა და მომხდარის დეტალების გახსენებაში დახმარება. ინტერვიუერმა უნდა გადაწყვიტოს, შეუწყობს თუ არა ხელს სხვების დასწრება ბავშვს იმაში, რომ თავი მოხერხებულად იგრძნოს და, შესაბამისად, დაეხმარება თუ არა ეს მას სწორი ინფორმაციის მიღებაში.
შესაძლო მოძალადე
ძალადობაში ეჭვმიტანილი პირები არ უნდა იმყოფებოდნენ ოთახში ან იმ ადგილთან ახლოს, სადაც გამოკითხვა მიმდინარეობს. შესაძლოა ეჭვმიტანილი უდანაშაულო იყოს, მაგრამ მას მაინც ეკრძალება დაზარალებულთან ერთად ოთახში ყოფნა.
მშობლები
ისეთი ბავშვის გამოკითხვას, რომელსაც საკუთარი აზრის გამოთქმა უჭირს, სასურველია, მშობელი ან ოჯახის რომელიმე წევრი ესწრებოდეს "გადასათარგმნად". თუმცა აქ არსებობს გარკვეული რისკი. ჯერ ერთი, შეიძლება მშობელი ან ოჯახის წევრი მონაწილეობდეს ძალადობაში ან მსხვერპლის დუმილის მიზეზს წარმოადგენდეს; მეორე, ბავშვს შეიძლება წინასწარ დაუგეგმონ ან სულაც აუკრძალონ მომხდარზე საუბარი; მესამე, ბავშვი შეიძლება დაელოდოს მშობლის თანხმობას, სანამ კითხვაზე პასუხს გაგცემთ.
ამ მიზეზების გამო რეკომენდებულია ინტერვიუს ჩატარება მშობლის ან ოჯახის წევრის დასწრების გარეშე.
იმ შემთხვევაში, როცა ინტერვიუს პროცესში მშობლის ან ოჯახის სხვა წევრის დასწრება აუცილებელია, შემდეგ საჭიროა მშობლის თანხმობის მიღება მის გარეშე ინტერვიუს გაგრძელებაზე.
ინტერვიუსთვის მომზადება გულისხმობს, ერთი მხრივ, ინტერვიუერისა და ინტერვიუს ჩატარების ადგილის მომზადებას და, მეორე მხრივ, ბავშვის მომზადებას ინტერვიუსათვის. ამისათვის ინტერვიუერი უნდა გაეცნოს მის ხელთ არსებულ ყველა მასალას და მონაცემს ბავშვთან და შემთხვევასთან დაკავშირებით.
ინტერვიუერმა საუბრისთვის უნდა გამოყოს დრო. ინტერვიუს ტემპს თვითონ ბავშვი გვკარნახობს თავისი ქცევით. ინტერვიუერი, რომელსაც სურს ერთი შეხვედრით შემოიფარგლოს და მომხდარის შესახებ მთელი ინფორმაციის ამოღებას ერთი ინტერვიუდან აპირებს, ბავშვზე აუცილებლად მოახდენს ზეწოლას (თუნდაც უნებურად). თუკი საუბრისთვის გამოყოფილი დროის ლიმიტი ამოიწურება ისე, რომ ინტერვიუერი საჭირო ინფორმაციას ვერ მიიღებს, აჯობებს, რომ მან კიდევ ერთი შეხვედრა დანიშნოს. შეხვედრათა ლიმიტის წინასწარ განსაზღვრა არასასურველია.
ინტერვიუერმა უნდა უზრუნველყოს ინტერვიუსათვის მოხერხებული, უსაფრთხო ადგილის შერჩევა. სასურველია, რომ ინტერვიუ ჩატარდეს დღისით, როცა ბავშვი ფხიზლადაა და დაღლილი არაა.
