ზაფხულის ცხელი დღის შემდეგ, თუ გადაწყვეტთ დაპატიჯიოთ მეგობრები და მოუმზადოთ რაიმე განსაკუთრებული, Qwellynaria გთავაზობთ უგემრიელეს ჟოლოს ნამცხვარს.

ფხვიერი ცომის შემადგენლობა:

  1. ფქვილი - 250 გ;
  2. შაქრის პუდრა - 75 გ;
  3. თხლად დაჭრილი ცივი კარაქი - 150 გ;
  4. კვერცხი - 1 ცალი.

დამატებითი მასალა:

  1. შოკოლადი - 50 გ
  2. ავოკადო - 1 ც.
  3. ლიმონის წვენი - 1 ს.კ.
  4. ნაზი ხაჭოსებრი ყველი - 150 გ
  5. შაქრის პუდრა - 50 გ
  6. ნაღები (ცხიმ. 33-35%) - 150 გ
  7. ლიმონის მჟავა - 1 მწიკვი
  8. ჟოლო - 400 გ
  9. ცხიმი, პერგამენტი
  10. წიწიბურას ან ლობიოს მარცვლები - დაახლ. 500 გ (ცხობის დროს ტარტის ფორმის გამოსაყვანად)

მომზადება:

გააცხელეთ ღუმელი და ფორმას წაუსვით ცხიმი.

ფქვილს დაუმატეთ შაქრის პუდრა, კარაქი, კვერცხი, მოზილეთ ერთგვაროვანი ცომი და თხლად გააბრტყელეთ.

ფორმის ძირი და გვერდები დაფარეთ ცომით და ჩანგლით დაჩხვლიტეთ. დააფარეთ პერგამენტი, სიმძიმისთვის დააყარეთ წიწიბურა, აცხვეთ 200 გრადუსზე 15 წუთით. გადმოდგით და მოაცილეთ პერგამენტი.

შოკოლადი გაადნეთ ორთქლზე და წაუსვით ნამცხვრის ფსკერს.

გათლილი ავოკადოს, ლიმონის წვენის, ყველისა და შაქრის პუდრისაგან გააკეთეთ პიურე. ნაღები და ლიმონის მჟავა ათქვიფეთ გამაგრებამდე და შემდეგ შეურიეთ პიურეს.

მიღებული კრემი წაუსვით ნამცხვარს და ბოლოს თანაბრად მოაყარეთ ჟოლო ზედაპირზე.

გემრიელად მიირთვით!

ტეგები: Qwellynaria, კულინარია, ნამცხვარი, ჟოლო, ტკბილეული, ქველინარია

ნახვა: 650

გამოხმაურებები!

ეს ავოკადო აფუჭებს საქმეს. 

RSS

ბლოგ პოსტები

სააღდგომო ეპისტოლე 2026

გამოაქვეყნა ლაშა_მ.
თარიღი: აპრილი 13, 2026.
საათი: 12:00am 0 კომენტარი

საპატრიარქო ტახტის მოსაყდრის, სენაკისა და ჩხოროწყუს მიტროპოლიტის,

შიოს, სააღდგომო ეპისტოლე

საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესიის…

გაგრძელება

არცაღა ერთი მკუდართაგანიღა არს საფლავსა შინა

გამოაქვეყნა აკაკი ლიპარტია_მ.
თარიღი: აპრილი 12, 2026.
საათი: 3:36am 0 კომენტარი

ქრისტე აღსდგა მკვდრეთით

სიკვდილითა სიკვდილისა დამთრგუნველი

და საფლავების შინათა ცხოვრების მიმნიჭებელი!…

გაგრძელება

ოსკარის 2026 წლის დაჯილდოება - გამარჯვებულები და ნომინირებულები

გამოაქვეყნა ლაშა_მ.
თარიღი: მარტი 16, 2026.
საათი: 11:30pm 0 კომენტარი

ოსკარი 2026 სრული სია

      ისევ დამიგვიანდა! ეტყობა, მართლა დავბერდი და უკვე აღარც კი…

გაგრძელება

2026 Guide to the Best AI Voice Generation for Creators and Businesses

გამოაქვეყნა supprity_მ.
თარიღი: მარტი 13, 2026.
საათი: 6:30pm 0 კომენტარი

As we step further into 2026, the landscape of content creation is being transformed by AI-powered technologies. Among these innovations, voice generation stands out as one of the most impactful tools for creators, businesses, and educators.…

გაგრძელება

Gallium Market to Reach $860 million by 2033

გამოაქვეყნა Heden Brock_მ.
თარიღი: მარტი 9, 2026.
საათი: 10:00am 0 კომენტარი

According to our latest research, the Global Gallium market size was valued at $430 million in 2024 and is projected to reach $860 million by 2033, expanding at…

გაგრძელება

How Minidumperfactory Electric Garden Loader Manufacturer Adapts to Energy Trends

გამოაქვეყნა Minidumperfactory00_მ.
თარიღი: მარტი 2, 2026.
საათი: 6:30am 0 კომენტარი

Electric Garden Loader Manufacturerstrategies are increasingly centered on advanced battery systems as demand grows for efficient and low-emission landscaping equipment. Energy storage technology now plays a defining role in how electric compact…

გაგრძელება

Qwelly World

free counters