ყველა ოჯახში, ყველა დიასახლის პრობლემაა, როგორ შევაყვაროთ ოჯახის წევრებს ერთი შეხედვით უგემური, მაგრამ ძალიან, ძალიან სასარგებლო პროდუქტი?! გასაკუთრებით, ეს პრობლემა ეხებათ ბავშვებს.

      ამის მარტივად გადაჭრას გთავაზობთ ქველინარია - მზესუმზირებში დამალულ ისპანახის ღვეზელის რეცეპტით.

მარტივი, გემრიელი და სასარგებლო

Qwelly, qwellynaria, recipe, ricotta, spinach pies, sunflower, ისპანახი, კერძები ბავშვებისთვის, მზესუმზირა, რეცეპტი, რიკოტა, ქველი, ქველინარია, ღვეზელი, ისპანახის ღვეზელი

შემადგენლობა:

ცომისთვის:

  1. ფქვილი - 200 გრ.
  2. კარაქი - 100 გრ.
  3. ცივი წყალი (მაცივრის) - 50 მლ

გულსართი:

  1. ისპანახი - 80 გრ.
  2. ხაჭო ან ყველი (სასურველია რიკოტა) - 50 გრ.
  3. ლორი - 75 გრ.
  4. გახეხილი ყველი - 20 გრ.
  5. მარილი, ზეითუნი ზეთი (გემოვნებით)

ზემოდან წასასმელად

  1. კვერცხი - 1 ცალი

მომზადება:

  • ფქვილი და კარაქი დააბლენდერეთ; ბლენდერიდან გადმოიტანეთ თასში, დაამატეთ წყალი და მოზილეთ ცომი. შემდეგ შეახვიეთ ცელოფანში და შეინახეთ მაცივარში ცოტა ხნით.
  • შემდეგ ცალკე დააბლენდერეთ გულსართის ინგრედიენტები და მიღებული მასა მოათავსეთ საკონდიტრო ტომარაში.
  • ცომი გამოიღეთ მაცივრიდან და გააპრტყელეთ ძალიან თხლად, 1მმ სისქეზე.
  • ამოჭერით 11_სმ დიამეტრის ზომის ნაჭრები (დაახლ. 10 ცალი გამოვა)
  • აიღეთ ერთი ნაჭერი, ფუნჯით წაუსვით ათქვეფილი კვერცხის გული, საკონდიტრო ტომრის საშუალებით წრის ცენტრში მოათავსეთ ცოტაოდენი გულსართი და ასევე მის გარშემოც შემოავლეთ. გაითვალისწინეთ რომ დატოვოთ ადგილები მეორე ცომის გადასაფარებლად.

Qwelly, qwellynaria, recipe, ricotta, spinach pies, sunflower, ისპანახი, კერძები ბავშვებისთვის, მზესუმზირა, რეცეპტი, რიკოტა, ქველი, ქველინარია, ღვეზელი, ისპანახის ღვეზელი

  • ზემოდან დააფარეთ მეორე ნაჭერი, და ცენტრში დაადეთ პატარა თასი, დაახლოებით 4 სმ დიამეტრის, გარშემო ცომის ნაპირები შეაერთეთ და ჩანგლის საშუალებით შეკარით და ლამაზი კონტურებიც გაუკეთეთ.

Qwelly, qwellynaria, recipe, ricotta, spinach pies, sunflower, ისპანახი, კერძები ბავშვებისთვის, მზესუმზირა, რეცეპტი, რიკოტა, ქველი, ქველინარია, ღვეზელი, ისპანახის ღვეზელი

  • შემდეგ დანით გაყავით 4 ნაწილად, თითო ნაწილი კიდევ ოთხად და დაჭრილი ცომის ნაპირები გადაკეწეთ, ყველა ერთი მიმართულებით და წაუსვით ათქვეფილი კვერცხის გული.

Qwelly, qwellynaria, recipe, ricotta, spinach pies, sunflower, ისპანახი, კერძები ბავშვებისთვის, მზესუმზირა, რეცეპტი, რიკოტა, ქველი, ქველინარია, ღვეზელი, ისპანახის ღვეზელი

  • გამოაცხვათ პერგამენტ დაფენილ საცხობზე, 180 გრადუსზე, 20-25 წუთის განმავლობაში.

Qwelly, qwellynaria, recipe, ricotta, spinach pies, sunflower, ისპანახი, კერძები ბავშვებისთვის, მზესუმზირა, რეცეპტი, რიკოტა, ქველი, ქველინარია, ღვეზელი, ისპანახის ღვეზელი

გემრიელად მიირთვით!

ტეგები: Qwellynaria, ისპანახი, რეცეპტი, რიკოტა, საბავშვო, ღვეზელი

ნახვა: 1852

გამოხმაურებები!

