qwelly | psychology | pirovnebis fsiqologia | pirovnebis psikologia | fsiqologia | mecniereba | psiqologia pirovneba | ფსიქოლოგია | პიროცნების ფსიქოლოგია | პიროვნება ფსიქოლოგია

დილემა 1.
ნომოთეტური VS იდიოგრაფიული


      ფსიქოლოგიის ამოცანაა, და, კერძოდ, პიროვნების ფსიქოლოგიისაც, პიროვნების აღწერა და ახსნა. ამ მიზანს ემსახურებოდა და ემსახურება ათეულობით თეორია, რომლებიც, ბუნებრივია, ერთმანეთისგან განსხვავდება, მაგრამ ყველა მათგანისთვის ის არის საერთო, რომ პიროვნების აუცილებელ თვისებად განიხილავენ მის განუმეორებლობას, ანუ უნიკალობას და სტაბილურობას. სწორედ პიროვნების უნიკალურობის გამო თავიდანვე დაისვა საკითხი, პიროვნება ნომოთეტურ მეცნიერებათა კატეგორიას უნდა მივაკუთვნოთ თუ - იდეოგრაფიულის. განვიხილოთ ამ კატეგორიების არსი. ეს საკითხი ერთ-ერთმა პირველმა მე-19 საუკუნის ბოლოს (1994) ფილოსოფოსმა ვინდელბანდმა დააყენა, რომელსაც უნდოდა მეცნიერებები ერთმანეთისგან არა საგნით განესხვავებინა, როგორც მანამდე ხდებოდა, არამედ - მეთოდოლოგიის საფუძველზე. ნომოთეტური მიდგომა ბუნებისმეტყველური მეცნიერების პოზიციას გამოხატავს და მოითხოვს მოვლენის ზოგად კანონზომიერებათა დადგენას. ნომოს ნიშნავს კანონს. ნომოთეტური მიდგომის საწინააღმდეგოდ იდიოგრაფიული პოზიცია მოითხოვს არა ზოგადი კანონზომიერებების დადგენას, არამედ კონკრეტული, ერთეული ადამიანის განუმეორებლობის შესწავლას. (Iდიო ცალკეულს ნიშნავს). ეს არის კულტურის შესახებ ისტორიულ მეცნიერებათა მეთოდი, რომლის არსიც მდგომარეობს ინდივიდუალური თავისებურებების აღწერაში ღირებულებებთან მიკუთვნების საფუძველზე. ღირებულების შემოტანა ხელს უწყობს კულტურული ფენომენების ბუნებისმეტყველური მოვლენებისგან გარჩევას. თუ ბუნებისმეტყველება ადგენს და აზოგადებს კანონებს, ისტორია ინდივიდუალიზაციას აკეთებს, მოვლენათა უთვალავი სიმრავლიდან გამოჰყოფს ისტორიულ მოვლენას , ისტორიულ ინდივიდუმს. ვინდელბანდს თავისი მოსაზრების დამადასტურებელ მაგალითად ფსიქოლოგია მოჰყავდა, და ამბობდა, რომ ფსიქოლოგიის საგანი სულია, მაგრამ მეთოდები ბუნებისმეტყველური, ფსიქოლოგია ფსიქიკურ მოვლენათა ზოგად კანონზომიერებებს ადგენს და ამდენად ნომოთეტური მეცნიერებააო. ეს მოსაზრება არ გაიზიარა შტერნმა, დიფერენციალური ფსიქოლოგიის ფუძემდებელმა, რასაც ვინდელბანდიც დაეთანხმა. როგორც ცნობილია, დიფერენციალური ფსიქოლოგიის ამოცანაა განსხვავების შესწავლა, რაც ცალკეული პიროვნების და ცალკეული ფსიქიკური გამოვლენის შესწავლას უკავშირდება. ამდენად, ერთი შეხედვით, დიფერენციალური ფსიქოლოგია (პიროვნების ფსიქოლოგია) იდიოგრაფიული მეცნიერებების მოთხოვნას უფრო აკმაყოფილებდა, ვიდრე ნომოთეტურისას. შტერნმა თავისი მოძღვრებით შესძლო დაესაბუთებინა, რომ დიფერენციალური (პიროვნების) ფსიქოლოგიის მიმართ, საზოგადოდ, საკითხის დასმა, ნომოთეტური მეცნიერებაა იგი თუ იდიოგრაფიული, არ შეიძლება. პიროვნების ფსიქოლოგია, ერთდროულად ნომოთეტურიც არის და იდიოგრაფიულიც. მათი დაპირისპირება არ არის მართებული. ცალკეული, კონკრეტული პიროვნების შეცნობა მხოლოდ ზოგადი კანონზომიერებების შეცნობით სრული სახით ვერ მოხერხდება. კერძო, ერთეულ მოვლენებშიც (პიროვნებაში) არსებობს გაუთვალისწინებელი შემთხვევები, რომლებმაც არსებითი გავლენა შეიძლება მოახდინონ ამ პიროვნების ფორმირებაზე: " მე რომ შემთხვევთ X-ს არ შევხვედროდი . . ." ან "მე რომ შემთხვევით ეს წიგნი არ ჩამვარდნოდა ხელში. . ." . უნდა გვახსოვდეს, რომ კონკრეტულ პიროვნებაში არსებობს როგორც ზოგადი, ისე იდიოგრაფული კამონზომიერებები. ამიტომ ორივეს გათვალისწინებაა საჭირო. თუმცა საკითხსაც გააჩნია: ერთ შემთხვევაში შეიძლება ერთის წინ წამოწევა უფრო იყოს საჭირო, მეორე შემთხვევაში კი –მეორის. (ისიც უნდა გვახსოვდეს , რომ ეს მიმართება (კომპლემენტარობის, იგივე დამატებითობის, იგივე ასიმტოტას პრინციპი) არა მხოლოდ ფსიქოლოგიისთვის, არამედ სხვა მეცნიერებებისთვისაც ჭეშმარიტია. როგორც ფიზიკოსი, ნობელის პრემიის ლაურეატი Gell-mann მიუთითებს, ამ სამყაროში ყველაფერი მარტივი წესებისა და შემთხვევითობების შედეგია.. მარტივი წესები ერთეულის -კერძოს გარკვეულ საზღვრებში მეცნიერულად ახსნის შესაძლებლობას გვაძლევენ, მაგრამ ყოველთვის რჩება შემთხვევითობების საფუძველზე ახსნის საჭიროება, რომელთა წინასწარმეტყველება შეუძლებელია, მხოლოდ პოსტ ფაცტუმ ხდება მათი გათვალისწინება


