მიტროპოლიტი იეროთეოს ვლახოსი - მართლმადიდებლური ფსიქოთერაპია

თავი პირველი

ღმრთისმეტყველება - მკურნალი მეცნიერება

       წინა თავში მოცემული მსჯელობის შემდეგ აშკარაა, რომ ქრისტიანობა, უპირველეს ყოვლისა, მკურნალი მეცნიერებაა, ფსიქოთერაპიული მეთოდი და მოძღვრება. იგივე შეიძლება ვთქვათ ღვთისმეტყველების შესახებაც. თეოლოგიაც ვერ ჩაითვლება ფილოსოფიად, ისიც მკურნალი მოძღვრებაა. მართლმადიდებლური თეოლოგია ნათლად გვიჩვენებს, რომ ერთი მხრივ იგი კურნების ნაყოფია და მეორე მხრივ არის კურნებისკენ მიმავალი გზა. სხვა სიტყვებით რომ ვთქვათ, ის, ვინც განიკურნა და ღმერთთან კავშირშია, ღმრთისმეტყველია, მხოლოდ მას შეუძლია ქრისტიანებს კურნების ჭეშმარიტი გზა უჩვენოს. 

       ზემოთ ნათქვამის დასადასტურებლად წმინდა მამათა სწავლებებს მივუბრუნდეთ. ვნახოთ რას უწოდებენ თეოლოგიას და ვის - თეოლოგს. ვფიქრობ, უნდა დავიწყოთ გრიგოლ ღმრთისმეტყველით, რომელსაც ეკლესია შემთხვევით არ უწოდებს ღმრთისმეტყველს. წმინდა მამა თავის ცნობილ საღმრთისმეტყველო სიტყვებში, დასაწყისშივე წერს, რომ ყველა ადამიანს არ ძალუძს ღვთისმეტყველება, ეს არ არის ამქვეყნად "ქვემოთ მოსიარულეთა" საქმე, არამედ მხოლოდ მათი, "ვინც გამოიცადა, ცხოვრება უფლის ჭვრეტაში გაატარა და, უპირველეს ყოვლისა, განიწმინდა, ან კიდევ, უკიდურეს შემთხვევაში მათი საქმეა, ვინც განიწმენდს სულსა და სხეულს".

       ადამიანს, რომელმაც თეორიამდე პრაქტიკა გაიარა, შეუძლია ღმერთზე ისაუბროს. და როდის ხდება ეს? "როცა ვთავისუფლდებით გარეშე სიბინძურისა, ჭუჭყისა და შფოთისაგან, როცა ჩვენს სულს არ ერევა შერყვნილი [სახეები] და ცდუნებები". ამიტომ წმინდა მამა ასკვნის: “საჭიროა სრულად მივუძღვნათ თავი უფალს იმისთვის, რომ ის შევიცნოთ". ბერი ნილოსი ღვთისმეტყველებას გონიერ ლოცვას უწოდებს. წმინდა მამათა თხზულებებიდან ცნობილია, რომ ვინც მოიპოვა მადლი გონიერი ან გულისმიერი ლოცვისა, მან ღმერთის შეცნობის პირველი ეტაპი გაიარა. ამდენად, გონებით მლოცველნი უფალთან ურთიერთობენ და ეს ნიშნავს ადამიანისაგან ღმერთის შეცნობას. წმინდა ნილოსი ამბობს: "თუ ღმრთისმეტყველი ხარ, ჭეშმარიტად ლოცულობ. და თუ ჭეშმარიტად ლოცულობ, ღვთისმეტყველი ხარ".

