ბროწეული მხოლოდ მწვადის გასაფორმებლად ანდა ცოცხალი წვენის მოსამზადებლად როდი გამოდგენა? ჰო - ატლას-ათასის ამბავიც მახსოვს. მაგრამ დღეს ბროწეულის უგემრიელესი და უჯანმრთელესი ტორტი უნდა შემოგთავაზოთ.

Qwellynaria, ბროწეულის ტორტი, ბროწეულის ტორტის რეცეპტი, დესერტი, ბისკვიტი, კრემი, ბროწეული, ქველინარია, კულინარიული რეცეპტები

შემადგენლობა: 

ბისკვიტისთვის:

  • კვერცხი - 10 ცალი
  • შაქარი - 10 ს.კ.
  • ფქვილი - 12 ს.კ.

კრემისთვის:

  • რძე - 500 მლ.
  • შაქარი - 200 გრ.
  • ფქვილი - 40 გრ.
  • კვერცხის გული - 4 ცალი
  • ვანილი - 1 შეკვრა
  • კარაქი - 100 გრ.

სიროფისთვის:

  • ბროწეულის წვენი - 1 ლ.
  • შაქარი - 1 ჭიქა
  • ბროწეული – გასაფორმებლად

მომზადება:

ბისკვიტი: მოათავსეთ თასში კვერცხის ცილა და ათქვიფეთ. ნელ-ნელა დაუმატეთ შაქარი და ვთქვიფეთ სანამ არ მიიღებთ მყარ მასას. შემდეგ დაუმატეთ კვერცხის გული, ათქვიფეთ, ნელ-ნელა შეაზილეთ ფქვილი, მოათავსეთ საცხობ ფორმაში და გამოაცხეთ.

ბროწეულის სიროფის მომზადება: მოათავსეთ თასში 500 მლ. ბროწეულის წვენი, დაუმატეთ 1 ჭიქა შაქარი და ადუღეთ ნელ ცეცხლზე შესქელებამდე (თან განუწყვეტლივ ურიეთ).

კრემი: გააკეთეთ გოგლი-მოგლი კვერცხის გულით და შაქრით, დაუმატეთ ვანილი, რძე, ფქვილი, კარგად აურიეთ და დადგით ნელ-ცეცხლზე მომზადებამდე (თან განუწყვეტლივ ურიეთ). დარბილებული კარაქი ათქვიფეთ მიქსერით, დაუმატეთ მოხარშული კრემი (ცივი), ბროწეულის სიროფი და თქვიფეთ 10-15 წუთი.

ბისკვიტი გაჭერით ოთხ ტოლ ნაწილად და ფენები დანამეთ ბროწეულის წვენით.

წაუსვით პირველ ფენას კრემი, დაადეთ მეორე ფენა, ისევ წაუსვით კრემი, დაადეთ მესამე ფენა და ასე დასრულებამდე. ტორტი გააფორმეთ ბროწეულის მარცვლებით.

ტეგები: Qwellynaria, ბროწეული, დესერტი, რეცეპტი, ტკბილეული, ტორტი

ნახვა: 811

გამოხმაურებები!

ბროწეული ახლოდან არ გიყვარს თუ რას ერჩი? ((

kakha

კარგი ტორტია შორიდან ვცნობ )

წელს ჩემთანაც თავი გაიგიჟა ყვავილობით, მაგრამ ამაოდ. მოსავალს დიდს არ ველით (( 

kakha:

როგორ არ მიყვარს, მაგრამ ხშირად დამწიფებას ვერ ასწრებს და შორიდან ვიცნობ :D

RSS

ბლოგ პოსტები

ლექსი ლონგინოზ ასისთავზე

გამოაქვეყნა Oto_მ.
თარიღი: ოქტომბერი 10, 2026.
საათი: 7:00pm 0 კომენტარი

წმიდა მოწამე ლონგინოზ ასისთავი,

აჰა ესერა, დაიფარე ერი ლონგინოზ...

შენ ხარ ვენახი,

დამარხული რწმენა, მრავალგზის...

აჰა ესერა,

დიფარე ერი ლონგინოზ..

და რახანია მირონი გდის

დაღლილ…

გაგრძელება

დიდი ხნის შემდეგ… 

გამოაქვეყნა Oto_მ.
თარიღი: ოქტომბერი 10, 2026.
საათი: 6:56pm 0 კომენტარი

დიდი ხნის შემდეგ… 

რატომ არის აუცილებელი ავტომობილის შემოწმება ყიდვამდე

გამოაქვეყნა Gio_bmw_მ.
თარიღი: სექტემბერი 17, 2026.
საათი: 12:30am 0 კომენტარი

რატომ არის აუცილებელი აშშ-ის ავტომობილის შემოწმება ყიდვამდე: ფარული რისკები და რეალური საფრთხეები

ამერიკული სადაზღვევო აუქციონებიდან (Copart, IAAI) ავტომობილის იმპორტი სულ უფრო პოპულარული ხდება. მიმზიდველი ფასები და…

გაგრძელება

Aion Gladiator

გამოაქვეყნა Benniehench03_მ.
თარიღი: ივლისი 20, 2026.
საათი: 10:30am 0 კომენტარი

Aion 2 is shaping up to be a more deliberate MMO experience, where character power is tied not only to level but also to preparation. For players watching the market around , the important question is not simply what to collect, but…

გაგრძელება

How CNC Router Bits Influence Machining Accuracy, Efficiency, and Final Product Quality

გამოაქვეყნა CarbixTools_მ.
თარიღი: ივლისი 13, 2026.
საათი: 7:00am 0 კომენტარი

When discussing CNC machining performance, conversations often focus on machine power, software systems, or automation features. However, the cutting tool is the component that directly interacts with the material and determines the quality of…

გაგრძელება

An Indispensable Tool for Full-Body Skin Hygiene and Healthy Exfoliation Daily bathing is the most fundamental part of personal hygiene and body skin care

გამოაქვეყნა BurtPMotz_მ.
თარიღი: ივნისი 22, 2026.
საათი: 11:00am 0 კომენტარი

An Indispensable Tool for Full-Body Skin Hygiene and Healthy Exfoliation Daily bathing is the most fundamental part of personal hygiene and body skin care. Most people rely solely on bath towels, body wash, and hands to clean their bodies during…

გაგრძელება

Qwelly World

free counters