დილემა № 2
პიროვნების შინაგანი სტრუქტურა VS სიტუაცია

        რამდენად მყარი და შინაგანად შეთანხმებულია (კონსისტენტურია) პიროვნება? იცვლება თუ არა იგი სიტუაციიდან სიტუაციამდე? მაგალითად, ერთი და იგივე პიროვნებად რჩება იგი მეგობრებთან და მშობლებთან ან ლექტორებთან ურთიერთობისას? ან იგივე პიროვნებაა წვეულებაზე და აუდიტორიაში? პრობლემა პიროვნების სხვადასხვა სიტუაციაში შინაგანი შეთანხმებულობის შესახებ წარმოადგენს დილემას _ "პიროვნება თუ სიტუაცია", ანუ პიროვნება განსაზღვრავს ქცევის თავისებურებას თუ სიტუაცია? მაშინ, როდესაც თეორეტიკოსთა ერთი ნაწილის აზრით, ადამიანი ყოველდღიურ ცხოვრებაში, სხვადასხვა სიტუაციაში სიმყარეს და თანმიმდევრობას ავლენს, მეცნიერთა მეორე ნაწილი თვლის, რომ პიროვნება იცვლება სიტუაციის მიხედვით და, ფაქტობრივად, სხვადასხვა სიტუაციაში ისე იქცევა, თითქოს სხვადასხვა ადამიანი იყოს. მიუხედავად იმისა, რომ აშკარაა, რომ ადამიანები ამ მხრივ ინტერინდივიდუალურად განსხვავდებიან, ზოგის ქცევას უფრო მეტი სიმყარე და შეთანხმებულობა გააჩნია, ზოგის ქცევა კი უფრო ცვალებადია, მაინც დგება საკითხი: ზოგადად, ადამიანი თავის ქცევაში სიტუაციიდან სიტუაციამდე უფრო მყარი და თანმიმდევარი თუ ცვალებადი ბუნებისაა? როგორ ხსნის ფსიქოლოგია პიროვნების ქცევის შეთანხმებულობისა და ცვალებადობის საკითხს? თანამედროვე ფსიქოლოგიაში პიროვნების ცნების განსაზღვრებისას ვამბობთ, რომ "პიროვნება არის შედარებით სტაბილური, მყარი, კონსისტენტური და დროში გამძლე (თანმიმდევარი)". სიტყვას "შედარებით" ხაზი ესმება, რადგან იგი მიუთითებს, რომ პიროვნების შესახებ უკიდურესი შეხედულებების გვერდით, რომლებიც ცნობენ პიროვნულ ნიშანთა აუცილებელ სტაბილობას, არსებობს პიროვნების ცნების დინამიური ინტერპრეტაციებიც, რომლებიც არა თუ გამორიცხავენ, არამედ ხაზს უსვამენ პიროვნების განვითარებას, მის პროცესუალურ და ცვალებად ხასიათს. პირველი თვალსაზრისის (რომ სტაბილობა და კონსისტენტობა არის პიროვნების ინდივიდუალობის განმსაზღვრელი ძირითადი კრიტერიუმი) მიმდევრები ასაბუთებენ, რომ პიროვნება თავის ძორითად არსს დაკარგავს, თუ ჩვენი ქცევა მხოლოდ სიტუაციურ ცვლილებებზე ან დროის ცვლილებებზე იქნება დამოკიდებული. რა არგუმენტები გააჩნიათ ამ თვალსაზრისის დამცველებს? მათ ერთ-ერთ მნიშვნელოვან არგუმენტად მოჰყავთ ზიმბარდოს დღეისთვის საყოველთაოდ ცნობილი ექსპერიმენტის შედეგები, რომლებიც სტენფორდის უნივერსიტეტის ერთ-ერთ სარდაფში (ფიქტიურ) ციხეში ჩატარდა.  ექსპერიმენტში მონაწილეობა მიიღო 21 სტუდენტმა, რომლებიც 75 მოხალისე სტუდენტიდან შეირჩა. მოხალისეები გამოეხნაურნენ გაზეთში გამოქვეყნებულ განცხადებას და თანხმობა განაცხადეს ორკვირიან ექსპერიმენტში მონაწილეობაზე, რომელიც დღეში 15 დოლარის ფასად ციხეში ყოფნას ითვალისწინებდა. სამოცდათხუთმეტივე მოხალისისგან, ხანგრძლივი და ინტენსიური დაკვირვების, გამოკითხვისა და ტესტირების შედეგად, შეირჩა 21 კანონმორჩილი, ემოციურად სტაბილური, ფიზიკურად ჯანმრთელი და საშუალო, ნორმალური სტუდენტი. მონეტის ალალბედზე აგდებით მოხალისეთა ნაწილს პატიმრის, ნაწილს კი ზედამხედველის როლი დაეკისრა. "ზედამხედველები" გააფრთხილეს, რომ მათ მოვალეობაში შედიოდა არაჩვეულებრივი წესრიგის დაცვა, რითაც ციხის ნორმალურ ფუნქციონირებაზე