Feijoada ტიპიური პორტუგალიური კერძია, თავდაპირველად მას  პორტუგალიის კოლონიებში ამზადებდნენ...

ბრაზილია, მაკაო, ანგოლა ერთ-ერთი პირველები იყვნენ სადაც ეს კერძი დააგემოვნეს...

კერძის სახელწოდება მოდის სიტყვიდან Feijão, რაც პორტუგალიურად ლობიოს ნიშნავს

როგორც ამბობენ ამ კერძის იმდენი რეცეპტი არსებობს რამდენი დიასახლისიც, თუმცა მისი ძირძველი რეცეპტი პორტუგალიის რეგიონის ბეირას მცხოვრებთ ეკუთვნით.

Feijoada  პორტუგალიის მსგავსად,  ბრაზილიაშიც ტრადიციულად ითვლება, თუმცა ბრაზილიური Feijoada აუცილებლად მზადდება შავი ლობიოსა და სამი სახის ხორცისგან - შებოლილი, დამარილებული და ახალი.

QwellyNaRiA_ც სწორედ ბრაზილიურ ვარიანტს გთავაზობთ, ბრაზილიელი ბებიის რეცეპტით...

 

შემადგენლობა:

  1. 450 გრ შავი ლობიო
  2.  4 ს/კ ზეითუნის ზეთი
  3. 450 გრ დაჭრილი  ღორის ბეჭი
  4. 2 ცალი დაჭრილი, დიდი ხახვი
  5. 1 თავი ნიორი, გასუფთავებული, დაჭრილი
  6. 225 გრ ძეხვი ( ჩორიზო ან იტალიური ძეხვი)
  7. 450 გრ დამარილებული ძროხის ხორცი, (ნაჭრებად დაჭრილი)
  8. 450 გრ შებოლილი ძეხვი
  9. 3-4 ცალი დაფნის ფოთოლი
  10. წყალი
  11. მარილი
  12. 400 გრ დაჭრილი პომიდორი

 

 

მომზადება:

  • გასუფთავებულ ლობიოს დაასხით ადუღებული წყალი და გააჩერეთ დანარჩენი ინგრედიენტების მომზადებამდე.
  • განიერ დაფა დადგით საშუალო ცეცხლზე, დაასხით ზეითუნის ზეთი და დააწყვეთ ღორის ხორცი, როცა შეიწვება ამოიღეთ ტაფიდან,
  • ამავე ტაფაში მოშუშეთ დაჭრილი ხახვი, შემდეგ მოაყარეთ მარილი, დაამატეთ ნიორი და გააჩერეთ კიდევ 2 წუთი. შემდეგ ღორის ხორცი და ასევე დანარჩენი ხორციც მოათავსეთ ტაფაზე, დაასხით საკმარისი წყალი რომ დაფაროს ხორცი, დაამატეთ დაფნის ფოთლები დააფარეთ და ადუღეთ დაახლოებით 1 საათი.
  • შემდეგ გადაწურეთ ლობიო და დაამატეთ ხორცს, დააფარეთ და ადუღეთ 1 საათი, სანამ ლობიო არ მომზადდება.
  • ლობიოს მომზადების შემდეგ დაამატეთ პომიდორი, კარგად მოურიეთ და ადუღეთ თავახდილი, სანამ ხორცი ძირს არ ჩავა, დაახლოებით 2-3 საათი.

მიირთვით ბრინჯსა და ცხარე საწებელთან ერთად

 

ტეგები: Feijoada, qwellynaria, ბრაზილია, ლობიო, პორტუგალია, რეცეპტი, ხორციელი

ნახვა: 899

გამოხმაურებები!

რომ არა ეს კორონა, რესტორნების საფირმო კერძებში მოხვდებოდა (( 

RSS

ბლოგ პოსტები

ლექსი ლონგინოზ ასისთავზე

გამოაქვეყნა Oto_მ.
თარიღი: ოქტომბერი 10, 2026.
საათი: 7:00pm 0 კომენტარი

წმიდა მოწამე ლონგინოზ ასისთავი,

აჰა ესერა, დაიფარე ერი ლონგინოზ...

შენ ხარ ვენახი,

დამარხული რწმენა, მრავალგზის...

აჰა ესერა,

დიფარე ერი ლონგინოზ..

და რახანია მირონი გდის

დაღლილ…

გაგრძელება

დიდი ხნის შემდეგ… 

გამოაქვეყნა Oto_მ.
თარიღი: ოქტომბერი 10, 2026.
საათი: 6:56pm 0 კომენტარი

დიდი ხნის შემდეგ… 

რატომ არის აუცილებელი ავტომობილის შემოწმება ყიდვამდე

გამოაქვეყნა Gio_bmw_მ.
თარიღი: სექტემბერი 17, 2026.
საათი: 12:30am 0 კომენტარი

რატომ არის აუცილებელი აშშ-ის ავტომობილის შემოწმება ყიდვამდე: ფარული რისკები და რეალური საფრთხეები

ამერიკული სადაზღვევო აუქციონებიდან (Copart, IAAI) ავტომობილის იმპორტი სულ უფრო პოპულარული ხდება. მიმზიდველი ფასები და…

გაგრძელება

Aion Gladiator

გამოაქვეყნა Benniehench03_მ.
თარიღი: ივლისი 20, 2026.
საათი: 10:30am 0 კომენტარი

Aion 2 is shaping up to be a more deliberate MMO experience, where character power is tied not only to level but also to preparation. For players watching the market around , the important question is not simply what to collect, but…

გაგრძელება

How CNC Router Bits Influence Machining Accuracy, Efficiency, and Final Product Quality

გამოაქვეყნა CarbixTools_მ.
თარიღი: ივლისი 13, 2026.
საათი: 7:00am 0 კომენტარი

When discussing CNC machining performance, conversations often focus on machine power, software systems, or automation features. However, the cutting tool is the component that directly interacts with the material and determines the quality of…

გაგრძელება

An Indispensable Tool for Full-Body Skin Hygiene and Healthy Exfoliation Daily bathing is the most fundamental part of personal hygiene and body skin care

გამოაქვეყნა BurtPMotz_მ.
თარიღი: ივნისი 22, 2026.
საათი: 11:00am 0 კომენტარი

An Indispensable Tool for Full-Body Skin Hygiene and Healthy Exfoliation Daily bathing is the most fundamental part of personal hygiene and body skin care. Most people rely solely on bath towels, body wash, and hands to clean their bodies during…

გაგრძელება

Qwelly World

free counters