მიტროპოლიტი იეროთეოს ვლახოსი - მართლმადიდებლური ფსიქოთერაპია
თავი პირველი
ქრისტიანობის შესახებ მრავალი გამოკვლევა არსებობს. შეკითხვაზე თუ რა არის ქრისტიანობის არსი და სამყაროში მისი მისია - ასევე მრავალნაირი პასუხია გაცემული. მათგან უმრავლესობა მართებული არ არის. წინამდებარე ნაშრომში ვნახავთ, რომ ქრისტიანობა და ძირითადად მართლმადიდებლობა მკურნალი მეცნიერებაა, განვმარტავთ რას ნიშნავს კურნება და როგორ მიიღწევა იგი.
--------------------------------
ქრისტიანობის არსის განმარტებისას ბევრი ამბობს, რომ ის ფილოსოფიაა ან ისეთივე რელიგია, როგორსაც ანტიკურობიდან ვიცნობთ. ცხადია, ქრისტიანობას ფილოსოფიას ვერ ვუწოდებთ მისი დღევანდელი გაგებით. ფილოსოფია აზრთა სისტემაა, რასაც ხშირად სიცოცხლესთან კავშირი არა აქვს. ძირითადი განსხვავება ქრისტიანობასა და ფილოსოფიას შორის ის არის, რომ ფილოსოფია ადამიანური აზროვნებაა (στοχασµός), ქრისტიანობა კი - ღმერთის გაცხადება: ის ადამიანის აღმოჩენა კი არ არის, არამედ თავად ღმერთის პოვნაა ადამიანში. ქრისტიანობის ჭეშმარიტების შეცნობა ადამიანური ლოგიკით შეუძლებელია. იქ, სადაც დაუძლურდა ადამიანური სიტყვა, მოვიდა ღმერთკაცებრივი სიტყვა, უფრო სწორად ღმერთკაცი ქრისტე, სიტყვა ღმრთისა. ღმერთის ამგვარი აღმოჩენა თანამედროვე ეპოქის ფილოსოფიური ტერმინოლოგიით განმტკიცდა, მაგრამ მიუხედავად ამისა, შევნიშნავთ, რომ ქრისტიანობა ფილოსოფია არ არის. ღმერთკაცებრივი სიტყვის მხოლოდ შესამოსელია ფილოსოფიიდან ამოღებული.
იოანე ოქროპირი ისაიას (ისაია 3. 1-2.) წინასწარმეტყველების განმარტებაში წერს: "მოაზროვნედ (გამგებად) ითვლება ის ადამიანი, ვინც მომავალს ჭვრეტს თავისი მაღალი გონიერებით და გამოცდილებით. თუმცა ერთია - მოაზროვნეობა, მეორე კი წინასწარმეტყველება: ეს უკანასკნელი სული წმინდის მადლით ლაპარაკობს და თავის მხრიდან არაფერს ამატებს, პირველი კი საფუძვლად უკვე მომხდარ მოვლენას იღებს და საკუთარი გონიერებით შეუძლია მომავალი განჭვრიტოს, როგორც ამას ჭეშმარიტად გონიერი ადამიანი აკეთებს. ამ ორ მოვლენას შორის დიდი განსხვავებაა, ისევე როგორც განსხვავებულია ადამიანური გონება და ღვთიური მადლი".
ამდენად, ფილოსოფია და წინასწარმეტყველება ერთმანეთისგან განსხვავდება, წინასწარმეტყველება ანუ წინასწარმეტყველის სიტყვა ღმრთისმეტყველებაა. ფილოსოფია ადამიანური ენერგიაა, წინასწარმეტყველება კი სული წმინდის გამოცხადება. წმინდა მამათა თხზულებებში, კერძოდ კი, მაქსიმე აღმსარებლის შრომებში, ფილოსოფია სულიერი ცხოვრების საწყისად იწოდება. უნდა შევნიშნოთ, რომ "ფილოსოფიაში" წმინდა მამა ვნებისაგან გულის განწმენდას გულისხმობს. რაც ჭეშმარიტად არის სულის ღმრთისაკენ სვლის პირველი ეტაპი.
ქრისტიანობას ვერ ვუწოდებთ რელიგიას, ამ სიტყვის დღევანდელი მნიშვნელობით. ჩვეულებრივ ითვლება, რომ ღმერთი ზეცაშია და წარმართავს კაცობრიობის ისტორიას, მკაცრად მომთხოვნია სნეულებით და უძლურებით დაცემული ადამიანის მიმართ. ღმერთსა და ადამიანს შორის გამყოფი კედელი არსებობს. მის გადალახვაში კი რელიგია გვეხმარება. ამ მიზნის მისაღწევად სრულდება რელიგიური რიტუალები.