პასუხისმგებლობას იღებდნენ." Xოლო "პატიმრებს" კი აფრთხილებდნენ გაეთვალისწინებინათ, რომ მათზე მუდმივი კონტროლი იქნებოდა და მათი მოქალაქეობრივი უფლებების ნაწილი დაირღვეოდა. პატიმრები ექსპერიმენტის მიმდინარეობის პერიოდში ციხეში იმყოფებოდნენ, ხოლო ზედამხედველები კი, სტანდარტულად, 8 საათს მუშაობდნენ. ექსპერიმენტის შედეგები, ის თუ როგორ გაითავისეს სტუდენტებმა როლები, გამაოგნებელი და თვით ექსპერიმენტის ინიციატორებისთვისაც მოულოდნელი აღმოჩნდა. ზედამხედველები, ეს, ჩვეულებრივ, მშვიდობიანი, კარგი ბიჭები აგრესიულად, ზოგჯერ სადისტურადაც კი იქცეოდნენ. Iსინი პატიმრებს თხოვდნენ უსიტყვოდ დამორჩილებოდნენ წესებს, წინააღმდეგ შემთხვევაში ელემენტარულ პრივილეგიაზეც უარს ეუბნებოდნენ. თუ თავიდან ართმევდნენ კითხვის ან ერთმანეთთან საუბრის უფლებას, შემდეგ, პატიმრების მხრიდან მცირე პროტესტის შემთხვევაშიც კი, ჭამის ძილის, დაბანის უფლებასაც არ აძლევდნენ. სასჯელის ახალ ფორმებს იგონებდნენ, რომ პატიმრებს თავი დამცირებულად ეგრძნოთ.  ხუთმა "პატიმარმა" ვეღარ გაძლო ციხეში და ორ დღეში დატოვა ციხე. დანარჩენებსაც, მანამდე ფსიქოლოგიურად სტაბილურ სტუდენტებს პათოლოგიური ქცევის ნიშნები გამოუვლინდათ – ზოგი ბედს შეეგუა, პასიური და უმწეო გახდა, ზოგს აზროვნების დეზორგანიზაცია და დეპრესია დაეწყო; ზოგი ისტერიკაში ჩავარდა.მოკლედ, ქცევის პათოლოგიური სიმპტომების გამო ექსპერიმენტის ინიციატორები იძულებული იყვნენ ექსპერიმენტი ექვს დღეში შეეწყვიტათ. (დღეს ყველა თანხმდება იმაში, რომ ეთიკური თვალსაზრისითაც ეს ექსპერიმენტი გაუმართლებელი იყო. დღეს მოქმედებს ფსიქოლოგიურ კვლევების სპეციალური ეთიკის კოდექსი, რომელიც ყველა მკვლევარმა უნდა დაიცვას.).როგორც ვხედავთ, სიტუაციურმა ზეწოლამ ექსპერიმენტის მონაწილეებს ჩაადენინა ისეთი ქცევები, რომლებიც მათი ქცევების ჩვეულ რეპერტუარში არ შედიოდა. ზიმბარდოს ექსპერიმენტის შედეგები არ შეესაბამება ე.წ. პიროვნების "შიგნით" არსებულ ნიშნებზე ცენტრირებულ თეორიას (ამ თეორიას ოდნავ მოგვიანებით შევისწავლით), რადგან აგრესიულობა სტუდენტების მიერ მრავალრიცხოვანი ტესტებით დადგენილ ნიშანთა ჩამონათვალში არ ფიგურირებდა. სადისტური და აგრესიული ქცევა სიტუაციური ზეწოლის შედეგად განახორციელეს სტუდენტებმა, რომლებიც თავისთავად, არ მიეკუთვნებოდნენ სადისტურ ტიპს; სხვა სიტყვებით, მათი პიროვნული ნიშნები არ იძლეოდა მათი სადისტური ქცევის წინასწარმეტყველების შესაძლებლობას. ამრიგად, ზიმბარდოს მიხედვით, პიროვნება, მისი პიროვნული ნიშნები კი არ განსაზღვრავენ ქცევას, არამედ სიტუაცია ახდენს მნიშვნელოვან გავლენას. "მაგრამ თუ ყურადღებით გავაანალიზებთ ზიმბარდოს ექსპერიმენტების შედეგებს, ვნახავთ, რომ თვით ‘ზედამხედველებს" შორისაც იყვნენ ისეთები, რომლებიც "ბოროტად" არ იყენებდნენ თავის უფლებებს. უფრო ზუსტად, ზედამხედველების მხოლოდ მესამედმა გამოავლინა შოკისმომგვრელი ქცევა, ორი მესამედი კი მკაცრად ექცეოდა პატიმრებს, მაგრამ ნორმალურად და ზოგჯერ მეგობრულადაც კი" (Laux,2003). ეს მონაცემები ზიმბარდოს კრიტიკოსებს საპირისპირო პოზიციის არგუმენტებადაც კი მიაჩნიათ. ერიხ ფრომი, მაგალითად წერს, რომ "ამ მონაცემებმა დაამტკიცა, რომ შესაბამისი სიტუაციით ადამიანების გადაქცევა სადისტებად არც ისე ადვილია"(Fromm, 1985).

