მართალია ცოტა ვერ წარმომიდგენია როგორ შეიძლება ვეგანი ვიყო და არც ავოკადო მხიბლავს დიდად, მაგრამ რაც დრო გადის, ვეგანური საკვები უფრო პოპულარული ხდება მთელს მსოფლიოში და მათ შორი ხაჭაპურისა და ჩაქაფულის ქვეყანაშიც. აი, მაკარონის ქვეყანაში კი ვენაური პიცის მიმდევრები მრავლად არიან. ჩვენი რეცეპტი ბოლომდე ვეგანური არ არის, რადგან მაწონი აქვს (რძის პროდუქტები ვეგანების არცერთი მიმართულებისთვის არაა მისაღები), მაგრამ ვეგეტარიანელები ნამდვილად ისიამოვნებენ.

ვეგეტარიანული პიცა

Qwellynaria, პიცა, პიცის რეცეპტი, ავოკადო, ისპანახი, ბოსტნეული, ქველინარია, კულინარიული რეცეპტები,

შემადგენლობა:

  • ავოკადო - 2 ცალი
  • ისპანახი - 200 გრ.
  • ლიმონი - 1 ცალი
  • პომიდორი ჩერი - 100 გრ.
  • მარილი - გემოვნებით

ცომისთვის:

  • ფქვილი - 500 გრ.
  • მარგარინი - 150 გრ.
  • მაწონი - 250 მლ.
  • სოდა - 1/2 ჩ.კ.
  • მარილი - 1 მწიკვი

მომზადება:

      ცომის მომზადება: ხელით შეაზილეთ ერთმანეთს დარბილებული მარგარინი და ფქვილი. დაუმატეთ მაწონში გახსნილი სოდა და კარგად მოზილეთ (ცომი უნდა გამოვიდეს მაგარი).

      მოათვსეთ ბლენდერში ერთი ავოკადოს რბილობი, ისპანახი, ლიმონის წვენი და ათქვიფეთ. მიღებულ მასას დაუმატეთ მარილი გემოვნებით და კარგად აურიეთ.

      გააბრტყელოთ ცომი წრის ფორმაზე და მოათავსეთ ღუმელში გამოსაცხობად.

      როცა ცომი გამოცხვება, გააგრილოთ, წაუსვათ მომზადებული მასა, მოაწყეთ მეორე ავოკადოს ნაჭრები და პომიდორი ჩერი.

გემრიელად მიირთვით!

ტეგები: Qwellynaria, ბოსტნეული, ვეგეტარიანული, პიცა, რეცეპტი

ნახვა: 1208

გამოხმაურებები!

ეგ მართალია, მყავს ასეთი ნაცნობებიც, მაგრამ ზოგიერთი მაინც ირჩევს ცხოვრების წესად. მეტიც, იდეოლოგიად, სარწმუნოებად )) 

კახა:

ვეგანობა დაბადებიდანაა ) ისე ვერ გახდები :D

რა გიკვირს, კულინარიაც ხომ პოეზიაა ))

RSS

ბლოგ პოსტები

MMOexp Path of Exile 2:Effective Strategies for Farming Uncut Soul Gems

გამოაქვეყნა Karmasaylor_მ.
თარიღი: აპრილი 13, 2026.
საათი: 11:00am 0 კომენტარი

In POE 2 Currency, building a powerful character hinges on more than just gear and skills—your Max Spirit is a crucial resource that fuels many of the game most potent abilities. To…

გაგრძელება

სააღდგომო ეპისტოლე 2026

გამოაქვეყნა ლაშა_მ.
თარიღი: აპრილი 13, 2026.
საათი: 12:01am 0 კომენტარი

საპატრიარქო ტახტის მოსაყდრის, სენაკისა და ჩხოროწყუს მიტროპოლიტის,

შიოს, სააღდგომო ეპისტოლე

საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესიის…

გაგრძელება

არცაღა ერთი მკუდართაგანიღა არს საფლავსა შინა

გამოაქვეყნა აკაკი ლიპარტია_მ.
თარიღი: აპრილი 12, 2026.
საათი: 3:36am 0 კომენტარი

ქრისტე აღსდგა მკვდრეთით

სიკვდილითა სიკვდილისა დამთრგუნველი

და საფლავების შინათა ცხოვრების მიმნიჭებელი!…

გაგრძელება

ოსკარის 2026 წლის დაჯილდოება - გამარჯვებულები და ნომინირებულები

გამოაქვეყნა ლაშა_მ.
თარიღი: მარტი 16, 2026.
საათი: 11:30pm 0 კომენტარი

ოსკარი 2026 სრული სია

      ისევ დამიგვიანდა! ეტყობა, მართლა დავბერდი და უკვე აღარც კი…

გაგრძელება

2026 Guide to the Best AI Voice Generation for Creators and Businesses

გამოაქვეყნა supprity_მ.
თარიღი: მარტი 13, 2026.
საათი: 6:30pm 0 კომენტარი

As we step further into 2026, the landscape of content creation is being transformed by AI-powered technologies. Among these innovations, voice generation stands out as one of the most impactful tools for creators, businesses, and educators.…

გაგრძელება

Gallium Market to Reach $860 million by 2033

გამოაქვეყნა Heden Brock_მ.
თარიღი: მარტი 9, 2026.
საათი: 10:00am 0 კომენტარი

According to our latest research, the Global Gallium market size was valued at $430 million in 2024 and is projected to reach $860 million by 2033, expanding at…

გაგრძელება

Qwelly World

free counters