სხვა მოსაზრების თანახმად ადამიანი უსასრულო სამყაროში უძლურად გრძნობს თავს და სჭირდება შემოქმედის არსებობა, შემოქმედისა, რომელიც მას უძლურებისას ეხმარება. ამ თეორიის მიხედვით ღმერთი კი არ ქმნის (ძერწავს) ადამიანს, არამედ, პირიქით, ადამიანი ძერწავს ღმერთს. რელიგია ადამიანსა და მიუწვდომელ ღმერთს შორის კავშირად მოიაზრება, ანუ კავშირი "მე"-სა და მიუწვდომელ "შენს" (ღმერთს) შორის. ზოგიერთები რელიგიას ცდუნებად თვლიან, ადამიანი თავის იმედს მომავალ ცხოვრებაში ხედავს და ამგვარად რელიგია ძლიერი ძალით ზემოქმედებს ადამიანზე.
ქრისტიანობა ზემოთ ჩამოთვლილ თეორიებსა და განმარტებებზე მაღლა დგას, ამიტომაც ვერ ჩაიკეტება ტერმინ "რელიგიაში", სხვა სარწმუნოებათა მსგავსად. ღმერთი "მიუწვდომელი შენ" არ არის, ის ცოცხალი არსებაა და ორგანულად ურთიერთობს ადამიანთან. გარდა ამისა, ქრისტიანობას პრობლემები მომავალში არ გადააქვს, არც ზეციურ სასუფეველში განსვენებას ელოდება. ქრისტიანობაში მომავალი აწმყოშია და ღმერთის მეუფება ამქვეყნიურ ცხოვრებაში წყდება. უფლის მეუფება, წმინდა მამათა ნააზრევით, სამპიროვანი ღმერთის მადლია, უქმნელი სინათლის თეორიაა. ჩვენ, მართლმადიდებლები, ისტორიისა და ჟამის აღსასრულს არ ველოდებით, არამედ ქრისტესმიერი სიცოცხლით მივისწრაფვით დასასრულისკენ, ასე განვიცდით იმას, რაც უნდა მოხდეს უფლის მეორედ მოსვლის შემდეგ. სვიმონ ახალი ღმრთისმეტყველი ამბობს, რომ იგი, ვინც იხილა უქმნელი ნათელი და შეუერთდა ღმერთს, კი არ ელოდება უფლის მეორედ მოსვლას, არამედ ამქვეყნიურ ცხოვრებაშივე განიცდის მასთან სიახლოვეს. ასე რომ, ქრისტიანულ სწავლებაში დროის სწორხაზოვანი აღქმა არ ხდება, დრო წრიულია ან ჯვრის ფორმის. ე.ი. მარადიულობაში ვარსებობთ, ამიტომ წარსული, აწმყო და მომავალი ურყევ მთლიანობად ერთიანდება.
მართლმადიდებლობას "საეროს" ვერ ვუწოდებთ სწორედაც, რადგან მის წიაღში პრობლებები მომავალში არ გადაიდება. მართლმადიდებლობა სიცოცხლის მომნიჭებელია, ადამიანის ბიოლოგიურ არსებობას სახეს უცვლის, განწმენდს და ცვლის საზოგადოებებს. იქ, სადაც მართლმადიდებლობას სწორად ემსახურებიან, გაიაზრებენ და სულიწმინდის მადლით ემსახურებიან, სუფევს ღმერთისა და ადამიანის, ზეციერთა და მიწიერთა, ცოცხალთა და შესვენებულთა შორის კავშირი. ამ კავშირით და ურთიერთობით წყდება სწორედ ჩვენს ცხოვრებაში გაჩენილი ყველა პრობლემა.
