მომბეზრდა-ერთი სიტყვით ასე შეიძლება დავახასიათოთ რთული ფსიქოლოგიური მდგომარეობა, რასაც სპეციალიტები პროფესიულ გადაწვას უწოდებენ.
დილით ადრე დგებით, ინერციით იწესრიგებთ თავს, ავტომატურად მიდიხართ ოფისში, უღიმით კოლეგებს, რთავთ კომპიუტერს, რაღაცას აკეთებთ, რაც დღის ბოლოს აღარც გახსოვთ, ინერციით ატარებთ თათბირს, ხვდებით კლიენტებს. საკუთარ თავს გვერდიდან რომ შეხედოთ საშინელი შეგრძნება გაგიჩნდებათ: თქვენ ადამიანი აღარ ხართ, თქვენ ხართ რობოტი. წლების წინ მიქროდით სამსახურში, ენთუზიაზმით მუშაობდით. ახლა მაღალი დონის პროფესიონალი ხართ, აიხდინეთ ოცნება, მაგრამ..... თქვენ გადაიწვით. ეს პროფესიული გადაწვის სინდრომია - როგორც უცხოურ ლიტერატურაში უწოდებენ, Burn Out სინდრომი, მეოცე საუკუნის მიწურულისა და ოცდამეერთე საუკუნის ინტელექტუალური შრომით დაკავებული ადამიანის ყველაზე საშიში და, სტატისტიკას თუ დავეყრდნობით, თითქმის გარდაუვალი პერსპექტივა.
გადაწვა-არის დიდი ქალაქების ავადმყოფობა. გარშემო ბევრი ან ძალიან ბევრი ადამიანია, რომელთანაც სურვილის მიუხედავად გვიწევს ურთიერთობა: საცობში, მაღაზიაში, ქუჩაში, ოფისში. ფსიქოლოგები ამას თავს მოხვეულ ურთიერთობას უწოდებენ. ადამიანები, რომელთაც უწევთ ბევრი ურთიერთობა საქმიანობის გამო, უფრო მეტად გადაიწვებიან: გაყიდვის მენეჯერები, კადრების მენეჯერები, ფსიქოლოგები, პიარმენეჯერები პირველები ხვდებიან დარტყმის ქვეშ. მუდმივი ურთიერთობისგან სწრაფად იწვებიან ინტროვერტები. ტერმინს პროფესიული გადაწვა ასევე იყენებენ ექიმების მიმართ, რომლებიც ვეღარ უთანაგრძნობენ ავადმყოფებს, ან მაშველების მიმართ, რომ აღარ სურთ ადამიანთა უბედურების მოსმენა. მსგავსი პრობლემა აქტუალურია დიდი კორპორაციებისთვის, სადაც არსებობისთვის ნამდვილი ბრძოლა მიმდინარეობს-ადგილის, დაწინაურების, ხელფასის, უფროსის კეთილგანწყობის მოპოვებისთვის. დიდი ფული, დიდი დატვირთვა და .... დიდი იმედგაცრუება, ვიღაც თქვენზე აქტიური და მოხერხებული აღმოჩნდება.ასევე შეიძლება გადაიწვან ადამიანები, რომლებიც სამუშაოს დაკარგვის მუდმივ შიშში ცხოვრობენ და შტატგარეშე მუშაკებიც. ხვალინდელი დღის რწმენის უქონლობა იწვევს გადაწვას. დემოტივაცია ემუქრებათ ქალებს, რომლებიც იხლიჩებიან ოჯახს და სამსახურს შორის. ბავშვების წინაშე დანაშაულის გრძნობის გარდა, მათ თრგუნავთ საკუთარი დამოუკიდებლობის მუდმივი დამტკიცება ბიზნესში.
ბორნ აუტის ანუ პროფესიული გადაწვის ერთ-ერთი მთავარი მიზეზია შესრულებული სამუშაოს სრულყოფილებისკენ ლტოლვა. პერფექციონიზმი, ანუ ყოველგვარი სამუშაოს სრულყოფილად შესრულების სურვილი, შრომისუნარიანობას კლავს. არ მოგიწოდებთ, საქმეს ნაკლები პასუხისმგებლობით მოეკიდოთ, მაგრამ გახსოვდეთ - ნამდვილი პროფესიონალი ის არის, ვისაც შეუძლია, თავის საქმიანობას გონივრულად მიუდგეს, გარკვეული დისტანციიდან, გარეშე თვალით შეძლოს მისი შეფასება და საკუთარი თავი თავის საქმიანობასთან არ გააიგივოს. დღეს ნებისმიერი პროფესიის ადამიანს ყველაზე მეტად მოქნილობა და სიახლეებისადმი ღიაობა, ადაპტირებისა და სიახლეთა პრაქტიკაში დანერგვის უნარი მოეთხოვება. ამრიგად, ის, ვინც საკუთარ "მეს" თავის პროფესიასთან აიგივებს, იმთავითვე უარყოფს მოქნილობას, რომელიც მას პროფესიულ ასპარეზზე მოეთხოვება. ამ შემთხვევაში პროფესიონალის გზავნილი შეგვიძლია ასე ჩამოვაყალიბოთ: "ჩემი საქმიანობა არის ის, რასაც მე ცხოვრების განსაზღვრულ ეტაპზე ვასრულებ, მაგრამ ჩემი "მე" გაცილებით მეტია, შეუძლია უფრო მეტი, ვიდრე კონკრეტული საქმიანობა მოითხოვს მისგან, მათ შორის -ისიც, გარეშე თვალით შეაფასოს, როგორია, რასაც აკეთებს და მოითხოვს თუ არა იგი გაუმჯობესებას".
