გაზაფხულამდე რა მოიცდის, მაგრამ მარწყვის მოძიება მაღაზიებში ყოველთვის შეიძლება. თუ არადა, მარწყვის ჩანაცვლება სეზონური ხილით ან ტროპოკულებით, მშვენიერი იდეაა - მაგალითად, ფორთოხალი, ბანანი, კივი და ა.შ. ნებისმიერ შემთხვევაში, ქველინარიას შემოთავაზებული რეცეპტი, გამოგადგებათ.

მარწყვი, ნამცხვარი, ორცხობილა, ქველი, ქველინარია, Qwelly, cuinary, mrwyvi, namcxvari, orcxobila

შემადგენლობა

  • ორცხობილები - იმდენი, რომ ფორმის ძირი დაიფაროს (იხ. ქვემოთ ფოტოები)
  • საცხობი მიქსი ვანილით - ½ ყუთი (მოიკითხეთ ჰიპერმარკეტებში - Cake Mix (Vanilla))
  • მარწყვი - 450 გრ.
  • კრემყველი - 225 გრ
  • შედედებული რძე - 1 ქილა
  • რძე - 1ჭიქა
  • ათქვეფილი, მზა კრემი - 225 გრ (მოიკითხეთ ჰიპერმარკეტებში - Whipped Topping)
  • მარწყვი მოსართავად.

მომზადება

  • გააცხელეთ ღუმელი 175c გრადუსზე.
  • საცხობ ფორმას (სასურველია კვადრატული ფორმის 22სმx22სმ) მოასხით საცხობი სპრეი ან წაუსვით კარაქი.
  • დაალაგეთ ზედ ორცხობილები, ისე რომ მთლიანად დაიფაროს ძირი.
    მარწყვი, ნამცხვარი, ორცხობილა, ქველი, ქველინარია, Qwelly, cuinary, mrwyvi, namcxvari, orcxobila
  • აიღეთ ვანილის საცხობი მიქსის ნახევარი და გახსენით წყალში ყუთზე მითითებული ინსტრუქციის მიხედვით.
  • მოასხით ფორმაზე დაწყობილ ორცხობილებს და შედგით ღუმელში 25-30 წუთის განმავლობაში.
  • როცა გამოცხვება და ფენა ამოვა, გამოიღეთ და ხის კოვზის ტარით დაჩხვლიტეთ.
    მარწყვი, ნამცხვარი, ორცხობილა, ქველი, ქველინარია, Qwelly, cuinary, mrwyvi, namcxvari, orcxobila
  • ჩაყარეთ თასში მარწყვი და კარგად დასრისეთ/დაჭყლიტეთ.
  • შეურიეთ კრემ-ყველი და შედედებული რძე და კარგად აურიეთ, ისე რომ ერთიან, თხელ მასად იქცეს. დაამატეთ 1 ჭიქა რძე და განაგრძეთ არევა.
  • გადაიტანეთ და მოასხით საცხობ ფენაში მოთავსებულ დაჩხვლეტილ ფენას. დაჩხვლეტა აუცილებელია, რათა მარწყვის მილქშეიკი კარგად გაუჯდეს ნამცხვარს. მარწყვი, ნამცხვარი, ორცხობილა, ქველი, ქველინარია, Qwelly, cuinary, mrwyvi, namcxvari, orcxobila
  • წაუსვით ათქვეფილი, ჰაეროვანი, ფუმფულა კრემი, ისე რომ მთელი ზედაპირი დაფაროს 1 სმ სისქეზე.
  • შედგით საყინულეში 3 საათის განმავლობაში.
  • გამოიღეთ და მორთეთ მარწყვით და დაფხვნილი ორცხობილით.

გემრიელად მიირთვით!

ტეგები: Qwellynaria, იოგურტი, კულინარია, მარწყვი, რეცეპტი, ქველინარია

ნახვა: 1453

გამოხმაურებები!

ეს უგემრიელესი იქნება უნდა ვცადო ერთხელ :D
ორცხობილა კარგ საქმეს მოხმარდება კახ :D
თუ გამოვიდა კი თორემ კახას ორცხობილების ტანჯვას ვერ ვაყურებინებ :D

RSS

ღონისძიებები

ბლოგ პოსტები

ქალთა უფლებები, პრეზენტაცია

გამოაქვეყნა Ketevan_მ.
თარიღი: ივლისი 18, 2025.
საათი: 8:13pm 0 კომენტარი

ფიროსმანი, კრწანისი

გამოაქვეყნა Ketevan_მ.
თარიღი: ივლისი 18, 2025.
საათი: 7:00pm 0 კომენტარი

კოლოქვიუმი

  

ნიკოლოზ (ნიკო) ფიროსმანაშვილი

  

ქეთევან პოპიაშვილი…

გაგრძელება

პიკასო, გერნიკა

გამოაქვეყნა Ketevan_მ.
თარიღი: ივლისი 18, 2025.
საათი: 7:00pm 0 კომენტარი

კოლოქვიუმი

  

პიკასო

  …

გაგრძელება

მაიკლ მურის ფარენჰეიტი 9/11

გამოაქვეყნა Ketevan_მ.
თარიღი: ივლისი 18, 2025.
საათი: 7:00pm 0 კომენტარი

შუალედური წერა

 

მაიკლ მურის ფარენჰეიტი 9/11

ომი და თანამედროვე საზოგადოება…

გაგრძელება

Qwelly World

free counters