ქართულ სუფრაზე და არა მარტო... ბლინების არაერთ ვარიანტს დააგემოვნებთ

შოკოლადის...  ბოსტნეულის... ხილის... 

ამჯერად კი ხორცის უგემრიელესი ბლინები Qwellynaria_სგან

შემადგენლობა:

შიგთავსი:

  1. საქონლის ხორცი ან ფარში - 800 გრ
  2. ხახვი - 200 გრ
  3. მცენარეული ზეთი - 100 მლლ
  4. პილპილი მარილი - გემოვნებით

ბლინებისთვის:

  1. კვერცხი - 6 ცალი
  2. წყალი - 600 მლლ
  3. მცენარეული ზეთი - 1 ს.კ
  4. მარილი - 1 ჩ.კ
  5. ფქვილი - რამდენსაც შეიზელს

მომზადება:

შიგთავსი:

  • ხახვი დაჭერით წვრილად და მოშუშეთ მცენარეულ ზეთში.
  • საქონლის ხორცი მოხარშეთ, გაატერეთ ხორცსაკეპ მანქანაში და შეურიეთ მოშუშულ ხახვს.
  • თუ აკეთებთ ფარშით მაშინ მოშუშოთ ფარში მცენარეულ ზეთში, დაუმატეთ წვრილად დაჭრილი ხახვი და გააგრძელოთ შუშვა მომზადებამდე.
  • დაუმატეთ მარილი, შავი პილპილი და აურიეთ.

ბლინები:

  • აიღეთ საშუალო ზომის თასი.
  • ჩაახალეთ კვერცხი და ათქვიფეთ მიქსერით, ჩაასხით წყალი, მცენარეული ზეთი, მარილი და ათქვიფეთ.
  • შეაზილეთ იმდენი პურის ფქვილი რომ მიიღოთ თხელი ბლანტი მასა.
  • გააცხელეთ ტაფა, წაუსვით მცენარეული ზეთი სამზარეულოს ფუნჯით ან მარლით.
  • დაასხით ტაფის შუაში მიღებული სითხე იმდენი რომ ეყოს თქვენს მიერ შერჩეული ტაფის ზომას.
  • აბრუნეთ ტაფა ისე რომ სითხე გაიშალოს მთლიან ტაფაზე.
  • ბლინები შეწვით ერთი მხრიდან და გადმოიღეთ ლანგარზე.
  • აიღეთ ბლინი და დადეთ შემწვარი მხრიდან ზევით.
  • ბლინებზე ქვედა მხარეს მოათავსეთ შიგთავსი, გადაუკეცეთ გვერდები და გადაახვიეთ.
  • გააცხელეთ ტაფა, დაასხით მცენარეული ზეთი და შეწვით ბლინები ყველა მხრიდან.
  • კერძი გადმოიღეთ ლანგარზე და მიირთვით ცხელი      

ტეგები: Qwellynaria, ბლინები, კვერცხი, რეცეპტი, ხორციელი

ნახვა: 981

გამოხმაურებები!

მომზადების სიმარტივე, ჭამის სიმარტივეზეც აისახებახოლმე.

RSS

ბლოგ პოსტები

სააღდგომო ეპისტოლე 2026

გამოაქვეყნა ლაშა_მ.
თარიღი: აპრილი 13, 2026.
საათი: 12:00am 0 კომენტარი

საპატრიარქო ტახტის მოსაყდრის, სენაკისა და ჩხოროწყუს მიტროპოლიტის,

შიოს, სააღდგომო ეპისტოლე

საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესიის…

გაგრძელება

არცაღა ერთი მკუდართაგანიღა არს საფლავსა შინა

გამოაქვეყნა აკაკი ლიპარტია_მ.
თარიღი: აპრილი 12, 2026.
საათი: 3:36am 0 კომენტარი

ქრისტე აღსდგა მკვდრეთით

სიკვდილითა სიკვდილისა დამთრგუნველი

და საფლავების შინათა ცხოვრების მიმნიჭებელი!…

გაგრძელება

ოსკარის 2026 წლის დაჯილდოება - გამარჯვებულები და ნომინირებულები

გამოაქვეყნა ლაშა_მ.
თარიღი: მარტი 16, 2026.
საათი: 11:30pm 0 კომენტარი

ოსკარი 2026 სრული სია

      ისევ დამიგვიანდა! ეტყობა, მართლა დავბერდი და უკვე აღარც კი…

გაგრძელება

2026 Guide to the Best AI Voice Generation for Creators and Businesses

გამოაქვეყნა supprity_მ.
თარიღი: მარტი 13, 2026.
საათი: 6:30pm 0 კომენტარი

As we step further into 2026, the landscape of content creation is being transformed by AI-powered technologies. Among these innovations, voice generation stands out as one of the most impactful tools for creators, businesses, and educators.…

გაგრძელება

Gallium Market to Reach $860 million by 2033

გამოაქვეყნა Heden Brock_მ.
თარიღი: მარტი 9, 2026.
საათი: 10:00am 0 კომენტარი

According to our latest research, the Global Gallium market size was valued at $430 million in 2024 and is projected to reach $860 million by 2033, expanding at…

გაგრძელება

How Minidumperfactory Electric Garden Loader Manufacturer Adapts to Energy Trends

გამოაქვეყნა Minidumperfactory00_მ.
თარიღი: მარტი 2, 2026.
საათი: 6:30am 0 კომენტარი

Electric Garden Loader Manufacturerstrategies are increasingly centered on advanced battery systems as demand grows for efficient and low-emission landscaping equipment. Energy storage technology now plays a defining role in how electric compact…

გაგრძელება

Qwelly World

free counters