ბანანის ბლინები გაგისინჯავთ????

ალბათ კი!

მაგრამ... არა ასეთი გემრიელი და შოკოლადიან როგორიც QwellyNaRi_ს ეს ბლინებია...

ბანანის ბლინები შოკოლადით | ბანანის ბლინები | ტკბილეული | ბლინები| როგორ გამოვაცხოთ ბლინები | bananis blinebi

შემადგენლობა:

  1. ბანანი - 3 ცალი
  2. კვერცხი - 4 ცალი
  3. რძე ან წყალი - 500მლ
  4. შაქარი - 2 ს.კ
  5. სოდა - 10 გრ
  6. მცენარეული ზეთი - 1 ს.კ
  7. პურის ფქვილი - 2 ჩ.ჭ
  8. მარილი - 1 წკირი

მინანქარისთვის:

  1. კაკაოს ფხვნილი - 2 ს.კ
  2. შაქარი - 1/2 ჩაის ჭიქა
  3. კარაქი - 25 გრ
  4. თაფლი - 1 ს.კ
  5. წყალი - 2 ს.კ
  6. მარილი - 1 წკირი

 

მომზადება:

ბლინები:

  • საშუალო ზომის თასში ჩაასხით რძე ან წყალი, ჩაახალეთ კვერცხი, ჩააყარეთ შაქარი, სოდა, მცენარეული ზეთი, ფქვილი, მარილი და ათქვიფეთ მიქსერით
  • გააცხელეთ ტაფა წაუსვით მცენარეული ზეთი სამზარეულოს ფუნჯით ან მარლით
  • ტაფის შუაში დაასხით მიღებული მასა, იმდენი რომ ეყოს ტაფის ზომას
  • აბრუნეთ ტაფა ისე, რომ მასა მთელ ზედაპირზე გაიშალოს
  • 10-15 წამის შემდეგ ამოაბრუნეთ და შეწვით მეორე მხრიდან
  • გაფცქვენით ბანანი და გაჭერით შუაზე, ნახევარ-ნახევარი ბანანი კიდევ გაჭერით სიგრძეზე
  • ბანანი შეახვიეთ ბლინებში და მოათავსეთ ლანგარზე.

მინანქარი:

  • პატარა ზომის თასში ჩაასხით წყალი, თაფლი, დაუმატეთ კაკაოს ფხვნილი, შაქარი, კარაქი, მარილი
  • დადგით დაბალ ცეცხლზე, ურიეთ შაქრის სრულად გადნობამდე
  • მზა მინანქარი მოასხით ბლინებს.

ტეგები: Qwellynaria, ბანანი, ბლინები, დესერტი, ტკბილეული, შოკოლადი, ცომეული

ნახვა: 3859

გამოხმაურებები!

გააქ გაკეთებული?

მე მაქვს ნაჭამი გემრიელობაა ♥♥♥

RSS

ბლოგ პოსტები

სააღდგომო ეპისტოლე 2026

გამოაქვეყნა ლაშა_მ.
თარიღი: აპრილი 13, 2026.
საათი: 12:00am 0 კომენტარი

საპატრიარქო ტახტის მოსაყდრის, სენაკისა და ჩხოროწყუს მიტროპოლიტის,

შიოს, სააღდგომო ეპისტოლე

საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესიის…

გაგრძელება

არცაღა ერთი მკუდართაგანიღა არს საფლავსა შინა

გამოაქვეყნა აკაკი ლიპარტია_მ.
თარიღი: აპრილი 12, 2026.
საათი: 3:36am 0 კომენტარი

ქრისტე აღსდგა მკვდრეთით

სიკვდილითა სიკვდილისა დამთრგუნველი

და საფლავების შინათა ცხოვრების მიმნიჭებელი!…

გაგრძელება

ოსკარის 2026 წლის დაჯილდოება - გამარჯვებულები და ნომინირებულები

გამოაქვეყნა ლაშა_მ.
თარიღი: მარტი 16, 2026.
საათი: 11:30pm 0 კომენტარი

ოსკარი 2026 სრული სია

      ისევ დამიგვიანდა! ეტყობა, მართლა დავბერდი და უკვე აღარც კი…

გაგრძელება

2026 Guide to the Best AI Voice Generation for Creators and Businesses

გამოაქვეყნა supprity_მ.
თარიღი: მარტი 13, 2026.
საათი: 6:30pm 0 კომენტარი

As we step further into 2026, the landscape of content creation is being transformed by AI-powered technologies. Among these innovations, voice generation stands out as one of the most impactful tools for creators, businesses, and educators.…

გაგრძელება

Gallium Market to Reach $860 million by 2033

გამოაქვეყნა Heden Brock_მ.
თარიღი: მარტი 9, 2026.
საათი: 10:00am 0 კომენტარი

According to our latest research, the Global Gallium market size was valued at $430 million in 2024 and is projected to reach $860 million by 2033, expanding at…

გაგრძელება

How Minidumperfactory Electric Garden Loader Manufacturer Adapts to Energy Trends

გამოაქვეყნა Minidumperfactory00_მ.
თარიღი: მარტი 2, 2026.
საათი: 6:30am 0 კომენტარი

Electric Garden Loader Manufacturerstrategies are increasingly centered on advanced battery systems as demand grows for efficient and low-emission landscaping equipment. Energy storage technology now plays a defining role in how electric compact…

გაგრძელება

Qwelly World

free counters