სრულყოფილებისკენ, როგორც წესი, ახალბედა და გამოუცდელი კადრები ისწრაფიან. ისინი თავს არ ზოგავენ, რომ ხელმძღვანელის ქება დაიმსახურონ და, საბოლოოდ, თავი დაიმკვიდრონ ამ სფეროსა თუ კონკრეტულ ორგანიზაციაში. რა გასაკვირია, რომ მათი მონდომება ყოველთვის ვერ იღებს დამსახურებულ შეფასებას. ამასთანავე, ახალგაზრდებსა და გამოუცდელებს, უამრავ სირთულესთან შეჯახება უწევთ, რაც მათი მოტივაციისთვის სერიოზული გამოცდაა. ხშირად ისეც ხდება, რომ ახალგაზრდა სპეციალისტის მიერ დიდი ძალისხმევით მიღწეული შედეგი ორგანიზაციისთვის სულაც არ არის უჩვეულო და განსაკუთრებული. გამოუცდელი ახალგაზრდა გულნატკენი და იმედგაცრუებული რჩება და კიდევ უფრო მეტ ძალისხმევას ხარჯავს უკეთესი შედეგის მისაღწევად. ასე გრძელდება უსასრულოდ, და ერთ დღესაც გონება "გადაიწვება". ახალგაზრდა სპეციალისტი აღმოაჩენს, რომ მას სერიოზული ფიზიკური და ფსიქოლოგიური პრობლემები აქვს, გონებასა და სხეულს მეტი აღარ შეუძლიათ, პროტესტს გამოთქვამენ ამგვარი არაადამიანური დატვირთვის მიმართ და "იფიცებიან".
ამრიგად, პროფესიული გადაწვის რისკი, პირველ რიგში, ახალბედა პროფესიონალებს ემუქრებათ, თუმცა არც გამოცდილი კადრები არიან დაზღვეულნი, თუ თავიანთი გამოცდილება არასწორად გამოიყენეს.
პროფესიული გამოცდილება ერთ-ერთი მძლავრი და მნიშვნელოვანი იარაღია შრომის ბაზარზე კონკურენტუნარიანობის შესანარჩუნებლად, მაგრამ ის შეიძლება პროფესიული გადაწვის წინა პირობად და, ამასთანავე, პროფესიული წარმატების დამაბრკოლებელ ფაქტორადაც იქცეს. ასეა, როდესაც ადამიანს თავისი პროფესიული ცოდნა და გამოცდილება ერთადერთ და შეუცვლელ ჭეშმარიტებად მიაჩნია და ჰგონია, უკვე ყველაფერი ნახა გამოსცადა და თავის პროფესიაში ახალს ვეღარაფერს ისწავლის. ასე ფიქრი პროფესიული თვითმკვლელობის ტოლფასია, რადგან ცოდნა ნებისმიერ პროფესიაში სწრაფად იცვლება. ჩნდება ახალი გამოწვევები, ტექნოლოგიები, რომელთა ფლობა პროფესიონალს მოეთხოვება, რათა აქტუალური ცოდნა ჰქონდეს თავის პროფესიაში, საჭირო ცოდნა გადასცეს მომავალ თაობას და მისი უნარების განვითარებას შეუწყოს ხელი.
პროფესიული გადაწვისგან არც ხელმძღვანელ პოზიციებზე მომუშავე ადამიანები არიან დაზღვეულნი. როდესაც ხელმძღვანელს აქვს მოთხოვნილება, თავად აკონტროლოს მისდამი დაქვემდებარებული ყველა ადამიანის საქმიანობა, იგი იოლად მოექცევა პროფესიული გადაწვის რისკის ქვეშ. ხელმძღვანელს, რა თქმა უნდა, მთელი ორგანიზაციის მართვა ევალება, მაგრამ კარგი ლიდერი აანალიზებს პერსონალის პროფესიულ შესაძლებლობებს და პასუხისმგებლობას ისე ანაწილებს, რომ ყოველი მოვალეობა ხარისხიანად და წინასწარ განსაზღვრულ დროში შესრულდეს. სხვაგვარად რომ ვთქვათ, ხელმძღვანელს უნდა შეეძლოს შესაბამისი კადრების არჩევა და დასაქმება. ეს მას საშუალებას მიცემს, საკუთარ თავზე არ აიღოს პასუხისმგებლობა ყველა პირველ- თუ მეორეხარისხოვანი გადაწყვეტილების გამო, დაზოგოს ძალები და საკუთარი რესურსები რაციონალურად გამოიყენოს. რაც მთავარია, ამით იგი შეამცირებს პროფესიული გადაწვის რისკს.