ეკლესიის წევრთა შორის სნეულნი და სულიერად მოუმწიფებელნიც არიან, ამიტომაც ხდება, რომ ქრისტიანობას ჩვენს მიერ ზემოთ აღწერილი შინაარსით იგებენ. სულიერი ცხოვრება მოძრავი (დინამიური) სვლაა. ეს სვლა იწყება ნათლობით, რითაც განიწმინდება ღვთის ხატება (ადამიანში) და გრძელდება ასკეტური ცხოვრებით, რომლითაც ადამიანი ღმერთის მსგავსებას აღწევს, უერთდება მას. ქრისტიანობაზე საუბარი გარკვეული წინაპირობების გათვალისწინებით არის საჭირო. პირველი ის არის, რომ ქრისტიანობა უპირველეს ყოვლისა ეკლესიაა. ეკლესია ქრისტეს სხეულს ნიშნავს. ახალ აღთქმაში ბევრ ადგილას არის აღნიშნული ამის შესახებ. საკმარისია, მოვიყვანოთ მაცხოვრის პეტრესადმი მიმართული სიტყვები: "და მე გეტყჳ შენ, რამეთუ შენ ხარ კლდე, და ამას კლდესა ზედა აღვაშენო ეკლესიაჲ ჩემი, და ბჭენი ჯოჯოხეთისანი ვერ ერეოდიან მას". (მათ. 16. 18.), აგრეთვე პავლე მოციქულის ეპისტოლე კოლასელთა მიმართ: (1, 18) "და იგი არს თავი გუამისა მის ეკლესიისაჲ, რომელ არს დასაბამი, პირმშოჲ მკუდრეთით, რაჲთა იყოს იგი თავადი ყოველსა შინა მთავარ". და ტიმოთეს მიმართ: "ჯერ არს სახლსა შინა ღმრთისასა სლვაჲ, რომელ არს ეკლესიაჲ ღმრთისა ცხოველისაჲ, სუეტი და სიმტკიცე ჭეშმარიტებისაჲ"(1 ტიმ. 3. 15.). ეს ნიშნავს, რომ ქრისტე მხოლოდ ზეცაში კი არ მეუფებს და იქიდან წარმართავს კაცობრიობის ცხოვრებას, არამედ ჩვენთან ერთობაშია (ενωµένος). მან მიიღო ადამიანური ბუნება და განაღმრთო. ასე რომ ქრისტესმიერი განღმრთობილი ბუნება მამის მარჯვნივ სუფევს.
მეორე წინაპირობაა ქრისტიანობის მიზანი, რაც გულისხმობს განღმრთობის ნეტარი მდგომარეობის მიღწევას. განღმრთობა და მსგავსება თანხვედრილი ცნებებია. უფლის მსგავსებამდე მისაღწევად და მისი ჭვრეტისთვის საჭიროა განწმენდა. იმისთვის, რომ ღვთიური სინათლის ხილვა ცხოველმყოფელი იყოს და არა მწველი. თუ ქრისტიანი მონაწილეობას იღებს იმგვარ მსახურებაში, რომელიც ცხოველმყოფელ განწმენდაზე არ არის დამოკიდებული, მაშინ ის ეკლესიის წიაღში არ იმყოფება. ქრისტიანობა განწმენდის გარეშე უტოპიაა. ასე რომ, განწმენდისას შეგვიძლია ვისაუბროთ კურნებაზე და სარწმუნოებაზე. ისე როგორც იაკობ მოციქული: "რომელსა ეგონოს თქუენ შორის, ვითარმედ ღმრთის მსახურ არს და არა აღვირ-ასხმიდეს ენასა თჳსსა, ამისი ამაო არს მსახურებაჲ" (იაკ. 1. 26) მოყვანილი ნაწყვეტიდან ნათელია, რომ: რელიგიურია ის ადამიანი, რომელიც მოთოკავს ენას, თავის გულს არ ეცრუება, არამედ განწმენდს. მორწმუნეობა ტანჯულთა მიმართ ყურადღებაა, მაგრამ იმავდროულად ამა სოფლისგან საკუთარი თავის წმინდად დაცვაა.
განწმენდისკენ მისწრაფებული ადამიანი მორწმუნეა.
ამგვარი წონასწორობა უფლებას გვაძლევს მტკიცედ ვთქვათ, რომ ქრისტიანობა არც ფილოსოფიაა და არც რელიგია, "ჩვეულებრივ" რელიგიათა მსგავსი. ქრისტიანობა ადამიანის კურნებაა ვნებათაგან, იმისთვის, რომ ის მუდმივად ურთიერთობდეს ღმერთთან.
