1942 წელს ამერიკელმა ფსიქოლოგმა შელდონმა გამოაქვეყნა წიგნი „ტემპერამენტის მრავალფეროვნება" (The Varieties of Temperament. A psychology of constitutional differences), სადაც კრეჩმერის მსგავსად ცდილობდა დაემტკიცებინა კავშირი ადამიანის კონსტიტუციასა (პიროვნების სტრუქტურულ-სტატიკურ ასპექტსა) და ტემპერამენტს (პიროვნების დინამიკურ ასპექტს შორის). შელდონის აზრით, სულაც არ არის გასაკვირი, რომ მათ შორის კავშირი არსებობდეს, რადგან სტრუქტურა უნდა განსაზღვრავს ფუნქციას.

       სხეულის აგებულების კომპონენტების გამოსაყოფად შელდონმა ე.წ. ანთროპოსკოპული მეთოდი გამოიყენა: მან 4000 სტუდენტს (გახდილს) გადაუღო სურათები ანფასში, პროფილში და ზურგიდან. ამ ფოტოების ვიზუალური დათვალიერების და გარკვეული კრიტერიმის საფუძველზე ანალიზის შედეგად მან შეარჩია სხეულის აგებულების უკიდურესი ვარიანტები, რომლებიც აბსოლუტურად განსხვავდებოდნენ ერთმანეთისგან. ასეთი სამი სომატოტიპი აღმოჩნდა.
პირველი ხასიათდებოდა მრგვალი ფორმებით – ჰქონდა ძალიან დიდი მუცელი, ბევრი ცხიმი მხრებსა და თეძოებზე, დიდი, მრგვალი თავი, დიდი შინაგანი ორგანოები, მოდუნებული ხელ-ფეხი, ცუდად განვითარებული კუნთური და ძვლოვანი სისტემა. რს ადამიანები, ჩვეულებრივ, მსუქნები არიან და მათზე ამბობენ, რომ ისინი "წყალში არ იძირებიან"
მეორეს ჰქონდა განიერი მხარბეჭი, დაკუნთული ხელები და ფეხები, კანქვეშა ცხიმის მინიმალური რაოდენობა. "მათი გარეგნობა დამთრგუნველად ძლიერია".
მესამე იყო ძალიან გამხდარი, ვიწრო, ვიწრო მხარ-ბეჭით და გულმკერდით, ჰქონდა მაღალი შუბლი, წვრილი და გრძელი ხელები და ფეხები, სუსტად განვითარებული კუნთები, კარგად განვითარებული ნერვული სისტემა. "მათ ახასიათებთ სისუსტე, სითხელე, ბრტყელი მკერდი და საერთოდ, ნაზი სხეული.   ამ სამ ტიპს შელდონმა უწოდა 1. ენდომორფული, 2. მეზომორფული და 3. ექტომორფული ტიპი . ეს სახელები უკავშირდება ჩანასახის ფურცლებს. იმ დროს ბიოლოგიაში გავრცელეული შეხედულების თანახმად ენდოდერმიდან (ჩანასახის შიდა ფურცელი) ვითარდება შინაგანი ორგანოები; მეზოდერმიდან (ჩანასახის შუა ფურცელი) ვითარდება ძვლები, კუნთები გული, სისხლძარღვები, ხოლო ექტოდერმიდან (ჩანასახის გარე ფურცელი) ვითარდება თმები, ფრჩხილები, რეცეპტორები, ნერვული სისტემა.
   შელდონმა თითოეულ სომატოტიპს რიცხობრივი ინდექსი მიაკუთვნა. ამისათვის მან შვიდქულიანი შეფასების სკალა გამოიყენა. კერძოდ, 1 იყო ამ ტიპის მახასიათებლების მინიმალური მოცემულობა, ხოლო 7 – აბსოლუტური მაქსიმუმი. ამრიგად, შელდონის მიხედვით, ყოველი კონკრეტული ინდივიდიდის სხეულის აგებულება სამი ციფრით შეიძლება შევაფასოთ, ანუ სომატოტიპიზირება მოვახდინოთ. მაგალითად, ინდივიდი, რომლის სომატოტიპიც არის 4-6-1 ხასიათდება დაახლოებით საშუალო ხარისხის ენდომორფული, მაღალი ხარისხის მეზომორფული აგებულებით და საერთოდ არ გააჩნია ექტომორფის თვისებები.