შესვენება აუცილებელია, თუ ბავშვი მოითხოვს ამას ან თუ იგი დაღლილად გამოიყურება. ინტერვიუს წინ ან შესვენებისას ბავშვს უნდა შევთავაზოთ წყლის დალევა ან საპირფარეშოში გასვლა. ინტერვიუს დროს არ არის რეკომენდებული საკვების შეთავაზება, რადგან ეს მას ყურადღებას გაუფანტავს. სასურველია, შევთავაზოთ წვენი და უკოფეინო სასმელები. გახსოვდეთ, რომ სასმელისა და საკვების შეთავაზება ბავშვმა შეიძლება აღიქვას, როგორც ჯილდო პასუხისათვის. შედეგად ის შეეცდება გაგცეთ რაც შეიძლება მეტი პასუხი ისე, რომ არც დაფიქრდეს მათ სისწორეზე. ამდენად, აუცილებელია განვუმარტოთ, რომ ნამცხვარსა და სასმელს ინტერვიუზე მოსულ ყველა ბავშვს ვთავაზობთ და არავითარ შემთხვვვაში არ ვუთხრათ: "წვენითა და ორცხობილით გაგიმასპინძლდები, თუკი კითხვებზე გამცემ პასუხს".
დამხმარე მასალა ინტერვიუსათვის: სახატავი ფურცლები, ფერადი ფანქრები ან ფლომასტერები, კონსტრუქტორები, ჩვეულებრივი თოჯინები, მანქანები, ანატომიური თოჯინები. მაგიდაზე უნდა იდოს მხოლოდ ფურცლები, ფანქრები. სათამაშოები უნდა ინახებოდეს დახურულ კარადაში, რათა ბავშვს ყურადღება არ გაეფანტოს. ინტერვიუერმა ბავშვს სათამაშო უნდა მისცეს შესვენებისას ან ინტერვიუს პროცესში, როგორც ინფორმაციის მიღების ალტერნატიული საშუალება.
ბავშვის განვითარების დონის შეფასება და გათვალისწინება. ინტერვიუერმა წინასწარ უნდა შეაფასოს ბავშვის განვითარების დონე. ის უნდა დაინტერესდეს, ხომ არა აქვს ბავშვს ჯანმრთელობასთან დაკავშირებული პრობლემები, რომლებმაც შეიძლება ხელი შეუშალონ ინტერვიუს მიმდინარეობას. ბავშვის განვითარების დონეს საჭიროების შემთხვევაში წინასწარ აფასებენ ფსიქოლოგები. ინტერვიუერმა უნდა გაარკვიოს, შეესაბამება თუ არა მისი სამეტყველო ენა ბავშვის განვითარების დონესა და მის კულტურულ თავისებურებებს ბავშვთან საუბრის დაწყებამდე; უნდა გამოიყენოს ბავშვის სასაუბრო ლექსიკონში შემავალი სიტყვები. წინადადებათა მარტივი სტრუქტურა და მარტივი შეკითხვები აუცილებელია იმისათვის, რომ ბავშვი მიხვდეს, რას ეკითხებიან.
იმ ბავშვებთან საუბრისას, რომლებიც მედიკამენტებს იღებენ, ინტერვიუერმა აუცილებლად უნდა გაარკვიოს, რა სახის წამლებს იღებს ბავშვი და როგორ ზემოქმედებენ ისინი ბავშვის ქცევაზე, მის რეაქციებზე, მეხსიერებაზე; დააზუსტოს წამლის მიღების დრო და მოქმედების ხანგრძლივობა. ინტერვიუ უნდა დაიგეგმოს მაშინ, როცა წამლის გვერდითი მოვლენები აღარ მოქმედებს ბავშვის ფსიქიკასა და მის საერთო მდგომარეობაზე. ინტერვიუერმა შეიძლება კონსულტაციისათვის მიმართოს პედიატრს, რომლის მეთვალყურეობის ქვეშ იყო ბავშვი ინტერვიუმდე.