ნახვა: 1611

ბლოგ პოსტები

A Comprehensive Look at a Norse-Fantasy Realm

გამოაქვეყნა Karmasaylor_მ.
თარიღი: დეკემბერი 15, 2025.
საათი: 10:30am 0 კომენტარი

Legend of YMIR Diamonds stands out as one of the most ambitious MMORPG projects inspired by Norse mythology, blending high-fantasy world-building with survival, kingdom management, and large-scale PvP warfare. At its core, the game reimagines ancient myth—specifically the primordial giant Ymir, whose body became the foundation of the world—as the thematic anchor for a sprawling digital realm. This article explores the world, lore, setting, and narrative elements that shape the experience of…

გაგრძელება

Global Hydrogen Cyanide (HCN) Market

გამოაქვეყნა Violet VSM_მ.
თარიღი: ნოემბერი 24, 2025.
საათი: 11:30am 0 კომენტარი

According to a new comprehensive market analysis report by Reed Intelligence, the global Hydrogen Cyanide (HCN) market is projected to grow steadily from 2023 to 2031 at a compound annual growth rate (CAGR) of approximately 2.2 %. This growth is underpinned by strong demand in sodium and potassium cyanide…

გაგრძელება

Global Azimuth Thrusters Market to Surge

გამოაქვეყნა Violet VSM_მ.
თარიღი: ნოემბერი 24, 2025.
საათი: 11:00am 0 კომენტარი

According to the latest report by Reed Intelligence, the global azimuth thrusters market is projected to witness robust expansion over the forecast period.

Market Size – Base Year & Forecast Year

In the base year 2023, the global  is valued and is forecast to grow through 2031 at an approximate compound annual growth rate (CAGR) of 8%.

Key…

გაგრძელება

Global Electric Fencing Market Set to Grow Strongly Through 2031

გამოაქვეყნა Violet VSM_მ.
თარიღი: ნოემბერი 24, 2025.
საათი: 10:30am 0 კომენტარი

A new comprehensive report by Reed Intelligence reveals that the global electric fencing market is projected to expand at a compound annual growth rate (CAGR) of approximately 5.5% between 2023 (base…

გაგრძელება

Qwelly World

free counters