კუნძული კარპატოსი გაგიგიათ?!
სწორედ საბერძნეთის ეს შესანიშნავი კუნძულია ამ კერძის სამშობლო... 
თუ ამ კუნძულზე მოხვდებით აუცილებლად გაგიმასპინძლდებიან მუსაკათი...
მანამდე კი შეგიძლიათ მიყვეთ QwellyNaRi_ის რეცეპტს და საკუთრ სახლში დააგემოვნოთ...

შემადგენლობა:

  1. 2 კგ ბადრიჯანი
  2. 1 თავი ხახვი
  3. 700 გრ საქონლის ფარში
  4. 4 პამიდორი
  5. 2 ს.კ. საფანელი
  6. მარილი, პილპილი - გემოვნებით
  7. ოხრახუში
  8. ზეთი - შესაწვავად


სოუსი ბეშამელი

  1. 1ლ რძე
  2. 140 გრ ფქვილი
  3. 1 ს.კ. კარაქი
  4. 2 ს.კ ზეთი
  5. 2 კვერცხის გული
  6. 100 გრ გახეხილი ყველი
  7. მარილი 

მომზადება:

  • ბადრიჯანი სიგრძეზე, მსხვილ ნაჭრებად დაჭერით, მოაყარეთ მარილი და 20-25 წუთი გააჩერეთ. შემდეგ გადაავლეთ წყალი, ოდნავ გაწურეთ და ზეთში ორივე მხრიდან შეწვით. შემწვარი ბადრიჯნები გადაიტანეთ განიერ თეფშზე და დროებით გადადეთ.
  • დაიწყეთ გულსართის მომზადება: წვრილად დაჭერით ხახვი, მწვანილი. პამიდორი გაფცქვენით და დაჭერით. ზეთში მოშუშეთ ხახვი, დაამატეთ ფარში და კარგად მოურიეთ. როდესაც ფარში ფერს შეიცვლის, დაამატეთ დაჭრილი პამიდორი და მოშუშეთ, სანამ წვენი მთლიანად არ აორთქლდება. 
  • შემდეგ მოაყარეთ მარილი, პილპილი, მწვანილი, კიდევ ერთხელ კარგად მოურიეთ და გადმოდგით ცეცხლიდან. სოუსის მოსამზადებლად ქვაბში მოათავსეთ კარაქი და ზეთი, დაამატეთ ფქვილი და 2-3 წუთი შუშეთ. შემდეგ დაამატეთ რძე და კარგად ურიეთ, რომ ფქვილი გაიხსნას. 
  • შეგიძლიატ გამოიყენნოთ მიქსერი ან ხელის ბლენდერი. ბოლოს დაუმატეთ 2 კვერცხის გული და როდესაც სოუსი შესქელდება, გადმოდგით ცეცხლიდან.
  • დაიწყეთ მუსაკას აწყობა: ღრმა საცხობი ფორმის ძირს წაუსვით ცოტაოდენი ზეთი, მოაყარეთ საფანელი, თანაბრად დააწყეთ შემწვარი ბადრიჯნის ნახევარი. 
  • ბადრიჯანზე მოაყარეთ მოშუშული ფარში, გადაასწორეთ და ზემოდან დარჩენილი ბადრიჯნის ნაჭრებით დააფინეთ. მოასხით სოუსი, მოაყარეთ გახეხილი ყველი და შედგით წინასწარ 200 გრადუსზე გახურებულ ღუმელში 35-40 წუთით. მზა მუსაკაშეაგრილეთ
  • სუფრაზე მიტანისას დაჭერით თანაბარი ზომის ნაჭრებად.

ამ კერძის მოსამზადებლად აუცილებლად ღრმა საცხობი ფორმა გამოიყენეთ. ფარშს ან სოუსს შეგიძლიათ დაუმატოთ ცოტაოდენი გახეხილი მუსკატის კაკალი, რაც მუსაკას პიკანტურ არომატს მიანიჭებს.

ტეგები: meat, qwelly, qwellynaria, recipe, ქველინარია

ნახვა: 616

გამოხმაურებები!

შენ დაამატე ბანანი :D განაახლე, კარპატოსზე ნაკლებები რითი ვართ :D: D

RSS

ბლოგ პოსტები

სააღდგომო ეპისტოლე 2026

გამოაქვეყნა ლაშა_მ.
თარიღი: აპრილი 13, 2026.
საათი: 12:00am 0 კომენტარი

საპატრიარქო ტახტის მოსაყდრის, სენაკისა და ჩხოროწყუს მიტროპოლიტის,

შიოს, სააღდგომო ეპისტოლე

საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესიის…

გაგრძელება

არცაღა ერთი მკუდართაგანიღა არს საფლავსა შინა

გამოაქვეყნა აკაკი ლიპარტია_მ.
თარიღი: აპრილი 12, 2026.
საათი: 3:36am 0 კომენტარი

ქრისტე აღსდგა მკვდრეთით

სიკვდილითა სიკვდილისა დამთრგუნველი

და საფლავების შინათა ცხოვრების მიმნიჭებელი!…

გაგრძელება

ოსკარის 2026 წლის დაჯილდოება - გამარჯვებულები და ნომინირებულები

გამოაქვეყნა ლაშა_მ.
თარიღი: მარტი 16, 2026.
საათი: 11:30pm 0 კომენტარი

ოსკარი 2026 სრული სია

      ისევ დამიგვიანდა! ეტყობა, მართლა დავბერდი და უკვე აღარც კი…

გაგრძელება

2026 Guide to the Best AI Voice Generation for Creators and Businesses

გამოაქვეყნა supprity_მ.
თარიღი: მარტი 13, 2026.
საათი: 6:30pm 0 კომენტარი

As we step further into 2026, the landscape of content creation is being transformed by AI-powered technologies. Among these innovations, voice generation stands out as one of the most impactful tools for creators, businesses, and educators.…

გაგრძელება

Gallium Market to Reach $860 million by 2033

გამოაქვეყნა Heden Brock_მ.
თარიღი: მარტი 9, 2026.
საათი: 10:00am 0 კომენტარი

According to our latest research, the Global Gallium market size was valued at $430 million in 2024 and is projected to reach $860 million by 2033, expanding at…

გაგრძელება

How Minidumperfactory Electric Garden Loader Manufacturer Adapts to Energy Trends

გამოაქვეყნა Minidumperfactory00_მ.
თარიღი: მარტი 2, 2026.
საათი: 6:30am 0 კომენტარი

Electric Garden Loader Manufacturerstrategies are increasingly centered on advanced battery systems as demand grows for efficient and low-emission landscaping equipment. Energy storage technology now plays a defining role in how electric compact…

გაგრძელება

Qwelly World

free counters