       წმინდა იოანე სინელი სულიერი სისრულის ყველა საფეხურზე, "კიბეზე" წარმოაჩენს ჭეშმარიტ თეოლოგიას. "სრულყოფილი უბიწოება ღმრთისმეტყველების პირობაა". ვინც სრულად დაუმორჩილა თავის გრძნობები ღმერთს, მას უფალი წარმართავს. თუ ასე არ მოხდა, მაშინ "ამაოა ღმერთის შესახებ საუბარი". პირიქით, ვინც ვერ შეიცნო ღმერთი, როგორც არსებული, "ვარაუდს გამოთქვამს". უფრო მეტიც, წმინდა მამათა სწავლების მიხედვით, ღმერთზე ვარაუდით საუბარი ცუდია, რადგან ადამიანს აცდუნებს. იოანე სინელმა იცის, როგორ ვითარდება ჩვენს სულში "დემონების თეოლოგია".(ამაოდ მადიდებელ) ცარიელ გულებში, რომლებიც სული წმინდის მადლით არ განწმენდილან. უწმინდური დემონები "სულიერი ცხოვრების დასაწყისში საღმრთო წერილს განგვიმარტავენ". ამიტომაც ვნებით მოცულ ადამიანს არ შეუძლია "ღვთისმეტყველებას მიეახლოს". წმინდანები იტანჯებოდნენ "ღვთიურის ვერ შემცნობთაგან" და წმინდა მამათა სიტყვებით რომ ვთქვათ, ღვთისმეტყველებდნენ არა არისტოტელურად, ე.ი. შემეცნებით, არამედ სული წმინდის მადლით, წინდაწინ თუ არ განიწმინდა ადამიანი ვნებათგან და უფრო ფანტაზიისგან, უძლურია უფალს ესაუბროს და მასზე ილაპარაკოს, რადგან "გონება წარმოსახვით ვერ მისწვდება ღმერთს". წმინდანები "სულზე აღბეჭდილი ღვთისმეტყველებით" ცხოვრობდნენ. ასეთივე სწავლებას ვხვდებით წმინდა მაქსიმე აღმსარებელთან. ადამიანი თუ პრაქტიკული სიბრძნისმოყვარეობით(πρακτική φιλοσοφία) ცხოვრობს, რაც სინანულით ვნებათაგან განთავისუფლებას ნიშნავს, მაშინ ის "წარმატებას აღწევს ჭვრეტაშიც". "ჭვრეტით" მცხოვრები კი ხილვის უნარს მოიპოვებს." პირველ შემთხვევაში შესაძლებელია სიკეთესა და ბოროტებას შორის გაერკვიოს, მეორე შემთხვევაში კი "უხორცოთა და ხორციელ არსებათა ბუნებას სწვდება და ამის შემდეგ წინ მიიწევს, რათა "მიაღწევს თუ არა ღვთისმეტყველების მადლს, ყველაფერს, რაც ზემოთ ვთქვით, სიყვარულით ფრთაგაშლილი გადაივლის, და მიეახლება უფალს და სულიერად ჭვრეტს მის არსებობას იმდენად, რამდენადაც ეს ადამიანურ გონებას ძალუძს".

       ღმრთისმეტყველება, ანუ ცოდნა ღმერთის შესახებ მიემადლება იმას, ვინც ჭვრეტამდე (θεωρία) მივიდა. სხვა ადგილას იგივე მამა ამბობს, რომ ის, ვინც უწყვეტად "თავის შინაგან სამყაროზე დიდხანს მუშაობს", არა მარტო განიბრძნობა, არამედ დიდსულოვანი და თავმდაბალი ადამიანი მადლიანი ხდება. ამავე დროს იგი "ფიქრობს, ღმრთისმეტყველებს და ლოცულობს". ამდენად ღვთისმეტყველება გადაჯაჭვულია მჭიდროდ ჭვრეტასთან (θεωρία) და ლოცვასთან. აქვე შევნიშნავთ, რომ ღვთისმეტყველება თუ არ არის განწმენდის შედეგი, ქმედების შედეგი, მაშინ ის დემონური ხდება. მაქსიმე აღმსარებლის სიტყვებით "დემონთა ღვთისმეტყველებაა საქმის გარეშე ცოდნა". წმ. თალასე ამავე აზრზეა და წერს, როცა ადამიანის გონება იწყებს რწმენით "და მთელი გონებით ასრულებს თეოლოგიას, რომელიც დაუვიწყარი რწმენით და ჭეშმარიტად უხილავის ჭვრეტით შემოისაზღვრება". თეოლოგია ლოგიკის მიღმაა, ის ადამიანისთვის ღმერთის გამოცხადებაა და წმინდა მამები ღმრთისმეტყველებას ჭვრეტას უწოდებენ. თეოლოგია ღმერთის ხილვაა. წმ. მაქსიმე წერს: "წრფელი სიყვარულისგან იბადება ცოდნა "და გადაეცემა უკანასკნელ ძაფამდე (ορακτός), ეს არის ღვთისმეტყველების მადლი". წმ. დიადოხოს ფოტიკელის სწავლების მიხედვით თეოლოგია უდიდესი მადლია, ქარიზმა, რაც ადამიანს სული წმინდისგან ეძლევა. ყველა სხვა ქარიზმა "ძალიან კარგია", "არც ერთი ისე არ აღაგზნებს და ავსებს გულს სიყვარულისთვის და სათნოებისთვის, როგორც თეოლოგია", რადგან ღმრთისმეტყველება ღვთიური მადლიდან დაბადებულია "უპირველესი ძღვენია სულისთვის მიმადლებული".