აღსანიშნავია, რომ თვითგამორკვევის პირველი კრიზისი მოდის 20-23 წელზე, როცა ადამიანი პირველად ხდება დაქირავებული მუშაკი და
უჩნდება პასუხისმგებლობა სამსახურში.
მეორე კრიზისი მოდის 30-35 წელზე, როცა ადამიანმა უკვე მიაღწია გარკვეულ წარმატებას და საკუთარ თავს უსვამს კითხვას, რამდენად ესწრაფვოდა მიღებულ შედეგებს. ყველაზე რთულ შემთხვევაში მოსალოდნელია სრული იმედგაცრუება არჩეულ პროფესიაში.
საშუალო ასაკის კრიზისი დგება 40-45 წლის ასაკში. ამ დროს ჩნდება საქმის კურსში არყოფნის შიში.ეს კრიზისი განსაკუთრებულად რთულად გადააქვთ მამაკაცებს, რომელთაც მაღალი თანამდებობა უკავიათ. ისინი გრძნობენ, რომ შესაძლებელს მიაღწიეს, არ იციან წინ საით წავიდნენ, ზევით კი- მხოლოდ ვარსკვლავებია.
ფსიქოლოგების, ჰერბერტ ფროიდენბერგისა და გეილ ნორსის მიხედვით პროფესიული გადაწვა გადის 12 ფაზას, რომელიც შეიძლება არც იყოს თანმიმდევრული, ან რომელიმე არ მათგანი არ არსებობდეს დაავადება კი მაინც განაგრძობდეს მოქმედებას. ეს ფაზებია:
რაც შეეხება ფიზიკურ სიმპტომებს: გადაღლილობა და გამოფიტვა - აი, რას გრძნობს ადამიანი, რომელსაც პროფესიული გადაწვის სინდრომი ემუქრება; პირველ ეტაპზე მას აწუხებს თავის, წელის, ხერხემლისა და სხეულის სხვა ნაწილების სისტემატური ტკივილი, დარღვეული აქვს ძილის რიტმი. მომდევნო საფეხურზე თავს იჩენს გაღიზიანება, აგრესია, რთულდება კონცენტრაცია და ყურადღების მობილიზება.
იმისათვის რომ პროფესიული გადაწვა თავიდან ავიცილოთ საჭიროა რამოდენიმე რჩევის გათვალისწინება:
ტეგები: Qwelly, მობეზრება, სტრესი, ფსიქოლოგია, ქველი
Welcome to
Qwelly
გამოაქვეყნა EFTcheat_მ.
თარიღი: მაისი 5, 2025.
საათი: 10:30pm
0 კომენტარი
0 მოწონება
From the at any time-transforming environment of tunes, pop tunes continue to be a cornerstone of mainstream culture. Spotify, the world’s major tunes streaming System, has revolutionized how we take in pop tunes, bringing the genre to billions of ears across the globe. But How can Spotify shape our adore for pop music, and what would make these tracks so irresistibly catchy?
The Anatomy of a Pop Hit
Pop tunes are built to be infectious. With their…
გამოაქვეყნა EFTcheat_მ.
თარიღი: აპრილი 26, 2025.
საათი: 2:30pm
0 კომენტარი
0 მოწონება
In the present earth, history checks are getting to be a regular part of the selecting method, tenant screening, and in some cases volunteer variety. From verifying work historical past to examining felony information, qualifications check providers give vital insights into somebody's heritage. In the following paragraphs, we’ll include the kinds of track record checks, how they perform, and why They are really critical for each companies and people.
What exactly…
გამოაქვეყნა ლაშა_მ.
თარიღი: აპრილი 22, 2025.
საათი: 11:23pm
0 კომენტარი
1 Like
თვალებს ძლივს ახელდა დასაძინებლად რომ წავედით, მაგრამ მაინც მოვახერხეთ ძილისწინა საუბრები. ამჯერად, თემა ნათესავები და ნათესაური კავშირები იყო და ცოტა ვერ მიხვდა რა სხვაობა შვილიშვილსა და შვილთაშვილს შორის. ის კი გაიგო, რომ პირველი - მესამე თაობას ნიშნავდა, ხოლო მეორე - მეოთხეს, მაგრამ თვითონ ეს სიტყვები - შვილი-შვილი და შვილთა-შვილი რატომ…
გამოაქვეყნა ლაშა_მ.
თარიღი: აპრილი 20, 2025.
საათი: 2:00am
0 კომენტარი
2 მოწონება
სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის, მცხეთა-თბილისის მთავარეპისკოპოსისა და ბიჭვინთისა და ცხუმ-აფხაზეთის მიტროპოლიტის, ილია II-ის სააღდგომო ეპისტოლე
საქართველოს წმინდა მართლმადიდებელი ეკლესიის წევრთ, მკვიდრთ ივერიისა და ჩვენი ქვეყნის საზღვრებს გარეთ მცხოვრებ თანამემამულეთ:
ქრისტე აღდგა!
აღდგეს ღმერთი, მიმოიფანტონ…
© 2025 George.
•