სხეულის აგებულების ტიპები შელდონის მიხედვით

სომატოტიპების გამოყოფის შემდეგ შელდონმა დაიწყო ტემპერამენტის ტიპების გამოსაყოფად მეთოდიკის შერჩევა. ამისთვის ის გაეცნო მდიდარ ლიტერატურას პიროვნების ფსიქოლოგიის შესახებ, საიდანაც ამოიწერა და შეადგინა 650 პიროვნული (ხასიათის, ტემპერამენტის) ნიშნის სია, რომელთა გადამუშავების შედეგად (გამორიცხა სინონიმები, შემთხვევითი და უმნიშვნელო თვისებები და სხვ.) და ეს ციფრი 50-დე დაიყვანა. პიროვნული ნიშნების ამ სიის საფუძველზე შელდონი მთელი წლს განმავლობაში იკვლევდა 33 ცდის პირს სხვადასხვა მეთოდით ტესტებით, მათ ქცევაზე დაკვირევბით, საუბრებით, კითხვარებით, მათი ნაცნობების მათ შესახებ გამოკითხვით. და დახასიათებების გაცნობით. შელდონმა შვიდქულიანი სკალა გამოიყენა იმისათვის, რომ დაედგინა და შეეფასებინა, Yთუ რა ხარისხით იყო თითოეული ამ 50 ნიშნიდან ამ პიროვნებებში წარმოდგენილი.ამ შეფასებების კორელაციური ანალიზის საფუძველზე მიღებული კოეფიციენტების ანალიზის შედეგად მან ნიშანთა სამი ჯგუფი გამოჰყო. და მათ უწოდა 1. ვისცეროტონია, 2. სომატოტონია და 3. ცერებროტონია. საბოლოოდ ტემპერამენტის თითოეულ ამ ტიპში 60 ნიშანი გაერთიანდა, რომელიც შელდონმა 4 წლის სკრუპულოზური მუშაობით - სხვადასხვა ნიშნების ძირითად (უკვე არსებულ) ნიშნებთან კორელაციური ანალიზის საფუძველზე დაუმატა თავდაპირველ ნიშნებს (ტითოეულ ტიპს 20 ნიშანი).

ისევე, როგორც სომატოტიპების შემთხვევაში, ტემპერამენტის ტიპების მიმართაც მან რიცხობრივი ინდექსი შემოიღო: უკიდურესი ვისცეროტონია: 7-1-1; უკიდურესი სომატოტონია: 1-7-1; და უკიდურესი ცერებროტონია: 1-1-7. ნორმალური განაწილება – 4-4-4. E

   და ბოლოს, შელდონმა ხუთი წლის მანძილზე იკვლია 200 მოზრდილი ადამიანი და დაადგინა კავშირი კონსტიტუციასა (სომატოტიპსა) და ტემპერამენტის ტიპებსს შორის.
ენდომორფი _ ვისცეროტონიკი
მეზომორფი _ სომატოტონიკი
ექტომორფი _ ცერებროტონიკია