თუკი ბავშვი სარგებლობს სპეციალური ინსტრუმენტებით, როგორიცაა ეტლი, სასმენი პროტეზი, ინტერვიუერმა უნდა გაითვალისწინოს საუბრისას ამ ყველაფრით გამოწვეული უხერხულობები და გამორიცხოს მათი ნეგატიური გავლენა ინტერვიუს მსვლელობაზე.
თუ ბავშვს აქვს შეფერხებები განვითარებაში, კითხვები ისე უნდა იქნეს ფორმულირებული, რომ ისინი შეესაბამებოდნენ ბავშვის ფსიქიკურ განვითარებას და არა მის ასაკს. ამავე დროს, ინტერვიუერის მიერ გამოყენებული ტერმინი შეიძლება ბავშვმა ვერ გაიგოს, თუნდაც ეს ტერმინი შეესაბამებოდეს ბავშვის მენტალური განვითარების დონეს.
იმ შემთხვევაში, თუკი ბავშვს ჯანმრთელობასთან დაკავშირებული პრობლემები აქვს, საჭიროა წინასწარ დაველაპარაკოთ მშობლებს, რომლებსაც შეუძლიათ დაგვეხმარონ ინტერვიუს ჩატარებისას მოსალოდნელი გართულებების წინასწარ განჭვრეტაში. ასეთ ბავშვთან საუბრისას განსაკუთრებით მომთმენი, ყურადღებიანი და ტაქტიანი უნდა ვიყოთ.
ინტერვიუს დაწყებამდე ინტერვიუერმა ბავშვს უნდა დაათვალიერებინოს ოთახი, სადაც ინტერვიუ ჩატარდება. ვიდეო ან აუდიოკასეტაზე ჩაწერისას აუცილებელია ბავშვისთვის ჩაწერის მიზეზის ახსნა და იმის ჩვენება, თუ როგორ ჩაიწერება ინტერვიუ. ბავშვს საშუალება უნდა მიეცეს, თვითონ აირჩიოს ადგილი, სადაც დაჯდება.
კონტაქტის დასამყარებლად სასურველია, რომ ინტერვიუერმა ჯერ ჰკითხოს ბავშვს მისი ოჯახის, მეგობრების, სკოლის შესახებ. შეკითხვები წელიწადის დროებზე, ცხოველებზე, ყოველდღიურ მოვლენებზე, თარიღზე საშუალებას მისცემს ინტერვიუერს, გაარკვიოს ბავშვის განვითარების ზოგადი დონე, ის, თუ რამდენად ამომწურავი პასუხების გაცემა შეუძლია მას მომხდართან დაკავშირებით.
მაგალითად, შეკითხვები შეიძლება ასე ჩამოყალიბდეს:
მხოლოდ ამის შემდეგ შეიძლება კონკრეტულ საკითხებზე გადასვლა. ინტერვიუერმა აუცილებლად უნდა აუხსნას ბავშვს, რატომ არის საჭირო მასთან საუბარი და რას ელიან მისგან. თუკი ბავშვს ეცოდინება, რის გაგება სურთ მისგან, ის ნაკლებად აღელდება და ნაკლებად დაეჭვდება. შესაბამისად, მისი პასუხები უფრო ზუსტი იქნება. წინააღმდეგ შემთხვევაში, ბავშვმა შეიძლება ივარაუდოს, რომ მომხდარში მას ადანაშაულებენ და მის დასჯას აპირებენ.
ასევე აუცილებელია ბავშვისთვის ინტერვიუს წესების ახსნა. ბავშვს შეიძლება ეგონოს, რომ მან არ უნდა შეუსწოროს ინტერვიუერს, თუ ამ უკანასკნელს არასწორად ესმის ბავშვის ნათქვამი.