       პავლე მოციქულის სიტყვებით სულიწმინდა ერთ ადამიანს შემეცნების ცოდნას აძლევს, მეორეს კი სიბრძნისას (1 კორ. 12, 8). ამ ფრაზას დიადოხოსი შემდეგნაირად განმარტავს: ცოდნა ადამიანს ღმერთთან აკავშირებს, მაგრამ სულს არ მიმართავს საქმიანი სიტყვებისკენ. არსებობენ მონაზვნები, რომელთაც სიმშვიდე უყვართ და ღმერთის მადლით განათლდებიან "ღვთიურზე კი სიტყვებით არ საუბრობენ." სიბრძნე ერთი უიშვიათესი საჩუქარია, რაც ღმერთისგან მიეცემა ისეთ ადამიანს, რომელსაც მეტყველების ნიჭი აქვს და გამოხატვაც შეუძლია. ღმერთის შეცნობა "ლოცვით, სიმშვიდით და სრულად მინდობით არის შესაძლებელი, სიბრძნე კი ღვთიურ სიტყვათა სიღრმისეულ შესწავლას მოითხოვს, რაც ასევე უფლის მადლით მიენიჭება ადამიანს", თეოლოგიის მადლი უფლის ქმედებაა, მაგრამ ამავე დროს ადამიანის თანაქმედება (συνεργεία), რადგან სული წმინდა არ აძლევს საიდუმლოთა ცოდნას თუ (ადამიანი) ბუნებით არ ითხოვს შემეცნების და განმარტების ძალას. გრიგოლ პალამას სწავლებაში ღმრთისმეტყველი ღვთის მხილველია, თეოლოგია კი ჭვრეტა (θεωρία). "ღმერთისა და მის შესახებ დოგმატების ცოდნა, ჭვრეტაა. ამას ვუწოდებთ ღმრთისმეტყველებას", რწმენაში გამოცდილების არმქონე თუ ასწავლის მის შესახებ "შესაბამის სიტყვაზე აღმატებულ სათნოებას, უაზრობამდე მიდის" და უგუნურობასთან ერთად "ღმრთისმებრძოლადაც წარმოდგება". 

       არსებობს ისეთი შემთხვევებიც, როცა ადამიანი არ არის განწმენდილი, მაგრამ უსმენს წმინდა ადამიანებს, შემდეგ კი "საკუთარი აზროვნებით" უარყოფს იმ წმინდანს და ტრაბახით ცდუნდება. ეს ყოველივე გვიჩვენებს, რომ თეოლოგია ადამიანის კურნების ნაყოფია და არა შემეცნებითი მეცნიერება. მხოლოდ უკვე განწმენდილი ან განწმენდის პროცესში მყოფი ადამიანი შეიძლება ეზიაროს უსიტყვო საიდუმლოს და დიდ ჭეშმარიტებას. კურნებას წინ უძღვის თეოლოგია და ღმრთისმეტყველს შეუძლია სხვა განკურნოს. ამიტომ მართლმადიდებელ მამათა ტრადიციაში ღმრთისმეტყველი გაიგივებულია სულიერ მამასთან, რომელიც ღვთიურს განიცდის და შეუძლია უცდომელად წინ წარუძღვეს სულიერ შვილებს.

       იოანე რომანიდისი წერს: "ნამდვილი მართლმადიდებელი ღმრთისმეტყველი შეიცნობა ღვთიური ენერგიის პირდაპირი გამოვლინებით, გამობრწყინებით და ამაზე მეტად კი ირიბად, ღვთიური წინასწარმეტყველების, მოციქულების, წმინდანების სახით და წმინდა წერილებით, წმინდა მამათა ნაწერებით, მსოფლიო და ადგილობრივ ეკლესიათა კრებებით.