       გულუბრყვილო (ნაივური, ყოფითი, იმპლიციტური)* ფსიქოლოგია
ფსიქოლოგიის და, შეიძლება ითქვას, ნებისმიერი მეცნიერების ჩამოყალიბების ერთ-ერთი მიზეზი ყოველდღიური, ცხოვრებისეული ამოცანების გადაჭრის აუცილებლობაა. მაგრამ ჭეშმარიტად მეცნიერულ გადაწყვეტას წინ უსწრებს ამ პრობლემების თუ მოვლენების ახსნის გულუბრყვილო ცდები. ჩვეულებრივ, ამ ახსნას ადამიანთა დიდი ჯგუფი იზიარებს, ვრცელდება ხალხში, იგი არსებობს კიდეც მეცნიერული აზრის პარალელურად და გარკვეულწილად უტყუარი მტკიცების ძალას იძენს. ამიტომაც უნდა განვასხვავოთ ერთმანეთისგან ნაივური და მეცნიერული ფსიქოლოგია.
       ყოფითი (ნაივური, გულუბრყვილო, იმპლიციტური) ფსიქოლოგია არის ადამიანის განცდებსა, ქცევებსა და მათ მიზეზებზე კულტურულ-ტრადიციული შეხედულებების სისტემა, გაზიარებული ერთი კულტურის წარმომადგენელთა დიდი ნაწილის მიერ.
ხალხში გავრცელებული ნაივური შეხედულებები ყველა მეცნიერული სისტემის თანმდევი მოვლენაა. მაგალითად, შეიძლება ვილაპარაკოთ ნაივური, ყოფითი ფიზიკის შესახებაც კი: დღეს სერიოზულად არავინ მიიღებს მტკიცებას იმის შესახებ, რომ ელვის მიზეზი ზევსი, მის მიერ გამოსროლილი ცეცხლია. თუმცა კლასიკურ საბერძნეთში ამ აზრის სისწორეში ეჭვი არ შეჰქონდათ. თანამედროვე საბერძნეთის არამეცნიერულ ანუ ყოფით ფიზიკაში ზევსი აღარ ფიგურირებს და ქუხილი აიხსნება ელექტრული განმუხტვით, თუმცა, საეჭვოა დიდმა ნაწილმა შეძლოს ამ ცნების ზუსტად განსაზღვრა. როგორც ვხედავთ, ყოფითი ფიზიკა მეცნიერული შემეცნების გავლენას განიცდის, მაგრამ ყოველთვის რაღაც მანძილით უკან რჩება აქტუალურ მეცნიერულ აზრს. Eეს იმიტომ ხდება, რომ მეცნიერული აზრის საყოველთაო

ემპირიული მეცნიერული თეორიების კრიტერიუმები

ექსპლიციტურობა. ემპირიული მეცნიერების ცნებების განსაზღვრება ექსპლიციტურად უნდა შეიძლებოდეს, რათა ისინი ერთმნიშვნელოვანნი და ერთნაირად გასაგები იყოს ყველა მკვლევარისთვის. მ.შ ექსპლიციტურობა ერთიდაიგივე ცნების ერთნაირი ხმარებისა ცენტრალური წანამძღვარია. გულუბრყვილო პიროვნების ფსიქოლოგიის ცნებები ამორფულნი არიან და იმპლიციტურად არსებობენ. ეს კი იმას ნიშნავს, რომ ერთი და იგივე ცნება სხვადასხვა ადამიანის მიერ შეიძლება მსგავსად, მაგრამ არა იდენტურად გამოიყენება. როდესაც არაფსიქოლოგს სთხოვენ რომელიმე ასეთი ცნების განსაზღვრებას, მას უჭირს, და ჩვეულებრივ, ვერც ახერხებს მოგვცეს მისი მნიშვნელობის მეტნაკლებად ზუსტი დეფინიცია. (მაგალითად, რა არის პიროვნული ნიშანი? ღოგორ განსაზღვრავდით პიროვნებას?). ემპირიული დასაბუთება. ემპირიული მეცნიერების ძირითადი ცნებები პირდაპირ ან ირიბად ობიექტურად არსებულ მოვლენებზე დაკვირვების მონაცემებს უნდა ეყრდნობოდეს. სხეულის სიმაღლე, მაგალითად, არის ნიშანი, რომელიც უშუალოდ ექვემდებარება დაკვირვებასა და გაზომვას. მაგრამ ქცევის დისპოზიცების უშუალო აღქმა და დაკვირვება შეუძლებელია. ეს თეორიული კონსტრუქტებია, რომლებიც ქცევის მიღმა არიან და რომლებმაც ქცევა უნდა ახსნან. კონსტრუქტები ირიბად, გარკვეული წესების საფუძველზე ობიექტურად არსებულ მონაცემებს (ე.წ.კონსტრუქტის ემპირიულ ინდიკატორებს) უკავშირდებიან. ამ კავშირს კონსტრუქტსა და დაკვირვებად მონაცემებს შორის კონსტრუქტის ოპერაციონალიზაცია ეწოდება.

