ლიმონისგან განსხვავებით, მას უფრო თხელი კანი აქვს, უფრო თხელი და ყვითელი გული, უფრო მჟავეა და ზოგჯერ უფრო არომატულიც. მისი ცედრა უფრო ხშირად გამოიყენება საკონდიტრო ნაწარმში, ვიდრე თავად ლიმონის. ისიც ციტრუსების ოჯახს განეკუთვნება, თუმცა ლიმონისგან განსხვავებით, ნაკლებადყინვაგამძლეა, ამიტომ საქართველოში ძნელად ხარობს (მიუხედავად იმისა, რომ მწიფობის პერიოდი დეკემბერში აქვს). ესაა პასუხი კითხვაზე - რა განსხვავებაა ლიმონსა და ლაიმს შორის?
ქველინარია, დღეს ლაიმის ტარტს წარმოგიდგენთ.
წინასწარ გააცხელეთ ღუმელი 180 გრადუსზე (ნიშნული 4).
წაუსვით ცხიმი 21 სმ დიამეტრიან ტარტის ყალიბს, რათა ადვილად გადმოიღოთ ნამცხვარი გამოცხობის შემდეგ; ცომი გამოიღეთ მაცივრიდნ და საცხობ ყალიბში მოთავსებამდე გააბრტყელეთ 5 მმ სისქეზე. გადაიტანეთ ყალიბში და გვერდებიდან ზედმეტი ცომი ჩამოაჭერით. ისევ შედგით მაცივარში გასაციებლად 30 წუთით;
გამოიღეთ, თავზე დააფარეთ პერგამენტის ქაღალდი და მშრალი, მარცვლეული (ბრდა, ცერცვი, ოსპი, ბრინჯი და სხვა) მოაყარეთ სიმძიმისთვის.
აცხვეთ 12 წუთი, აიღეთ ქაღალდი და კიდევ 5 წუთი აცხვეთ, სანამ ღია ოქროსფერს არ მიიღებს. მოაცალედ ქაღალდი და სიმძიმე და დადგით გასაციებლად.
ლაიმის წვენს პატარა ქვაბში დაუმატეთ ჟელატინი. დადგით 5 წუთით. საშუალო ზომის ჯამში მიქსერით, მაღალი სიჩქრით, გათეთრებამდე ათქვიფეთ კვერცხის გულები. ჟელატინიანი ლაიმის წვენი დადგით დაბალ ცეცხლზე, სანამ ჟელატინი სრულად გალღვება.
შესქელებული რძე, ლაიმის წვენის ნაზვი დ 1 სუფრის კოვზი ლაიმის ცედრა გოგლიმოგლს დაუმატეთ, განგრძეთ თქვეფა. გულსართი ჩაასხით უკვე გამომცხვარ ცომში, გააცივეთ, სნამ გამაგრდება, 3 საათის განმავლობაში.
პატარა ჯამში მიქსერით ათქვიფეთ ნაღები. ტარტს კოვზით დაადეთ ნაღები და მოაყარეთ მორჩენილი ლაიმის ცედრა.
გემრიელად მიირთვით.
ტეგები: Qwellynaria, ლაიმი, ნამცხვარი, ჟელატინი, რეცეპტი, ტარტი
Welcome to
Qwelly
გამოაქვეყნა EFTcheat_მ.
თარიღი: მაისი 6, 2025.
საათი: 3:17pm
0 კომენტარი
0 მოწონება
The Tale of Palestine carries on to evolve, marked by resilience, troubles, and an enduring demand justice. Recent developments during the area have brought new notice to the plight on the Palestinian folks, highlighting both the urgent want for motion plus the broader implications for world peace and steadiness.
Rising Tensions and…
გამოაქვეყნა EFTcheat_მ.
თარიღი: მაისი 5, 2025.
საათი: 10:30pm
0 კომენტარი
0 მოწონება
From the at any time-transforming environment of tunes, pop tunes continue to be a cornerstone of mainstream culture. Spotify, the world’s major tunes streaming System, has revolutionized how we take in pop tunes, bringing the genre to billions of ears across the globe. But How can Spotify shape our adore for pop music, and what would make these tracks so irresistibly catchy?
The Anatomy of a Pop Hit
Pop tunes are built to be infectious. With their…
გამოაქვეყნა EFTcheat_მ.
თარიღი: აპრილი 26, 2025.
საათი: 2:30pm
0 კომენტარი
0 მოწონება
In the present earth, history checks are getting to be a regular part of the selecting method, tenant screening, and in some cases volunteer variety. From verifying work historical past to examining felony information, qualifications check providers give vital insights into somebody's heritage. In the following paragraphs, we’ll include the kinds of track record checks, how they perform, and why They are really critical for each companies and people.
What exactly…
გამოაქვეყნა ლაშა_მ.
თარიღი: აპრილი 22, 2025.
საათი: 11:23pm
0 კომენტარი
1 Like
თვალებს ძლივს ახელდა დასაძინებლად რომ წავედით, მაგრამ მაინც მოვახერხეთ ძილისწინა საუბრები. ამჯერად, თემა ნათესავები და ნათესაური კავშირები იყო და ცოტა ვერ მიხვდა რა სხვაობა შვილიშვილსა და შვილთაშვილს შორის. ის კი გაიგო, რომ პირველი - მესამე თაობას ნიშნავდა, ხოლო მეორე - მეოთხეს, მაგრამ თვითონ ეს სიტყვები - შვილი-შვილი და შვილთა-შვილი რატომ…
© 2025 George.
•