უფალმა მოწყალე სამარიელის ალეგორიით რამდენიმე სიმართლე დაგვანახა, მან დაინახა თუ არა ავაზაკთაგან გაძარცვული და სიკვდილის პირას მყოფი კაცი "იხილა იგი და შეიბრალა. და მოვიდა მისა და შეუხჳა წყლული იგი და დაასხა ზეთი და ღჳნოჲ და აღსუა იგი კარაულისა თჳსსა და მოიყვანა იგი ყოველთასა მას სადგურსა და იღუაწა იგი" (ლუკ. 10. 33-34). ქრისტემ განკურნა დაჭრილი და წარუძღვა სასტუმროში. უფრო სწორად კი საავადმყოფოში, რაც ეკლესიაა. აქ ქრისტე ადამიანის სნეულებათა მკურნალია და ეკლესია კი საავადმყოფო. საყურადღებოა აგრეთვე მოწყალე სამარიელის იგავის იოანე ოქროპირისეული განმარტება: ადამიანი "ზეციური სასუფევლიდან ეშმაკის მიერ დაცემულ სამყაროში" ჩამოვიდა. "ჩაუვარდა ხელში ავაზაკებს, ანუ ეშმაკს და მის ძალებს", დაჭრილი კაცის ჭრილობები მისი ცოდვებია, როგორც დავით მეფსალმუნე ამბობს: "აყროლდნენ, დალპნენ ჩემი წყლულები ჩემი უგუნურების გამო" (ფს. 137-6).
რადგან "ყველა ცოდვა ტანჯვისა და ჭრილობის მიზეზია", სამართალი არის თავად ქრისტე, რომელიც ზეციდან გარდამოხდა დაჭრილი ადამიანის განსაკურნებლად. ჭრილობის მოსაშუშებლად ღვინო და ზეთი გამოიყენა, ანუ "შერევნითა სულისა წმიდისა თავის სისხლთან, სიცოცხლე მიანიჭა ადამიანს". სხვა განმარტების მიხედვით "ზეთი დამამშვიდებელი სიტყვაა და (უფალი) ასხამს სნეულს განმაკურნებელ ღვინოს - სწავლებას, რითაც მის გაფანტულ გონებას კრებს".
დაჭრილი კაცი თავის ჯორზე შესვა, ანუ "ხორცი შეისხა უფალმა თავის ღვთიურ მხრებზე და აღამაღლა იგი ზეციური მამისკენ". მოწყალე სამარიელმა, იგივე ქრისტემ, ადამიანი დიდ და საკვირველ, მრავლისმომცველ სასტუმროში - კათოლიკე ეკლესიაში მოიყვანა". კაცი ჩააბარა სასტუმროს პატრონს - პავლე მოციქულს "რადგან მოციქული პავლესგან მომდინარეობენ ეკლესიის მღვდელმთავრები და მასწავლებლები". მაცხოვარი ხომ ეუბნება პავლეს: "განსწავლე ერი წარმართი, რაც შენ მიიღე ეკლესიაა. ცოდვებისგან ვნებული ადამიანები დასნეულდნენ, განკურნე ისინი და დაბეჭდე ლოდით, წინასწარმეტყველთა სიტყვებით და სახარების სწავლებით, განკურნე ერი ძველი და ახალი აღთქმის შემეცნებით და ვედრებით". ამრიგად, წმინდა იოანე ოქროპირის განმარტების მიხედვით, პავლე მოციქული არის ის, ვინც უფლის ეკლესიას იცავს "კურნავს რა ადამიანებს სულიერ სალმობათაგან და თითოეულს ძღვენს მიანიჭებს".
იოანე ოქროპირის განმარტებიდან აშკარად ჩანს, რომ ეკლესია საავადმყოფოა, სადაც ადამიანები ცოდვათაგან იკურნებიან და ეპისკოპოსები, მღვდლები, როგორც პავლე მოციქული ამბობს, ერის მკურნალნი არიან.
ეს აზრი გამოსჭვივის ახალი აღთქმის სხვა ნაწილებშიც. უფალი ამბობს: "არა უჴმს ცოცხალთა მკურნალი, არამედ სნეულთა" (მათ. 9. 12.).