       იმისთვის რომ კონსტრუქტზე დასკვნის უფლება გვქინდეს, ინდიკატორების სტაბილურობაში უნდა ვიყოთ დარწმუნებულნი.
არის თუ არა ნაივური პიროვნების თეორიის ნიშნები ემპირიულად დასაბუთებული კონსტრუქტები? ერთი შეხედვით – კი, რადგან პიროვნულ ნიშნებზე დასკვნა ობიექტურად აღქმულ ქცევაზე დაკვირვებას ეყრდნობა. მაგრამ პიროვნების ნაივური თეორიის ძირითადი ნაკლი იმაშია, რომ არ არის დაცული ის მოთხოვნები, რაც აუცილებლად უნდა იყოს შესრულებული ქცევიდან მის უკან მდგომ ნიშანზე დასკვნის გამოსატანად..
იმისათვის, რომ გამოცდის მიმართ შიში, საზოგადოდ, გამოცდის მიმართ შფოთვით, როგორც დისპოზიციით აიხსნას, (სხვა სიტყვებით შფოთვის ემპირიული კონსტრუქტის შესაქმნელად), საჭიროა, რომ ის ნიშნები(ქცევები), რომლებიც შიშის ინდიკატორებს წარმოადგენენ, სტაბილურნი იყოს და იმის წინასწარმეტყველება შეეძლოთ, რომ მომავალშიც გამოცდების პროცესში თავს იჩენენ. ეს და მისი სანდოობა კი სპეციალური ექსპერიმენტული და მათემატიკური პროცედურით დგინდება.

       ჯერ ერთი, მოთხოვნები დაკვირვებადი ქცევისა და სიტუაციური კონტექსტის მიმართ არ არის ზუსტი: საკმარისია თუ ითქმება, რომ რაკი გამოცდაზე გამოსაცდელს ხელები გაუცივდა, აკანკალებული ხმით დაიწყო პასუხი და რომელიღაც კითხვაზე საერთოდ ვერაფერი თქვა, ე.ი. მას ემოციური ბლოკირება აქვს და უნდა გამოცდის მიმართ შიშზე, როგორც პიროვნულ ნიშანზე დავასკვნათ.
მეორეც, რამდენად სტაბილურია ეს ნიშები, რამდენად ხშირად ვლინდება ისინი გამოცდის დროს, ვლინდება მხოლოდ გამოცდის თუ სხვა პირობებშიც? რა დრო და რამდენი დაკვირვებაა საჭირო იმისათვის, რომ მათზე დაყრდნობით ნიშანზე ვილაპარაკოთ? რამდენად ხშირად უნდა გამოავლინოს პიროვნებამ ემოციური ბლოკირების ნიშნები, რომ იგი გამოცდის მიმართ ძლიერი შფოთვის, ან საზოგადოდ მშფოთვარე პიროვნებად ჩავთვალოთ?
ამრიგად, ნიშნის ცნება არასაკმარისად არის ემპირიულად დასაბუთებული. განსაკუთრებით ხშირია შეცდომები ნიშნის სტაბილურობის არაზუსტი განსაზღვრების გამო, რასაც ტაფტალოგიამდეც კი მივყევართ. ერთხელ არქმული ქცევიდან ხდება მის ამხსნელ ნიშანზე პირდაპირ მითითება. მაგალითად: რატომ სცემა X-მა YY-ს? იმიტომ რომ X აგრესიულია. რატომ არის X აგრესიული? იმიტომ რომ Y-ს სცემა. სწორი, დასაბუთებული პასუხი იქნებოდა, იმიტომ რომ X-ს ყოველთვის სხვისი ცემისკენ აქვს მიდრეკილება. ეს დასკვნა კი მრავალ შემთხვევაზე დაფუძნებული დაკვირვებებიდანაა გამოყვანილი.