რა მნიშვნელობა აქვს შეფუთვას? პირველივე გასინჯვის მერე ისპანახი რომ დახვდებათ ნუტელას მოყვარულ ბავშვებს, ამას მიეკარებიან? :D 

მთავარი განწყობაა ლაშა :D შენ ვერ წარმოიდგენ თამაშით ბავშვს რამდენ რამეს გააკეთებინებ ისე რო აზრზეც ვერ მოვა :D

ცოტაოდენი გამოცდილება კი მაქვს მაგ საქმეში, მაგრამ ისპანახი და ბავშვები მაინც ნამეტანია :D

Keti_მ თქვა:

მთავარი განწყობაა ლაშა :D შენ ვერ წარმოიდგენ თამაშით ბავშვს რამდენ რამეს გააკეთებინებ ისე რო აზრზეც ვერ მოვა :D

არც ეგრეა, ქალიშვილს გავუკეთე კატლეტი, არაფრით არ შეჭამა. იგივე მასას მივეცი ქაბაბის ფორმა.... სიამოვნებით მიირთვა

xatuna, ქაბაბი ლავაშში იყო გადახვეული? 

xatuna_მ თქვა:

არც ეგრეა, ქალიშვილს გავუკეთე კატლეტი, არაფრით არ შეჭამა. იგივე მასას მივეცი ქაბაბის ფორმა.... სიამოვნებით მიირთვა

ვიცოდი რომ მზესუმზირები რაღაცას მალავდნენ, ყოველთვის საეჭვოდ მეჩვენებოდნენ :D:D

კი, კი, ერთხელ არ გამოაპარებენ ჩვენსკენ თვალს, სულ მზეს შესციცინებენ :D საიდუმლოს დამალვაში ეხმარება ალბათ :D:D

Kakha_მ თქვა:

ძაან საეჭვოდ აქვთ თავები დახრილი ხომ? :D:D

mariam kubaneishvili_მ თქვა:

ვიცოდი რომ მზესუმზირები რაღაცას მალავდნენ, ყოველთვის საეჭვოდ მეჩვენებოდნენ :D:D

როდის მოვა გაზაფხული, მოვამზადო ისპანახი (( 

RSS

ბლოგ პოსტები

ლექსი ლონგინოზ ასისთავზე

გამოაქვეყნა Oto_მ.
თარიღი: ოქტომბერი 10, 2026.
საათი: 7:00pm 0 კომენტარი

წმიდა მოწამე ლონგინოზ ასისთავი,

აჰა ესერა, დაიფარე ერი ლონგინოზ...

შენ ხარ ვენახი,

დამარხული რწმენა, მრავალგზის...

აჰა ესერა,

დიფარე ერი ლონგინოზ..

და რახანია მირონი გდის

დაღლილ…

გაგრძელება

დიდი ხნის შემდეგ… 

გამოაქვეყნა Oto_მ.
თარიღი: ოქტომბერი 10, 2026.
საათი: 6:56pm 0 კომენტარი

დიდი ხნის შემდეგ… 

რატომ არის აუცილებელი ავტომობილის შემოწმება ყიდვამდე

გამოაქვეყნა Gio_bmw_მ.
თარიღი: სექტემბერი 17, 2026.
საათი: 12:30am 0 კომენტარი

რატომ არის აუცილებელი აშშ-ის ავტომობილის შემოწმება ყიდვამდე: ფარული რისკები და რეალური საფრთხეები

ამერიკული სადაზღვევო აუქციონებიდან (Copart, IAAI) ავტომობილის იმპორტი სულ უფრო პოპულარული ხდება. მიმზიდველი ფასები და…

გაგრძელება

Aion Gladiator

გამოაქვეყნა Benniehench03_მ.
თარიღი: ივლისი 20, 2026.
საათი: 10:30am 0 კომენტარი

Aion 2 is shaping up to be a more deliberate MMO experience, where character power is tied not only to level but also to preparation. For players watching the market around , the important question is not simply what to collect, but…

გაგრძელება

How CNC Router Bits Influence Machining Accuracy, Efficiency, and Final Product Quality

გამოაქვეყნა CarbixTools_მ.
თარიღი: ივლისი 13, 2026.
საათი: 7:00am 0 კომენტარი

When discussing CNC machining performance, conversations often focus on machine power, software systems, or automation features. However, the cutting tool is the component that directly interacts with the material and determines the quality of…

გაგრძელება

An Indispensable Tool for Full-Body Skin Hygiene and Healthy Exfoliation Daily bathing is the most fundamental part of personal hygiene and body skin care

გამოაქვეყნა BurtPMotz_მ.
თარიღი: ივნისი 22, 2026.
საათი: 11:00am 0 კომენტარი

An Indispensable Tool for Full-Body Skin Hygiene and Healthy Exfoliation Daily bathing is the most fundamental part of personal hygiene and body skin care. Most people rely solely on bath towels, body wash, and hands to clean their bodies during…

გაგრძელება

Qwelly World

free counters