ქრისტე, ვითარცა მკურნალი სულთა და ხორცთა, კურნავდა სულითა და სხეულით სნეულებს. "განჰკურნებდა ყოველსა სენსა და ყოველსა უძლურებასა ერსა შორის... და მოჰგურიდეს მას ყოველთა ბოროტად სნეულთა თითო-სახეთაგან სენთა და გუემითა შეპყრობილთა და ეშმაკეულთა და ცისად-ცისად გუემულთა და განრღუელთა და განჰკურნა იგინი" (მათ. 4. 23-24). პავლე მოციქულმა კარგად იცის, რომ სნეულდება ადამიანის სინდისი (1 კორ. 8.12). იოანე ღმრთისმეტყველის გამოცხადებაშიც ვკითხულობთ, რომ იხილა მახარებელმა უფლის ტახტიდან მომდინარე მდინარის ნაკადი "და მიჩუენა მდინარე ერთი წყლისა ცხოველისაჲ ბრწყინვალეჲ, ვითარცა ბროლი, გამომავალი საყდრისაგან ღმრთისა და კრავისა შორის სივრცესა მის ქალაქისასა და მდინარისა მის ამიერ და წიაღ ძელი ცხორებისაჲ, გამომღებელი ათორმეტსა ნაყოფსა, ყოველთა თთუეთა მომცემელი თჳსისა მის ნაყოფისაჲ, და ფურცელნი იგი მის ხისანი საკურნებელად წარმართთა" (გამოცხ. 22. 1-2). ამგვარად ეკლესიის საქმე კურნებაა. ეკლესია ადამიანთა მტანჯველი სულიერი სნეულების მკურნალია. სწორედ ეს არის ახალი აღთქმის და წმინდა მამათა ძირითადი სწავლება. ამ თვალსაზრისით უნდა გამოვკვეთოთ ეკლესიის არსებობის აუცილებლობა. მინდა მადლიერება გამოვხატო პროფესორ იოანე რომანიდისის მიმართ, რომელიც თავის შრომებში ვრცლად და საფუძვლიანად მსჯელობს ეკლესიის ფუნქციაზე. მეცნიერი წარმოაჩენს ჩვენს დროში დავიწყებულ ჭეშმარიტებას. მან ღრმად შეისწავლა მამათა სწავლანი. განსაკუთრებით "ფილოკალიის" შემცველი თხზულებები, ამიტომაც შეიცნო და შესანიშნავად წარმოაჩინა ქრისტიანობის ნამდვილი მნიშვნელობა. ამ საქმეში განსაკუთრებული ღვაწლი მიუძღვის მამა იოანე რომანიდისს. ჩვენს დროში, როცა ქრისტიანობა მშრალ შემეცნებად (ე.წ. თეოლოგიად), ფილოსოფიად ან კულტურად წარმოდგება, მამა იოანე მას მკურნალ მეცნიერებად და მოძღვრებად წარმოაჩენს.
აი, რას წერს ეს ავტორი უფრო ზუსტად: "ქრისტეს რწმენა, ქრისტესმიერი კურნების გარეშე, არ არის რწმენა. ეს ერთგვარ პარადოქსს გვაგონებს. სნეულს რომ სჯეროდეს ექიმის, მაგრამ მის დანიშნულებას არ ასრულებდეს. ქრისტიანობის მაკურნებელი არსის შესახებ შევნიშნავთ: წინასწამეტყველური იუდაიზმი და ქრისტიანობის მემკვიდრეობა პირველად მეოცე საუკუნეში რომ გამოჩენილიყვნენ, ალბათ რელიგიებად კი არა, მკურნალ მეცნიერებებად ჩაითვლებოდნენ, მაგ. ფსიქიატრიის მონათესავე დარგად, რომელსაც ფართო შესაძლებლობები ექნებოდა საზოგადოების განსაკურნებლად. არანაირად არ მოხდებოდა მათი აღქმა რელიგიებად, რომლებიც სხვადასხვა გზით, მაგიური მეთოდებით დაპირდებოდნენ ამქვეყნიური მატერიალური სამყაროდან, სიცრუისა და ცილისწამების სამყაროდან ვითომდა სულიერი, დაცულ და წარმატებულ სასუფეველში გადასვლას". სხვა ნაშრომშიც პროფ. რომანიდისი ზემოთ გამოთქმულ აზრს ავითარებს: "წმინდა მამათა ტრადიცია არ არის არც საზოგადოებრივი ფილოსოფია, არც ერთგვარი ზნეობრივი სისტემა, არც მარტო რელიგიური დოგმატიზმი, არამედ მკურნალი მოძღვრებაა". ამ კუთხით იგი ემსგავსება ფსიქიატრიას. სულის გონიერი ენერგია (νοερά ἐνέργεια)უხილავად და უწყვეტად ლოცულობს ადამიანის გულში, იგი არის ფიზიოლოგიური ორგანო. ის ყველა ჩვენგანს აქვს და სწორედ მას სჭირდება კურნება. არც ფილოსოფიას, არც რაიმე შემეცნებით ან საზოგადოებრივ მეცნიერებას არ შეუძლია განკურნოს ეს ორგანო. მხოლოდ წმინდა მამათა მღვიძარე და ასკეტური მოძღვრებაა ამ შემთხვევაში მაკურნებელი. ამიტომ განუკურნელმა ადამიანმა ჩვეულებრივ არც კი იცის ამ ორგანოს არსებობა".