       თეორია არ უნდა იყოს წინააღმდეგობრივი. ყოველდღიურ ფსიქოლოგიაში ინდივიდუალური თავისებურებების ასახსნელად გამოყენებული პიროვნულ ნიშანთა დიდი რაოდენობა, აგრეთვე, ექსპლიციტურობის დეფიციტი და არასაკმარისი ემპირიული დასაბუთება ხშირად ხდება იმის მიზეზი, რომ ერთსა და იგივე ქცევას სხვადასხვა ნიშანს მიაწერენ ხოლმე. ეს კი იწვევს იმას, რომ ერთი და იგივე ქცევის ახსნა და წინასწარმეტყველება გაუგებრობას იწვევს. მაგალითად, გულუბრყვილო ფსიქოლოგიაში გამოცდაზე ცუდი პასუხი შეიძლება აიხსნას, როგორც ძლიერი შფოთვით გამოცდის მიმართ, ასევე სიზარმაცით გაპირობებული არასაკმარისი ცოდნით. რამდენადაც პერსონალის შერჩევა ისეთი სიტუაციაა, სადაც სიზარმაცე არ ჩანს და უფრო გამოცდის შიში ვლინდება, გულუბრყვილო ფსიქოლოგიის მიხედვით ინტერვიუზე ჩავარდნის მიზეზი შერჩევის სიტუაციაში შიში უფროა, ვიდრე სიზარმაცით გამოწვეული უვიცობა. გარდა ამისა, ხდება ისეც, რომ ყოველდღიური თეორიები ერთსა და იმავე დროს ნებისმიერ მოვლენასაც ხსნიან და მის საწინააღმდეგოსაც მაგალითად, თუ ორი ადამიანი კარგად ეწყობა ერთმანეთს და ერთმანეთს უგებს, ყოველდღიური ფსიქოლოგიური ახსნა იქნება, რომ ეს ორი ადამიანი პიროვნულად ერთმანეთს ჰგავს. მაგრამ არსებობს მეორე გამონათქვამიც, რომ ორი განსხვავებული პიროვნება ერთმანეთს ავსებს და ერთმანეთს იზიდავს. Eთეორია თუ ამგვრი რამ ყოველდღიურ ფსიქოლოგიაში დასაშვებია, მეცნიერულში _ არა. შემოწმების სესაძლებლობა. ემპირიული მეცნიერული თეორიის აუცილებელი მოთხოვნაა, ყოველი მისი გამონთქვამის შემოწმების შესაძლებლობა. შხვა სიტყვებით, რომ თეორიის დებულებების ემპირიული დასაბუთება ან უარყოფა შეიძლებოდეს. ამისთვის ეს დებულებები ნათლად უნდა იყოს ფორმულირებული. მაგრამ სწორედ ექსპლიციტურობის დეფიციტისა და არასაკმარისი დასაბუთებულობის გამო ასეთი შემოწმება ყოველდღიურ ფსიქოლოგიაში არ ხდება. 

        აქ ყოველთვის არის იმის საშიშროება, რომ მოხდება ახსნის მოდიფიკაცია, რადგან გულუბრყვილო თეორიაში ერთი და იგივე მოვლენისთვის რამდენიმე (მათ შორის ურთიერთწინააღმდეგობრივი) ახსნა შეიძლება გამოიძებნოს. მაგალითად:
_ შენ არ ამბობდი, რომ შენი მეგობარი თავისი მაღალი ინტელექტის გამო გამოცდას ადვილად ჩააბარებდა? არა და  ჩაიჭრა.
_ აბა, აბა. მაგრამ ის ზარმაცია და საკმარისად არ მოამზადა საგანი.
_ რომ ამტკიცებს, რომ კარგად იმეცადინა?!
_როგორც ჩანს, დღეს მისთვის ცუდი დღე იყო. ალბათ, ძალიან შფოთავდა.
როგორც ვხედავთ პირველი დისპოზიციური ახსნა მეორით შეიცვალა. როცა ეს ახსნა არ გამოდგა იგი აქტუალურ პროცესებზე იქნა დაყვანილი ყოველგვარი შემდგომი დასაბუთების გარეშე.
მეორემაგალითი:
_ X შემდეგ გამოცდას კარგად ჩააბარებს. რამდენი იზუბრა!
_ რას ამბობ, ის ხომ ჩაიჭრა.
_ ხომ ხედავ, დაზუბვრა არაფერს შველის, როდესაც გამოცდის ისეთი შიში გაქვს, როგორც X-ს.
ამ შემთხვევაში მოცემულია ერთი ქცევის (გამოცდის ჩაბარების) ახსნის მცდელობა გარკვეული ნიშნით (დაზუბვრა კარგად სწავლა), მაგრამ როდესაც ქცევა ამ ნიშნით ვეღარ განხორციელდა (ჩაიჭრა), შემოვიდა მეორე ნიშანი - შფოთვა. რამდენად სწორი იყო ან პირველი ან მეორე არგუმენტი, ამის ემპირიულ დასაბუთებას ნაივური თეორია არ იძლევა. ეს კი თეორიის დიდი ნაკლია, რადგან გამონათქვამთა სისტემა, რომელიც ერთსა და იმავე დროს ერთ მოვლენასაც და მის საწინააღმდეგოს ხსნის, ფაქტობრივად, არაფერს ხსნის და არასწორ წინასწარმეტყველებასაც აკეთებს.