ინტერვიუერს შეუძლია შემდეგნაირად განუმარტოს ბავშვს ინტერვიუს წესები:
ძალზე მნიშვნელოვანია, რომ ბავშვმა გვიამბოს განსაკუთრებით მნიშვნელოვანი მომენტების შესახებ: ვინ იყო ძალადობრივი ქმედების მონაწილე, სად მოხდა ძალადობა, როგორ მოხდა, რა ითქვა და რას გრძნობდა თვითონ.
დეტალების შეკრება
ინტერვიუერმა შეიძლება დასვას კითხვები მომხდარის დეტალების დასაზუსტებლად. კითხვები დეტალებთან დაკავშირებით ხელს უნდა უწყობდეს იმის დადგენას, თუ ვინ ესწრებოდა ძალადობას, რას აკეთებდნენ ისინი, რა ითქვა ძალადობამდე და ძალადობის შემდეგ, როდის, სად და როგორ მოხდა ეს. ისეთ კითხვებს, როგორიცაა "კი თუ არა?" ან მრავალმნიშვნელოვან შეკითხვებს უნდა ახლდეს კონკრეტული ხასიათის კითხვაც (მაგ.: "უფრო მეტი მიამბე ამის შესახებ").
თუ ძალადობა მეორდებოდა, მაშინ ბავშვმა ჯერ ერთ შემთხვევაზე უნდა გიამბოთ. როცა ერთი შემთხვევის დეტალები ცნობილია, ინტერვიუერს შეუძლია ივარაუდოს მოვლენების შემდგომი განვითარება და ერთი შემთხვევიდან მეორეზე გადაიტანოს საუბარი, დასვას კითხვები, რომლებიც გაამჟღავნებენ დეტალებს.
ინტერვიუერმა არ უნდა იხმაროს ისეთი სიტყვები და გამოთქმები, როგორიცაა მაგალითად, "ორალური სექსი", "სქესობრივი აქტი" და სხვა, ვინაიდან ისინი ერთსა და იმავეს არ ნიშნავს ბავშვებისა და დიდებისათვის. ინტერვიუერის ამოცანაა, ზუსტად გაიგოს, რაზე საუბრობს ბავშვი.
ინტერვიუერი დაინტერესებულია მომხდარი ძალადობის დეტალებით (რას გრძნობდა, რა ესმოდა, რას ხედავდა ბავშვი). ასევე იმით, თუ ვინ იმყოფებოდა იქ (ძალადობამდე და ძალადობის შემდეგ), სად იყვნენ ამ დროს მშობლები, ვინ რა თქვა.
თუ ბავშვი აცხადებს, რომ მან მომხდარზე უფროსს უამბო, ინტერვიუერმა უნდა გაარკვიოს გარემოებები, სადაც ეს მოხდა, რა ითქვა და რა ზომები იქნა მიღებული.
ბავშვმა შეიძლება აღწეროს ის ნივთები (ფოტოები, წიგნები, ჟურნალები, ტანსაცმელი და სხვა), რომლებიც გამოიყენა მოძალადემ. ასეთი ნივთების აღმოჩენა ხელს შეუწყობს ბავშვის მონათხრობის სისწორის დადგენას.
შეკითხვების ტიპები
თუკი ბავშვმა ინტერვიუერს არასრული ინფორმაცია მიაწოდა, აუცილებელია მასთან შეთანხმება შემდეგი შეხვედრის შესახებ. თუ გამოკითხვისას ბავშვის სხვა სპეციალისტთან გაგზავნის საჭიროება გამოჩნდა, ინტერვიუერმა ამის შესახებაც უნდა უთხრას ბავშვს. ბავშვი შეიძლება დაინტერესდეს საკუთარი უსაფრთხოებით და იმით, თუ რა მოუვა მის მოძალადეს. ინტერვიუერი მზად უნდა იყოს იმისათვის, რომ გულწრფელი პასუხი გასცეს ბავშვს. მან უნდა განუმარტოს ბავშვს, თუ როგორ უნდა მოიქცეს საზოგადოებაში მოძალადესთან შეხვედრისას.
