კაკლის მურაბა რატომ არის ყველაზე ელიტარული და გემრიელი მურაბა იცით? იმიტომ რომ დიდი დრო უნდა მის მომზადებას, რეცხოთ-ხეხოთ, ხარშოთ, სული და გული უნდა ჩადოთ მის კეთებაში, სამზარეულოს კედლები გაჟღინთოთ მისი სურნელით და მხოლოდ ამის შემდეგ ისიამოვნოთ.
აბა, ორი კვირა რომ მურაბის გაკეთებას მოანდომებ, როგორი საქმეა? დიახ, დიახ, არ მოგეჩვენათ. თითქმის ორი კვირა მზადდება. ქველინარია გთავაზობთ, ათასგზის გამოცდილ რეცეპტს. ფოტოც, წლევანდელი მომზადებული კაკლის მურაბისაა.
გაფრცქვენით კაკალი. ჩაყარე სუფთა წყალში, ისე რომ წყალმა კარგად დაფაროს ის. გააჩერეთ წყალში 3 დღის განმავლობაში. დღეში სამჯერ უნდა გამოუცვალეთ წყალი.
მეოთხე დღეს, გადაღვარეთ წყალი და კაკალი კიდევ ერთხელ გარეცხეთ.
იმავე ჭურჭელში, სადაც კაკალი გქონდათ მოთავსებული, გახსენით კირი წყალში. წყალში ჩაყრისას, კირი დაიწყებს ამოჩუხჩუხებას/ადუღებას (თუ კირი ახალია), დაელოდეთ, რომ კარგად გაიხსნას, დაიწვას კირი და მხოლოდ ამის შემდეგ ჩაყარეთ კაკალი. დატოვეთ კირში 5 დღის განმავლობაში. დღეში სამჯერ მოურიეთ ხის ჯოხით.
მეცხრე დღეს (ანუ 3 დღე წყალში და 5 დღე კირში), გადმოიღეთ კაკალი კირიდან და კარგად გარეცხეთ, დატოვეთ გამდინარე წყალშიც რამდენიმე საათით. შემდეგ ჩაყარეთ ისევ სუფთა წყალში. დატოვეთ იქ 3 დღის განმავლობაში. კვლავ - დღეში სამჯერ შეუცვალეთ წყალი.
მეთორმეტე დღეს, ქვაბში ჩაასხით წყალი და აადუღეთ. ჩაყარეთ ადუღებულ წყალში კაკალი. ადუღეთ 15 წუთით. გადაწურეთ.
კვლავ - ქვაბში ჩაასხით სუფთა წყალი და წამოადუღეთ. ჩაყარეთ შაბი და მოურიეთ. ჩაყარეთ კაკალი და ადუღეთ 15 წუთი. გადაწურეთ.
დაასხით კაკალს მდუღარე წყალი და ადუღეთ 10 წუთი. გადაწურეთ.
ქვაბში ჩაასხით სუფთა წყალი, ჩაყარეთ 1 ჩაის ჭიქა შაქარი (შესაძლებელია თაფლის გამოყენებაც - 2-3 ს/კ), მოურიეთ, ჩაყარეთ კაკალი და ადუღეთ 30 წუთის განმავლობაში. გადაწურეთ.
სუფთა ქვაბში, ჩაასხით წყალი, წამოადუღეთ. ადუღებისთანავე ჩაყარეთ 2 კგ. შაქარი და განაგრძეთ დუღილი. ჩაყარეთ კაკალი.
ხარშვის დროს, ჩაამატეთ დანაყილი დარიჩინი, მიხაკი, ილი და განაგრძეთ ხარშვა იქამდე, ვიდრე კაკალი მზად არ იქნება (კაკალი შავად უნდა ბრწყინავდეს). ასევე, სიროფიც ცოტა უნდა შესქელდეს.
როცა მურაბა მზად იქნება, შეგიძლიათ, გემოვნებისამებრ დაუმატოთ ვანილი.
გემრილად მიირთვით!
ტეგები: Qwellynaria, მურაბა, რეცეპტი, ტკბილეული
Welcome to
Qwelly
გამოაქვეყნა Wilson_მ.
თარიღი: აპრილი 15, 2026.
საათი: 10:54am
0 კომენტარი
0 მოწონება
LOS ANGELES — Just last night on April 13, the Los Angeles Dodgers shut out the New York Mets 4-0 at Dodger Stadium, handing the Mets their sixth straight loss.
Rookie left-hander…
გაგრძელება
გამოაქვეყნა Wilson_მ.
თარიღი: აპრილი 15, 2026.
საათი: 10:50am
0 კომენტარი
0 მოწონება
NEW YORK — On April 13, 2026, the New York Yankees rallied from a late deficit to defeat the Los Angeles Angels 11-10 in thrilling fashion at Yankee Stadium, snapping a five-game losing streak.…
გაგრძელება
გამოაქვეყნა ლაშა_მ.
თარიღი: აპრილი 13, 2026.
საათი: 12:00am
0 კომენტარი
1 Like
საპატრიარქო ტახტის მოსაყდრის, სენაკისა და ჩხოროწყუს მიტროპოლიტის,
შიოს, სააღდგომო ეპისტოლე
საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესიის…
გამოაქვეყნა აკაკი ლიპარტია_მ.
თარიღი: აპრილი 12, 2026.
საათი: 3:36am
0 კომენტარი
9 მოწონება
ქრისტე აღსდგა მკვდრეთით
სიკვდილითა სიკვდილისა დამთრგუნველი
და საფლავების შინათა ცხოვრების მიმნიჭებელი!…
გამოაქვეყნა ლაშა_მ.
თარიღი: მარტი 16, 2026.
საათი: 11:30pm
0 კომენტარი
1 Like
ისევ დამიგვიანდა! ეტყობა, მართლა დავბერდი და უკვე აღარც კი…
გამოაქვეყნა supprity_მ.
თარიღი: მარტი 13, 2026.
საათი: 6:30pm
0 კომენტარი
0 მოწონება
As we step further into 2026, the landscape of content creation is being transformed by AI-powered technologies. Among these innovations, voice generation stands out as one of the most impactful tools for creators, businesses, and educators.…
გაგრძელება
© 2026 George.
•