სისრულე. თეორია უნდა ხსნიდეს შესაბამისი სფეროს ყველა მოვლენას. აქ გულუბრყვილო თეორია "ძლიერია". ნიშანთა იმ უზარმაზარი რაოდენობის გამო, რომელის მის განკარგულებაშია, იგი მათ იყენებს და პიროვნების თითქმის ყველა თავისებურებას ხსნის. ეს კი იმის ხარჯზე ხდება, რომ ეს თეორიები არ ექვემდებარებიან შემოწმებას და წინააღმდეგობრიობას ყურადღებას არ აქცევენ.

ეკონომიურობა. ყოველდღიურ ფსიქოლოგიაში ეკონომიურობა, როგორც ერთ-ერთი აუცილებელი მოთხოვნა ემპირიული მეცნიერული თეორიისა, ფაქტობრივად, უარყოფილია. ეს თეორიები არაჩვეულებრივად მდიდარია ცნებებით, რადგან ყოველი პიროვნული ნიშანი ფუნდამენტური ნიშანია. ამდენად, ამ თეორიებში იმდენი ძირითადი პიროვნული ნიშანია, რამდენი პიროვნული ნიშნის აღმნიშვნელი სიტყვაც არის ლექსიკონში. ამის გამო გარკვეულ უზუსტობებთან გვაქვს საქმე, რადგან, სხვა თუ არაფერი, სინონიმების გათვალისწინება მაინც უნდა მოხდეს, როდესაც პიროვნულ ნიშნებთან გვაქვს საქმე.
პროდუქტულობა. გულუბრყვილო პიროვნების თეორია მეცნიერული თეორია რომ ყოფილიყო, ე.ი იგი რომ აკმაყოფილებდეს მეცნიერული ემპირიული ფსიქოლოგიის მოთხოვნებს, პიროვნული ნიშნების უზარმაზარ რეზერვუარს და განუსაზღვრელ შესაძლებლობებს გამოიყენებდა გარკვეული ნიშნების ფუნქციების და ამ ნიშანთა დაჯგუფებების ემპირიული კვლევებისათვის. ამ შესაძლებლობებს, როგორც ენაში არსებულ საგანძურს მიმართავენ ხოლმე მეცნიერულ პიროვნების ფსიქოლოგიაში. (კეტელი, ოლპორტი და სხვ.). მაგრამ ამ საკითხს ძალიან ზუსტი მეცნიერული აპარატი სჭირდება და ამიტომ, გულუბრყვილო ფსიქოლოგია, ამ მხრივ, არაპროდუქტიულ თეორიად ითვლება.