თუ ძალადობის ფაქტი არ დადასტურდა, ინტერვიუერმა მადლობა უნდა გადაუხადოს ბავშვს თანამშრომლობისა და დროის დათმობისათვის. ინტერვიუერი უნდა დაინტერესდეს, აქვს თუ არა ბავშვს შეკითხვები. ეს საუკეთესო გზაა ბავშვის დასარწმუნებლად იმაში, რომ მასზე ზრუნავენ და არ არიან გულგრილნი მისი შემდგომი ცხოვრების მიმართ. ინტერვიუერმა შეიძლება ბავშვს მისცეს საკუთარი ტელეფონის ნომერი და აუხსნას, თუ როგორ შეიძლება მისი ნახვა, თუკი მომავალში ამის საჭიროება იქნება.
ინტერვიუერი ამთავრებს საუბარს პოზიტიურ ნოტზე, რათა ბავშვს დაანახვოს, რომ არსებობენ ადამიანები, რომლებიც მასზე ზრუნავენ.
ხუთი "არა" ძალადობაგანცდილ/სავარაუდოდ ძალადობაგანცდილ ბავშვთან საუბრისას:
ხუთი "დიახ" ძალადობაგანცდილ/სავარაუდოდ ძალადობაგანცდილ ბავშვთან საუბრისას:
ავტორი: ე. თავართქილაძე
გამოყენებული ლიტერატურა:
ტეგები: Qwelly, ბავშვთა_ფსიქოლოგია, ინტერვიუ, ფსიქოლოგია, ქველი
Welcome to
Qwelly
გამოაქვეყნა Karmasaylor_მ.
თარიღი: მაისი 6, 2025.
საათი: 5:17am
0 კომენტარი
0 მოწონება
POE 2 Currency continues to build on the rich legacy of its predecessor, offering players a multitude of skills and strategies to explore. Among the many abilities available, Arcane Surge stands out as a crucial support skill for spellcasting classes. This article will guide you through the process of acquiring and utilizing Arcane Surge effectively to enhance your gameplay experience.
Arcane Surge is a powerful support skill…
გაგრძელება
გამოაქვეყნა EFTcheat_მ.
თარიღი: მაისი 5, 2025.
საათი: 10:30pm
0 კომენტარი
0 მოწონება
From the at any time-transforming environment of tunes, pop tunes continue to be a cornerstone of mainstream culture. Spotify, the world’s major tunes streaming System, has revolutionized how we take in pop tunes, bringing the genre to billions of ears across the globe. But How can Spotify shape our adore for pop music, and what would make these tracks so irresistibly catchy?
The Anatomy of a Pop Hit
Pop tunes are built to be infectious. With their…
გამოაქვეყნა EFTcheat_მ.
თარიღი: აპრილი 26, 2025.
საათი: 2:30pm
0 კომენტარი
0 მოწონება
In the present earth, history checks are getting to be a regular part of the selecting method, tenant screening, and in some cases volunteer variety. From verifying work historical past to examining felony information, qualifications check providers give vital insights into somebody's heritage. In the following paragraphs, we’ll include the kinds of track record checks, how they perform, and why They are really critical for each companies and people.
What exactly…
გამოაქვეყნა ლაშა_მ.
თარიღი: აპრილი 22, 2025.
საათი: 11:23pm
0 კომენტარი
1 Like
თვალებს ძლივს ახელდა დასაძინებლად რომ წავედით, მაგრამ მაინც მოვახერხეთ ძილისწინა საუბრები. ამჯერად, თემა ნათესავები და ნათესაური კავშირები იყო და ცოტა ვერ მიხვდა რა სხვაობა შვილიშვილსა და შვილთაშვილს შორის. ის კი გაიგო, რომ პირველი - მესამე თაობას ნიშნავდა, ხოლო მეორე - მეოთხეს, მაგრამ თვითონ ეს სიტყვები - შვილი-შვილი და შვილთა-შვილი რატომ…
© 2025 George.
•