ზაფხული...  სოფელი... 
ტკბილი ბებიები... კიდევ უფრო ტკბილი ნამცხვრებით... 
აი ასეთი ტკბილი და გემრიელი ნამცხვრის რეცეპტი
QwellyNaRia_სგან

შემადგენლობა:

  1. ლიმონი - 1 ცალი
  2. მწიფე ატამი - 750 გრ
  3. ხაჭოსებრი ყველი - 200 გრ
  4. არაჟანი - 150 გრ
  5. შაქრის პუდრა - 50 გრ
  6. კვერცხი - 2 ცალი
  7. ცხიმი - ფორმისთსივ
  8. ფქვილი - სამუშაოდ

ცომისთვის:

  1. ფქვილი - 250 გრ
  2. მწიკვი მარილი
  3. თხლად დაჭრილი ცივი კარაქა - 100 გრ
  4. შაქარი - 50 გრ
  5. რძე - 100 მლ

მომზადება:

1. ფქვილი გაცერით და მარილთან ერთად ჩაყარეთ ჯამში, დაუმატეთ შაქარი, კარაქი, რძე და სწრაფად მოზილეთ ერთგვაროვანი ცომი, გაახვიეთ ცელოფანში და დადეთ გრილ ადგილას 30 წუთით.

2. ლიმონი გარეცხეთ, გაამშრალეთ, კანი გახეხეთ, ხოლო წვენი გამოწურეთ. 300 მლ წყალი ლიმონის წვენთან ერთად ჩაასხით ქვაბში და წამოადუღეთ. ატმები ქაფქირით ჩაუშვით ამ სითხეში, მალევე ამოიღეთ და დააწყვეთ საწურზე. შემდეგ მოაცილეთ კანი, გაყავით ოთხად და გამოაცალეთ კურკა.

3. გააცხელეთ ღუმელი, წაუსვით ცხიმი ფორმას.

4. ყველი, არაჟანი, შაქრის პუდრა და ლიმონის კანი აურიეთ ჰაეროვანი მასის მიღებამდე. შეურიეთ კვერცხი.

5. ცომი გააბრტყელეთ და ჩადეთ ფორმაში. ფორმის ძირი და გვერდები დაფარეთ ამ გაბრტყელებული ცომით. ზემოდან დააწყვეთ ატმის ნაჭრები, წაუსვით მომზადებული კრემი და აცხვეთ 175 გრადუსზე 40 წუთით.

6. ბოლოს ოდნავ გააგრილეთ, ამოიღეთ ფორმიდან, მოაყარეთ შაქრის პუდრა და გააცივეთ.

ტეგები: cake, qwelly, qwellynaria, recipe, ატამი, ლიმონი, ნამცხვარი, რეცეპტი, ტკბილეული, ქველინარია

ნახვა: 280

ღონისძიებები

ბლოგ პოსტები

სააღდგომო ეპისტოლე 2026

გამოაქვეყნა ლაშა_მ.
თარიღი: აპრილი 13, 2026.
საათი: 12:00am 0 კომენტარი

საპატრიარქო ტახტის მოსაყდრის, სენაკისა და ჩხოროწყუს მიტროპოლიტის,

შიოს, სააღდგომო ეპისტოლე

საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესიის…

გაგრძელება

არცაღა ერთი მკუდართაგანიღა არს საფლავსა შინა

გამოაქვეყნა აკაკი ლიპარტია_მ.
თარიღი: აპრილი 12, 2026.
საათი: 3:36am 0 კომენტარი

ქრისტე აღსდგა მკვდრეთით

სიკვდილითა სიკვდილისა დამთრგუნველი

და საფლავების შინათა ცხოვრების მიმნიჭებელი!…

გაგრძელება

ოსკარის 2026 წლის დაჯილდოება - გამარჯვებულები და ნომინირებულები

გამოაქვეყნა ლაშა_მ.
თარიღი: მარტი 16, 2026.
საათი: 11:30pm 0 კომენტარი

ოსკარი 2026 სრული სია

      ისევ დამიგვიანდა! ეტყობა, მართლა დავბერდი და უკვე აღარც კი…

გაგრძელება

2026 Guide to the Best AI Voice Generation for Creators and Businesses

გამოაქვეყნა supprity_მ.
თარიღი: მარტი 13, 2026.
საათი: 6:30pm 0 კომენტარი

As we step further into 2026, the landscape of content creation is being transformed by AI-powered technologies. Among these innovations, voice generation stands out as one of the most impactful tools for creators, businesses, and educators.…

გაგრძელება

Gallium Market to Reach $860 million by 2033

გამოაქვეყნა Heden Brock_მ.
თარიღი: მარტი 9, 2026.
საათი: 10:00am 0 კომენტარი

According to our latest research, the Global Gallium market size was valued at $430 million in 2024 and is projected to reach $860 million by 2033, expanding at…

გაგრძელება

How Minidumperfactory Electric Garden Loader Manufacturer Adapts to Energy Trends

გამოაქვეყნა Minidumperfactory00_მ.
თარიღი: მარტი 2, 2026.
საათი: 6:30am 0 კომენტარი

Electric Garden Loader Manufacturerstrategies are increasingly centered on advanced battery systems as demand grows for efficient and low-emission landscaping equipment. Energy storage technology now plays a defining role in how electric compact…

გაგრძელება

Qwelly World

free counters