პრაქტიკაში გამოყენება
პიროვნების ნაივური თეორიის ყველაზე ძლიერი მხარე სწორედ ადამიანთა ურთიერთობებისა და ქცევების ყოველდღიური პრობლემების სწრაფ და მარტივ ახსნასა და წინასწარმეტყველებაში მდგომარეობს. Yყოველდღიურ ცხოვრებაში ხშირად საჭიროა ხოლმე ადამიანთა შორის ურთიერთობების პროცესში ქცევის მეტ-ნაკლებად სწორი შეფასება და წინასწარმეტყველება. მაგალითად: „შემიძლია მისი მიტოვება? მე რომ მას ეს მოვთხოვო, დამთანხმდება, პასიურ წინააღმდეგობას გამიწევს თუ აქტიურად შემეწინააღმდეგება? შეძლებს ის ამის გაკეთებას?" და სხვ. ასეთ კითხვებზე პასუხის გასაცემად საჭიროა პიროვნების შესახებ არა მხოლოდ ცოდნა, არამედ მისი გამოყენებაც. რამდენადაც ეს კითხვები სოციალური ურთიერთობის დროს წარმოიშობა, მათზე სწრაფი პასუხია საჭირო. ამ მხრივ ნაივურ ფსიქოლოგიას იდეალური შესაძლებლობები გააჩნია: თითოეულ ინდივიდუალურ თავისებურებას თავისი შესაბამისი პიროვნული ნიშანი გააჩნია. არ გაგიმართლებს ერთი ახსნა ან წინასწარმეტყველება, იქვეა მისი ალტერნატივაც.
       ამით ნაივური თეორია უქმნის ადამიანს გარკვეულობის და დარწმუნებულობის განცდას: ყველაფერს თავისი ადგილი აქვს, მე შემიძლია შევიცნო ეს წესრიგი და გამოვიყენო. Eეს კი აადვილებს გა დაწყვეტილების სწრაფ გამოტანას გაუთვალისწინებელ სიტუაციებში. ის, რომ საბოლოოდ სიტუაციიაში ორიენტაციის და დარწმუნებულობის განცდა მცდარია, რადგან ახსნა ზედაპირულია და საუკეთესო შემთხვევა ში წინასწარმეტყველების გამართლებაც მხოლოდ შემთხვევითობაა, ყოფით ფსიქოლოგიაში მეორეხარისხოვან როლს თამაშობს. ხშირად რაღაც ზომიერი რეაქციის მონახვა უფრო მნიშვნელოვანია, ვიდრე საუკეთესო გადაწყვეტილების მონახვა. ამიტომაც „მუშაობს" ნაივური ფსიქოლოგია, მიუხედავად თავისი ბევრი ნაკლისა, ყოველდღიურ ცხოვრებაში საკმაოდ კარგად.
ამრიგად, პიროვნების ნაივური ფსიქოლოგია მეცნიერული ფსიქოლოგიის უმრავლეს (თუ არა ყველა) კრიტერიუმს ვერ აკმაყოფი ლებს. მაგრამ მისი გამოყენების ხარისხი ყოველდღიურ ცხოვრებაში იმდენად მაღალია, რომ მოთხოვნა მასზე ხალხში ძალიან დიდია. პიროვნების ნაივური თეორია კარგი მაგალითია იმისა, რომ შესაძლებელია პრაქტიკაში „მოთხოვნადი" თეორია მეცნიერული თვალსაზრისით ცუდი თეორია იყოს.
პიროვნების ნაივური თეორია პრაქტიკულია ყოველდღიურ ცხოვრებაში ქცევის ახსნისა და წინასწარმწეტყველებისთვის, მაგრამ გამოუსადეგარია , როგორც ფსიქოლოგიური (მეცნიერული) თეორია.
და მაინც, თუმცა პიროვნების ნაივური თეორია გამოუსადეგარია, როგორც მეცნიერული ფსიქოლოგია, მას მაინც გარკვეული მნიშვნელობა აქვს ფსიქოლოგიისთვის სამი მიზეზის გამო:

