ზამთრის სუსხიანი დღეების თბილად და გემრიელად გასატარებლად ერთმა მზარეულმა თბილ სამზარეულოში ფუსფუსი გადაწყვიტა...

და ზაფხულს მონატრებულმა კენკროვანი, ტკბილი ნამცხვარი გამოაცხო...

შედეგით აღფრთოვანებულმა არც რეცეპტის გაზიარება დაიზარა და ქველინარიას გამოუგზავნა.

შემადგენლობა:

შოკოლადის ბისკვიტი:

  1. შოკოლადის ორცხობილა - 1 1/2 პაკეტი
  2. კარაქი - 120 გრ

ჩიზქეიქი:

  1. მდნარი ყველი - 227 გრ
  2. შაქარი - 200გრ
  3. ფქვილი - 30 გრ (2ს.კ)
  4. ვანილი - 1 ს.კ.
  5. მარილი - 1/2 ს.კ
  6. კვერცხი - 3 ცალი

მინანქარი:

  1. მოცვი - 200 გრ
  2. სმაროდინა - 160 გრ
  3. შაქარი - 200 გრ
  4. სიმინდის ფქვილი - 3 ს.კ (45 გრ.)
  5. ლიმონის წვენი - 1 ს.კ.
  6. ლიმონის კანი - 1/2 ს.კ (გახეხილი)

მომზადება: 

  • შოკოლადის ორცხობილები დააბლენდერეთ, დაამატეთ გამდნარი კარაქი და განაგრძეთ ერთგვაროვანი მასის მიღებამდე.
  • მიღებული მასა მოათასეთ საცხობის ფორმის ძირზე და გვერდებზე.
  • გამოაცხეთ 177 გრადუსზე, 10 წუთის განმავლობაში. გამოიღეთ ქურიდან და გააციეთ.
  • მდნარი ყველი ათქვიფეთ გლუვი მასის მიღებამდე
  • თანდათან დაამატეთ შაქარი
  • შემდეგ დაამატეთ ფქვილი, მარილი, კვერცხი, ვანილი და თქვიფეთ 2-3 წუთი, გლუვის მასის მიღებამდე.
  • მიღებული მასა ჩაასხით შოკოლადის ბისკვიტში
  • შედგით წინასწარ გაცხელებულ ღუმელში 177 გრადუსზე, 1 საათით.
  • შემდეგ გამოიღეთ ღუმელიდან, გააციეთ და შეინახეთ მაცივარში 4 საათით.

მინანქარი

  • ყველა ინგრედიენტი მოათავსეთ ქვაბში, მოამზადეთ საშუალო ცეცხლზე დაახლოებით 10-12 წუთი, ნარევი უნდა გათხელდეს და დაიწყოს დუღილი. დროდადრო ურიეთ.
  • ადუღების შემდეგ ცეცხლზე დატოვეთ კიდევ 2 წუთი, თან ურიეთ.
  • მომზადების შემდეგ მიქსტურა გადაიტანეთ მინის ან კერამიკის ჭურჭელში და კარგად გააციეთ. 
  • გაციების შემდეგ ჩიზქეიქის მოასხით ზემოდან.

ტეგები: Qwelly, Qwellynaria, კენკრა, ნამცხვარი, რეცეპტი, ქველინარია, ჩიზქეიქი

ნახვა: 573

ბლოგ პოსტები

სააღდგომო ეპისტოლე 2026

გამოაქვეყნა ლაშა_მ.
თარიღი: აპრილი 13, 2026.
საათი: 12:00am 0 კომენტარი

საპატრიარქო ტახტის მოსაყდრის, სენაკისა და ჩხოროწყუს მიტროპოლიტის,

შიოს, სააღდგომო ეპისტოლე

საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესიის…

გაგრძელება

არცაღა ერთი მკუდართაგანიღა არს საფლავსა შინა

გამოაქვეყნა აკაკი ლიპარტია_მ.
თარიღი: აპრილი 12, 2026.
საათი: 3:36am 0 კომენტარი

ქრისტე აღსდგა მკვდრეთით

სიკვდილითა სიკვდილისა დამთრგუნველი

და საფლავების შინათა ცხოვრების მიმნიჭებელი!…

გაგრძელება

ოსკარის 2026 წლის დაჯილდოება - გამარჯვებულები და ნომინირებულები

გამოაქვეყნა ლაშა_მ.
თარიღი: მარტი 16, 2026.
საათი: 11:30pm 0 კომენტარი

ოსკარი 2026 სრული სია

      ისევ დამიგვიანდა! ეტყობა, მართლა დავბერდი და უკვე აღარც კი…

გაგრძელება

2026 Guide to the Best AI Voice Generation for Creators and Businesses

გამოაქვეყნა supprity_მ.
თარიღი: მარტი 13, 2026.
საათი: 6:30pm 0 კომენტარი

As we step further into 2026, the landscape of content creation is being transformed by AI-powered technologies. Among these innovations, voice generation stands out as one of the most impactful tools for creators, businesses, and educators.…

გაგრძელება

Gallium Market to Reach $860 million by 2033

გამოაქვეყნა Heden Brock_მ.
თარიღი: მარტი 9, 2026.
საათი: 10:00am 0 კომენტარი

According to our latest research, the Global Gallium market size was valued at $430 million in 2024 and is projected to reach $860 million by 2033, expanding at…

გაგრძელება

How Minidumperfactory Electric Garden Loader Manufacturer Adapts to Energy Trends

გამოაქვეყნა Minidumperfactory00_მ.
თარიღი: მარტი 2, 2026.
საათი: 6:30am 0 კომენტარი

Electric Garden Loader Manufacturerstrategies are increasingly centered on advanced battery systems as demand grows for efficient and low-emission landscaping equipment. Energy storage technology now plays a defining role in how electric compact…

გაგრძელება

Qwelly World

free counters