ყოველივე ზემოთქმულიდან გამომდინარე ეკლესიაში ვასხვავებთ სნეულ ადამიანებს, რომელთაც განკურნება სჭირდებათ, და უკვე განკურნებულებს (წმინდანებს). "წმინდა მამათა ნააზრევის მიხედვით ადამიანები განირჩევიან ზნეობრივებად და უზნეოებად, კარგებად და ცუდებად არა ეთიკური ნორმების საფუძველზე, ამგვარი სხვაობა ზედაპირულია. კაცობრიობა სულიერი სნეულებით, მკურნალებითა და სამკურნალოებით განსხვავდება. ყველა, ვინც სულიერი განათლების სტადიაში არ არის, სნეულია. არ კმარა მხოლოდ კეთილი ნება, სწორი გადაწყვეტილება, ზნეობრივი საქმე და მართლმადიდებლური აღმსარებლობა. მთავარია განწმენდა, განათლება და განღმრთობა. კურნების ეს ეტაპები ეკლესიის მიზანია და მის საიდუმლოებებში ცხადდება, - ამას ადასტურებენ ლიტურგიკული თხზულებები".
ამოსაბეჭდი ვერსია იხილეთ პირველი თავის, მესამე ნაწილში
ტეგები: Hierotheos, Metropolitan, Orthodox, Psychotherapy, Qwelly, Vlachos, არქიმანდრიტი, განმარტება, ვლახოსი, იეროთეოსი, მეტი...იოანე, მართლმადიდებლობა, მიტროპოლიტი, ოქროპირი, ფსიქოთერაპია, ქრისტიანობა
Welcome to
Qwelly
გამოაქვეყნა EFTcheat_მ.
თარიღი: მაისი 6, 2025.
საათი: 3:17pm
0 კომენტარი
0 მოწონება
The Tale of Palestine carries on to evolve, marked by resilience, troubles, and an enduring demand justice. Recent developments during the area have brought new notice to the plight on the Palestinian folks, highlighting both the urgent want for motion plus the broader implications for world peace and steadiness.
Rising Tensions and…
გამოაქვეყნა EFTcheat_მ.
თარიღი: მაისი 5, 2025.
საათი: 10:30pm
0 კომენტარი
0 მოწონება
From the at any time-transforming environment of tunes, pop tunes continue to be a cornerstone of mainstream culture. Spotify, the world’s major tunes streaming System, has revolutionized how we take in pop tunes, bringing the genre to billions of ears across the globe. But How can Spotify shape our adore for pop music, and what would make these tracks so irresistibly catchy?
The Anatomy of a Pop Hit
Pop tunes are built to be infectious. With their…
გამოაქვეყნა EFTcheat_მ.
თარიღი: აპრილი 26, 2025.
საათი: 2:30pm
0 კომენტარი
0 მოწონება
In the present earth, history checks are getting to be a regular part of the selecting method, tenant screening, and in some cases volunteer variety. From verifying work historical past to examining felony information, qualifications check providers give vital insights into somebody's heritage. In the following paragraphs, we’ll include the kinds of track record checks, how they perform, and why They are really critical for each companies and people.
What exactly…
გამოაქვეყნა ლაშა_მ.
თარიღი: აპრილი 22, 2025.
საათი: 11:23pm
0 კომენტარი
1 Like
თვალებს ძლივს ახელდა დასაძინებლად რომ წავედით, მაგრამ მაინც მოვახერხეთ ძილისწინა საუბრები. ამჯერად, თემა ნათესავები და ნათესაური კავშირები იყო და ცოტა ვერ მიხვდა რა სხვაობა შვილიშვილსა და შვილთაშვილს შორის. ის კი გაიგო, რომ პირველი - მესამე თაობას ნიშნავდა, ხოლო მეორე - მეოთხეს, მაგრამ თვითონ ეს სიტყვები - შვილი-შვილი და შვილთა-შვილი რატომ…
© 2025 George.
•