  • პირველ რიგში იმიტომ, რომ ეს არის ფსიქოლოგიური ფაქტი: ჩვენ ყველას თავში გვაქვს ეს თეორია და ყოველთვის ვიყენებთ. მას. ვისაც უნდა იმის გაგება, თუ როგორ აღიქვამენ და იყენებენ ადამიანები საკუთარი თავის და ირგვლივ მყოფთა ინდივიდუალურ თავისებურებებს, ნაივურ ფსიქოლოგიაზე უარი არ უნდა თქვან.
  • მეორეც, პიროვნების ნაივური ფსიქოლოგია მიუხედავად მისი პრობლემებისა, შეიძლება განვიხილოთ, როგორც შესაძლო ამოსავალი –დასაყრდენი პუნქტი პიროვნების ფსიქოლოგიური თეორიების ჩამოყალიბებისთვის. ყოფითი ფსიქოლოგიის ბევრი პრობლემა შეიძლება თავიდან აცილებულ იქნას, თუ პიროვნულ ნიშანთა ოპერაციონალიზირება მოხდება და მათი ფუნქცია სიტუაციის გადამუშავების აქტუალურ პროცესებში უფრო ნათლად გამოიკვეთება.
  • დაბოლოს, ფსიქოლოგები მუდმივ იმის საშიშროების წინაშე დგანან, რომ ყოველდღიური ფსიქოლოგიის ცნებები, იმის გამო, რომ ორივეს საერთო აქვს, მეცნიერულ ცნებებში არ აირიოს. ეს საშიშროება განსაკუთრებით პიროვნების ფსიქოლოგიას ემუქრება, რადგან იგი .განსხვავებით ფსიქოლოგიის სხვა პროცესებისგან (მაგ. აღქმა) ყოველდღიური ფსიქოლოგიის წარმოდგენებიდან ბოლომდე არ არის გათავისუფლებული. ერთადერთი, რამაც ყოველდღიური ფსიქოლოგიის ფსიქოლოგიასთან აღრევას ხელი შეიძლება შეუშალოს, არის ის, რომ მოხდეს ორივეს ნათლად და მკაცრად ერთმანეთისგან კონცეპტუალური გამიჯვნა.

ნახვა: 2099

ღონისძიებები

ბლოგ პოსტები

Dynamic Memory Allocation

გამოაქვეყნა Malinda Heng_მ.
თარიღი: აგვისტო 17, 2025.
საათი: 2:00pm 0 კომენტარი

გაგრძელება

Can your Mind Run out Of Memory?

გამოაქვეყნა Malinda Heng_მ.
თარიღი: აგვისტო 16, 2025.
საათი: 10:00am 0 კომენტარი

Funerary card template with obituary and ribbon Funerary card with obituary condolence and mourning ribbon. Obituary card layout, mortuary plate vector template, sepulchral plaque with in memoriam necrologue and black silk ribbon over corners memory stock illustrations Can your mind run out of memory? Your memory depends on reusing, overlapping and adapting relatively than on a set number of storage spots. While you buy by way of hyperlinks on our site, we might earn an affiliate commission. Here’s how it works. You can use up all the storage on your phone or max out your computer's drive, but can you utilize up all the memory area in your brain? Regardless of how you would possibly really feel before an exam or after a sleepless night before a…

გაგრძელება

ვეძებ

გამოაქვეყნა nino iremashvili_მ.
თარიღი: აგვისტო 11, 2025.
საათი: 5:08pm 2 კომენტარი

ვეძებ კობა ხიზანიშვილს ოზურგეთიდან რომელიც დაკარგულია ესპანეთში დაახლოებით 7 წელია,, არის ამ საიტზე რეგისტრირებული მომწერეთ თუ ვინმე იცნობთ 🙏🏻🙏🏻🙏🏻

Keto Cocktails and Keto Mocktails

გამოაქვეყნა Lan Marie_მ.
თარიღი: აგვისტო 3, 2025.
საათი: 1:00pm 0 კომენტარი

Looking for some of the best keto cocktails on the web? This page will be updated frequently with sugar free, keto cocktails you can make at home and stay in ketosis. There are several keto friendly, zero sugar alcohols like vodka, gin, rum and whiskey. It’s what you mix with the alcohol that tends to be a problem for keto. Fortunately, keto cocktails are simple to make by making a few simple substitutions like keto simple syrup and other sugar free options that allow you to still enjoy a…

გაგრძელება

Qwelly World

free counters