ღმრთისმეტყველი ის არის, ვინც პირდაპირი თუ ირიბი ცოდნით და ჭვრეტით(Θεωρία) შეიცნობს ნათლად და განარჩევს ღვთიურთა და მოკვდავთა ქმედებას, ასევე ეშმაკისა და დემონის ქმედებებს. სულიერის გარჩევის მადლის გარეშე სულიერებას ვერ ეზიარები, თუ არ იხილე რა არის სული წმინდის ან ბოროტი ძალის ქმედება. აქედან გამომდინარე, ღმრთისმეტყველი და სულიერი მამა ერთი და იგივეა. რწმენის დოგმატების გონიერი საწყისით შეცნობის მომხრე, მოაზროვნე და მოსაუბრე კათოლიკური ტრადიციით, არც სულიერი მოძღვარია და არც ღმრთისმეტყველი. თეოლოგია არ არის მშრალი მეცნიერება ან პრაქტიკა, როგორც მათემატიკა, ლოგიკა, ასტრონომია, ქიმია, პირიქით მას აქვს მებრძოლი და სტრატეგიული ხასიათი. სხეულის თეოლოგია თავდაცვის საშუალებაა სხეულისა და სულის მტრებისა და სნეულებების წინააღმდეგ.

       ღმრთისმეტყველი თუ უარყოფს მტრის ცბიერებას და ქრისტესმიერ სრულყოფილებას, უძლურია არა მხოლოდ მტერთან ბრძოლაში, ამავე დროს არ ძალუძს უწინამძღვროს და განკურნოს სხვები, ასეთი "თეოლოგი გენერალს ჰგავს, რომელსაც წვრთნა არ გაუვლია, არ უომია, არ უსწავლია ბრძოლა, არამედ მხოლოდ უცდის მშვენიერ და დიდებულ აღლუმს ოფიციალურ მიღებაზე. ისეთ ქირურგს ჰგავს, რომელიც ყასაბივით მოქმედებს, ექიმის ადგილს იკავებს, არ იცის სნეულების მიზეზი, არც განკურნების მეთოდი, არც ჯანმრთელობის ის მდგომარეობა, რომელიც უნდა აღუდგინოს სნეულს.

ამოსაბეჭდი ვერსია იხილეთ პირველი თავის, მესამე ნაწილში

 

← სარჩევი

ტეგები: Hierotheos, Metropolitan, Orthodox, Psychotherapy, Qwelly, Vlachos, არქიმანდრიტი, განმარტება, ვლახოსი, იეროთეოსი, მეტი...იოანე, მართლმადიდებლობა, მიტროპოლიტი, ოქროპირი, ფსიქოთერაპია, ქრისტიანობა

ნახვა: 517

ღონისძიებები

ბლოგ პოსტები

Dynamic Memory Allocation

გამოაქვეყნა Malinda Heng_მ.
თარიღი: აგვისტო 17, 2025.
საათი: 2:00pm 0 კომენტარი

გაგრძელება

Can your Mind Run out Of Memory?

გამოაქვეყნა Malinda Heng_მ.
თარიღი: აგვისტო 16, 2025.
საათი: 10:00am 0 კომენტარი

Funerary card template with obituary and ribbon Funerary card with obituary condolence and mourning ribbon. Obituary card layout, mortuary plate vector template, sepulchral plaque with in memoriam necrologue and black silk ribbon over corners memory stock illustrations Can your mind run out of memory? Your memory depends on reusing, overlapping and adapting relatively than on a set number of storage spots. While you buy by way of hyperlinks on our site, we might earn an affiliate commission. Here’s how it works. You can use up all the storage on your phone or max out your computer's drive, but can you utilize up all the memory area in your brain? Regardless of how you would possibly really feel before an exam or after a sleepless night before a…

გაგრძელება

ვეძებ

გამოაქვეყნა nino iremashvili_მ.
თარიღი: აგვისტო 11, 2025.
საათი: 5:08pm 2 კომენტარი

ვეძებ კობა ხიზანიშვილს ოზურგეთიდან რომელიც დაკარგულია ესპანეთში დაახლოებით 7 წელია,, არის ამ საიტზე რეგისტრირებული მომწერეთ თუ ვინმე იცნობთ 🙏🏻🙏🏻🙏🏻

Keto Cocktails and Keto Mocktails

გამოაქვეყნა Lan Marie_მ.
თარიღი: აგვისტო 3, 2025.
საათი: 1:00pm 0 კომენტარი

Looking for some of the best keto cocktails on the web? This page will be updated frequently with sugar free, keto cocktails you can make at home and stay in ketosis. There are several keto friendly, zero sugar alcohols like vodka, gin, rum and whiskey. It’s what you mix with the alcohol that tends to be a problem for keto. Fortunately, keto cocktails are simple to make by making a few simple substitutions like keto simple syrup and other sugar free options that allow you to still enjoy a…

გაგრძელება

Qwelly World

free counters